კარგი ნაცნობის ტექსტი, რომელიც 57 წლისაა, რომელიც შემდგარი პიროვნებაა და რომელიც ინტერესით აკვირდება ჩემს საქმიანობას:
“ეჰჰ… რა დროს საფინანსო ბაზრებით ჩემი დაინტერესებაა, როდის მე რამეს გავიგებ და მივაღწევ ამ სფეროში, პირველი ათასი დოლარი შეიძლება 80 წლის ასაკში ვიშოვო”.
მოზარდობაში ერთი პიროვნების იუბილეზე მოვხვდი. სეფაში იყო გაშლილი სუფრა. აი ქორწილებში რომაა ხოლმე ისე, იუბილარი ამაღლებულ სცენაზე იჯდა მარტოდ კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით, ზურგს უკან დიდი ნოხი იყო ჩამოკიდებული და ამ ნოხზე ბამბით იყო გამოსახული რიცხვი “50”.
სადღეგრძელოები იუბილარის მიმართ – როგორც უკვე მოხუცის მიმართ, რომელმაც ცხოვრებაში უკვე ყველაფერი და ჰა და ჰა კუკიის სასაფლაოღა დარჩა სანახავი.
ეს კაცის ნელი მოძრაობებით, ფილმში “ხევისბერი გოჩა” რომაა სპარტაკ ბაღაშვილის გმირი, აი ისეთი დაყენებული ხმით და სახის მიმიკით გარშემო მყოფთ გვაგრძნობინებდა საკუთარ კდემამოსილებას და მხცოვან სიბრძნეს.
შვილები მიმართავდნენ – “ბატონო მამა…”, ისიც თავზე დაადებდა ხოლმე ხელს მოზომილი ღიმილით დალოცვის პონტში, თუმცა მაშინ რელიგია არ იყო, ყველა ათეისტებისავით ვიყავით.
ცოლს მკაცრად გადახედავდა ხოლმე ალბათ გულში ფიქრობდა: “ემანდ კოჭი არ გამოაჩინო ოჯახის დედავ და სინდის-ნამუსო ჩემო…”.
მოკლედ დღეს, იმდროინდელი გადმოსახედიდან ჩემს თავს რომ ვუყურებ ხოლმე, დახეული ჯინსებით და უწინდებო ფეხსაცმელით ჩანთაწამოკიდებული რომ დავბოდიალობ და ქალებს თვალებს რომ ვუჟუჟუნებს ხოლმე, სულ ის კდემა იუბილარი მახსენდება და ჩემი თავის მრცხვენია))
Forbes-ს სიის მილიარდელთა საშუალო ასაკია 65 წელი.
- მაიკლ ბლუმბერგი – 39 წლის ასაკში დააარსა Bloomberg;
- ჯორჯ სოროსი – 45 წლის ასაკში დააარსა Soros Fund Management;
- ჯონ უონროკი – 42 წლის ასაკში დააარსა Adobe;
- რეი კროკი – 52 წლის ასაკში შეიძინა McDonald’s-ის ფრანშიზა;
- ჰენტი ფორდი – 45 წლის ასაკში გამოუშვა პირველი ავტომობილი Ford T;
- სემ უოლტონი – 44 წლის ასაკში გახსნა პირველი Walmart;
და ეს სია შემიძლია გვაგრძელო დილამდე…
ცხოვრება სკოლის გაკვეთილების ცხრილი არაა, სადაც მკაცრად განსაზღვრული მხოლოდ 6 გაკვეთილია და “ვსიო” მორჩა, ან რაიმე კულინარიული რეცეპტი, სადაც ბუღლამაში ცხვრის დუმა მხოლოდ 172 გრამი უნდა ჩაყარო, თორე მასტერშეფიდან გამოგაგდებენ.
ცხოვრებას, ადამიანის ფანტაზიებს და შესაძლებლობებს არ აქვს ასაკობრივი საზღვრები.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ წარმატებული ადამიანები მხოლოდ 25-30 ასაკში ხდებიან, ან 50- 60 ასაკში ცხოვრება დამთავრებულია, ის ძალიან ცდება.
რა თქმა უნდა 50 წლის წარმატებას საფუძველი ახალგაზრდობიდანვე უნდა ჩაუყარო, მაგრამ არასდროსაა გვიან ამ საფუძვლის ჩაყრის დაწყება.
ასე რომ, თვით კდემამოსილება მე და საიტი GeoForex.info გირჩევთ ოცნებები არ გადადოთ სადმე შორ უჯრაში.
დაიწყეთ ოცნებების და მიზნების განხორციელება აქ და ახლავე, თორე გახდებით ის იუბილარი ბებრულად დაყენებული ხმითა და მანერებით და იუბილეზე ბამბით ნოხზე შეაკოწიწებენ რიცხვს “60”.
Я так думаю Валикджан.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით