Bulls/ხარები/Быки – ბაზრის მონაწილეები, რომლებიც ცდილობენ ფასის გაზრდას – თამაშობენ (ვაჭრობენ) ფასის გაზრდაზე.
ფორექსზე არსებობს ტრეიდერების (იგივე: მოთამაშეების, სპეკულანტების) პირობითი დაყოფა ხარებად და დათვებად. ხარები დაინტერესებული არიან, ამა თუ იმ ვალუტის ფასების გაზრდაზე და აღმავალი ტენდენციის მხარდაჭერისთვის ყველა ღონეს ხმარობენ. მათი თავისებური სახლეწოდება, ხარები, გამომდინარეობს იმ ალეგორიიდან, რომ ხარი თავის მსხვერპლს რქებით სწევს მაღლა, ხოლო ბაზარზე (ბირჟაზე) ამგვარი ხერხებით ფასს სწევს მაღლა.
თუ ბაზარზე დომინირებენ ხარები, მაშინ ამ ბაზარს ხარის ბაზარს უწოდებენ და ასეთ ვითარებაში ფასი მუდამ ზევით ადის.
ჩვეულებისამებრ ხარის ბაზარისთვის დამახასიათებელია მდგრადი აღმავალი ტრენდი, ამიტომ ამ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებაა გრძელი პოზიციების გახსნა, ანუ ვალუტის ყიდვა.
ამ შემთხვევაში მოგება ფორმირდება ვალუტის ფასის ზრდის გამო, მაგრამ სჭიროა დროზე შევამჩნიოთ მიმდინარე ტრენდის ტენდენციის შემობრუნების წინაპირობები.
ბაზარზე ხარების დომინირება ვლინდება ყიდვის სავაჭრო ოპერაციების (მოცულობების) მეტობით გაყიდვის სავაჭრო ოპერაციებთან შედარებით. სწორედ ამ მეთოდით ცდილობენ ხარები ვალუტის კურსის ზრდას.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით