Elliott Wave Analysis/ელიოტის ტალღური ანალიზი/Анализ волн Эллиотта – წარმოადგენს ფინანსური ბაზრის სრულყოფილი ანალიზის მეთოდს. მას საფუძვლად უდევს ელიოტის ტალღური თეორია. მისი მიხედვით ყველა ბაზარზე სიტუაციები ვითარდება გარკვეული წესებისა და კანონზომიერებების მიხედვით. აღნიშნული კანონზომიერებები აღმოჩენილი იქნა მე-20 საუკუნის დასაწყისში ელიოტის მიერ.
თეორიის შესაბამისად ხალხთა მასა, მიუხედავად თავისი კლასობრივი მიკუთვნებისა, მოქმედებს ქცევების გარკვული წესების მიხედვით.
დადასტურებულია, რომ გარკვეული ქცევების მოდელები მეორდება მსგავს სიტუაციებში. ეს მოსაზრება სავსებით გამოყენებადია ფორექსის ბაზარზე.
ელიოტის ტალღების ანალიზისას, გათვალისწინებულია რიგი ფაქტორები, რომლებიც ირიბად ახდენენ გავლენას ფორექსის ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე.
ამ თეორიის საფუძველს წარმოადგენს ტექნიკური ანალიზის ფიგურები, რომლებიც გვიჩვენებს ტრენდის არსებული ტენდენციის შემდგომ გაგრძელებაზე, ან მის შესაძლო შემობრუნებაზე.
იგულისხმება, რომ ამგვარი ფიგურების გამოსახვა ყოველთვის მიუთითებს ბაზარზე არსებულ გარკვეულ სიტუაციაზე. გრაფიკული ანალიზი საკმაოდ რთული აღსაქმელია, ამიტომ სასურველია სპეციალური ინდიკატორების გამოყენება, რომლებიც ავტომატურად აღმოაჩენენ ახალ ფიგურებს. ამგვარ ინდიკატორებს თქვენ ნახავთ ამ საიტის რუბრიკაში – ფორექსის ინდიკატორები.
ელიოტის ტალღების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემების დადასტურებისთვის სასურველია ფორექსის ტექნიკური ინდიკატორების გამოყენება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით