2024 წლის დადგომამდე, მომავალი წლის საინვესტიციო პორტფელის აკინძვის დროა.
*შენიშვნა:
ვინაიდან ამ პოსტში საუბარია ბირჟა MOEX-ზე (მოსკოვის ბირჟა), ამიტომ ზედმეტი საუბრების გამორიცხვისათვის მინდა აქვე ავღნიშნო – საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მუშაობა გამორიცხავს ისეთი კატეგორიებით მსჯელობას, როგორებიცაა: „ზიმბაბვე ოკუპანტია“, „იბერია გაბრწყინდება“, „ბორჯომი და მანდარინი გადაგვარჩენს“ „რუსეთი დაიშლება“, „ევროპა ჰომოსექსუალისტების ბუდეა“, „ქართველობას გვართმევენ“და ა.შ.
ფულს სუნი არ უდის მით უმეტეს, როდესაც ფული კომპიუტერის ეკრანიდან იშოვება. ვინც ზემოთხსენებული კატეგორიებით მსჯელობს, თუ ამის თავი აქვს – გამორთოს რუსული დენი, გაზი, არ იყიდოს 95% რუსული ხორბლით გამომცხვარი პური, არ ჩაასხას მანქანაში საწვავი, ჩაიცვას ფორმა და 40 კილომეტრში ააფეთქოს ოკუპანტის ერთი ტანკი მაინც.
ცნობისათვის, ამას ვწერ ომის ვეტერანი, რომელსაც 105 ლარიანი პენსია და უდიდესი ბედნიერება -18 მეტრიანი ავტობუსით უფასოდ „კატაობის“ უფლება მაქვს.
ასე, რომ 2024 წლის ტოპ აქციები MOEX-ზე, რომლებიც შევა ჩემს საინვესტიციო პორტფელში:
1) კორპორაცია Астра (აღნიშვნა ASTR, ბირჟა MOEX (მოსკოვის ბირჟა).
სფერო:
კორპორაცია Астра რუსეთის IT ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია.
ზრდის დრაივერი:
სახელმწიფო და კორპორაციული სეგმენტის იძულებითი გადასვლა ადგილობრივი წარმოების პროგრამულ უზრუნველყოფაზე.კორპორაციის პროდუქტები და სერვისები აქტიურად გამოიყენება რუსეთის ეკონომიკის საკვანძო დარგებში: ტრანსპორტი, მრეწველობა, განათლება, სახელმწიფო და ფინანსური სექტორები.
2) კომპანია Европейская Электротехника/ევროპული ელექტროტექნიკა (აღნიშვნა EELT, ბირჟა MOEX (მოსკოვის ბირჟა).
სფერო:
ახორციელებს კომპლექსურ მომსახურებას – ენერგომომარაგების, ელექტროგანათების, ელექტრო დანდგარების, სამხედრო წარმოების, რესურსების მოპოვების, გადამამუშავებელ და ატომური მრეწველობის სფეროებში.
ზრდის დრაივერი:
ნავთობისა და გაზის მოპოვების სფერო. კომპანიის ძირითადი კლიენტები არიან ლუკოილი და გაზპრომი. სანქციების გამო ევროპული ტექნოლოგიური ციკლების რუსეთის ბაზრიდან გასვლისა და ადგილობრივი რესურსებით მათი ჩანაცვლების გამო, ამ კუთხით მიმდინარეობს ამ სფეროს აქტიური ინვესტირება და ინვესტირების ტემპები.
დამატებითი ტრიგერი:
კომპანია აქტიურად გადის ლიფტებისა და ესკალატორების ბაზარზე, წლიური კვოტით 10 000 ერთეული.
გაგრძელება იქნება…
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით