ახალი წლის დღესასწაულები საფინანსო ბაზრებზე

საახალწლო დღესასწაულები საფინანსო ბაზრებზე

ახალი წლის დღესასწაულები ყოველთვის ასოცირდება ნაძვის ხესთნ, სუფრასთან დასვენებასთან, კორპორატივებთან, ოჯახთან და საერთოდ არ ასოცირდება მუშაობასთან. გავარკვიოთ რა ხდება ამ დროს ფორექსზე და სხვა საფინანსო ბაზრებზე. პრინციპი ერთი და იგივეა.

როდის შევწყვიტოთ ვაჭრობა საფინანსო ბაზრებზე

როგორც ვიცით, ამერიკაში და სხვა კათოლიკურ ქვეყნებში მთავარი დღესასწაულია შობა – 25 დეკემბერი და არა ახალი წელი. ამიტომ, სწორედ 25 დეკემბერს (უფრო სწორად, 24-შიც კი) უნდა შეწყვიტოთ ვაჭრობა.

ბევრი საინვესტიციო ფონდი და ბანკი უკვე 19-20 დეკებბერს ხურავს საკუთარ პოზიციებს, მაგრამ ზოგადად, სამუშაო აქტივობა, თუმცა არც ისე დინამიურია, კათოლიკურ შობამდე შეინიშნება.

მე ჩვეულებრივ პოზიციებს ვინარჩუნებ 24 დეკემბრის შუადღემდე. თუ 24 დეკემბერი მოდის შაბათ-კვირაზე, მაშინ 23 დეკემბერს, საღამოს მოლოდინის გარეშე, ვხურავ ყველა მომგებიან პოზიციას და გამოვდივარ ბაზრიდან. 24 დეკემბერს  ბაზარი ჩვეულებრივზე ადრე დაიხურება. ამის შესახებ ბროკერი წინასწარ გვატყობინებს წერილობით.

წამგებიანი პოზიციების დახურვა დამოკიდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და ტრეიდერის მუშაობის სტილზე.

თუ სავაჭრო სტრატეგია მუშაობს და პოზიცია სწორად არის გახსნილი, დეპოზიტური მინუსი, ანუ აუღიარებელი ზარალი ამ პოზიციაზე სულაც არ ნიშნავს, რომ ახალი წლის შემდეგ პოზიცია წააგებს-დაიხურება სტოპით. მთავარია პოზიცია იყოს კვალიფიციურად გახსნილი;

ზოგიერთ ტრეიდერს უყვარს წლის დაწყება სუფთა ფურცლიდან. და ეს გარკვეულწილად გამართლებულადაც მიმაჩნია.

25 დეკემბრის შემდეგ ახალ წლამდე ბაზარზე პრინციპში არაფერი გვესაქმება.  ფორექსის ბაზარი კი მუშაობს, მაგრამ მოძრაობები მინიმალურია და ძნელად პროგნოზირებადი.

31 დეკემბერი, როგორც წესი, მოკლე სამუშაო დღეა (თუ 31 დეკემბერი მოდის შაბათ-კვირაზე, მაშინ მოკლე დღე იქნება 30 ან 29 რიცხვები).

ახალი წლის პირველ დღეებში ფორექსი არ მუშაობს. ამის შესახებ ჩვენი ბროკერი აუცილებლად გამოგვიგზავნის ბაზრის ზუსტ განრიგს დასვენების დღეებში.

სპრედები ახალი წლის დღესასწაულებზე

უნდა გავითვალისწინოთ, რომ საბროკერო კომპანიები შეიძლება გაზარდონ სპრედი დღესასწაულების წინა და მომდევნო პერიოდში.

ბოლო 7-8 წლის განმავლობაში, სერიოზულ ბროკერებთან ეს პრაქტიკა თითქმის გაქრა, მაგრამ იანვრის პირველ დღეებში, პოზიციის გახსნამდე, მაინც შეამოწმეთ სპრედის სიდიდე – თუ იგი აღემატება ჩვეულებრივი სამუშაო დღეების ნორმალურ მნიშვნელობებს, მაშინ უმჯობესია დროებით არ ვივაჭროთ.

როდის განვაახლოთ სავაჭრო პროცესი

ზოგიერთი პირით მოსაუბრე „ანალიტიკოსის“ აზრით ბაზარზე არ უნდა შევიდეთ თითქმის თებერვლის ბოლომდე, რაც აბსოლუტური სისულელეა.

უამრავი გლობალური მოძრაობა ჩაისახება სწორედ იანვრის დასაწყისში, ხოლო ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზები მუშაობენ ისევე, როგორც სხვა თვეებში.

ასევე, პირით მოსაუბრე „ანალიტიკოსების“ აზრით დღესასწაულების შემდეგ ბაზარზე ფლეტია, სავაჭრო მოცულობები დაბალია, ძლიერი მოძრაობები არ არის, ამიტომ ვაჭრობა საშიში და რისკიანია.

ისმის კითხვა: თუ არ არის ძლიერი მოძრაობები, მაშინ რატომ არის ვაჭრობა საშიში?

ძლიერი მოძრაობების არ არსებობის შემთხვევაში, უბრალოდ უნდა შემოვიფარგლოთ შედარებით მცირე მიზნებით და შევამციროთ სტოპ-ლოსის და თეიქ-პროფიტის პროპორციები.

ჩემი გამოცდილებით, მცირე მიზნებით ვაჭრობა დაახლოებით იანვრის 16 რიცხვამდეა რეკომენდებული, თუმცა ეს არ არის აპრიორი.

დღიურ გრაფიკებზე რაიმე სახის ანომალიები არასოდეს შემიმჩნევია.

ბაზრის სრულ სტაბილიზაციამდე ავტომატური სავაჭრო პროგრამების, იგივე ექსპერტების გათიშვა ასევე მიზანშეწონილია იანვრის შუა რიცხვებამდე, მით უმეტეს თუ ეს ექსპერტები სკალპინგის ალგორითმით მუშაობენ.

კანონზომიერებები

წლის ბოლოს, საფინანსო აქტივებთან დაკავშირებით რაიმე სახის კანონზომიერებები აღმოჩენილი არ არის. არ მოტყუვდეთ. თუ ერთ წელს აქტივის ტრენდი მზარდია, მეორე წელს შესაძლებელია დაღმავალ ტენდენციასთან გვქონდეს საქმე.

დასკვნა
  • ყველა მომგებიან პოზიციას ვხურავთ 23 დეკემბერს;
  • წამგებიანი პოზიციების დახურვა დამოკიდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და ტრეიდერის მუშაობის სტილზე;
  • 4 იანვრის შემდეგ სავსებით შესაძლებელია სრულფასოვანი ვაჭრობა;
  • 16 იანვრამდე შიდა დღიური ვაჭრობის შემთხვევაში ვამცირებთ თეიკებს და სტოპებს;
  • 16 იანვრამდე არ ვიყენებთ მრჩევლებს;
  • დღიურ გრაფიკებზე, ანუ საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივით ვვაჭრობთ ჩვეულებრივად;
  • ვაწარმოებთ სპრედების გაზრდის მონიტორინგს –  ეს მომენტი ბაზარზე არსებული გაურკვევლობის და ლიკვიდურობის ვარდნის მანიშნებელია;
  • ახალი წლის შემდგომ პერიოდში რაიმე განსაკუთრებული კანონზომიერება ბაზარზე არ შეინიშნება;
  • ახალი წლის შემდგომ პერიოდში მუშაობს ანალიზის ყველა სახეობა.

GeoForex.info – ყოველ წელს გილოცავთ ახალ წელს! ბედნიერებას, ბარაქას და გამარჯვებას გისურვებთ მუდამ!

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

რა მოხდება აშშ-ს დეფოლტის შემთხვევაში

რა მოხდება აშშ-ს დეფოლტის შემთხვევაში

გასაგები მომენტია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვეულებრივ დეფოლტს, ანუ გაკოტრებას არავინ გამოაცხადებს, თუმცა ტექნიკური დეფოლტისგან …