ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის განცხადებით, 2024 წლის 11 მარტიდან შეწყდება ბანკების სწრაფი ფინანსირების პროგრამა (BTFP).
რას ნიშნავს ეს პროცესი:
— ამერიკის შეერთებული შტატების მცირე და საშუალო ბანკებზე უარყოფითად აისახება, ამის გამო სავსებით შესაძლებელია აპრილ-მაისში ბანკების გაკოტრების ახალი ტალღის მომსწრეები გავხდეთ, როგორც ეს იყო 2023 წელს;
— ამერიკის შეერთებული შტატებში, ტოკსიკური კრედიტების გამო (საკრედიტო ბარათები, იპოთეკის გადასახადები), კრიტიკულად იზრდება დავალიანებები;
— საკუთარი ეკონომიკის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე ისრაელის, იემენის, შესაძლო ტაივანის კრიზისის და თუ არ დაიკიდა შესაძლოა უკრაინის დაფინანსებისათვის ფედერალური სარეზერვო სისტემა ალბათ იძულებული გახდება გაზარდოს ფულადი ემისია (გაზარდოს ფულის ბეჭდვა) და ეს არ იქნება 100 და 200 მილიარდი, ეს იქნება ტრილიონობით დოლარი;
— უტყუარია – ე.წ. შენელებული მოქმედების ინფლაციური ბომბი მოყვანილია მზადყოფნაში.
— საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტორების ფული გადაიქაჩება ოქროში, ვეცხლში, კრიპტოვალუტაში, რაც შესაბამისად გამოიწვევს მათი ფასების ზრდას და აქტივების ლიკვიდურობას;
— არ ვიცი მოვესწრები თუ არა კიდევ ერთი იმპერიის კრახს, მაგრამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკა და ფინანსები, რომ გადაფორმატების საწყის სტადიაზეა, ესეც უტყუარი ფაქტია;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით