სარჩევი
პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს.
გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.
ანალიზის დიაპაზონი 200 პუნქტამდე ორივე მიმართულებით.
ტენდენციის ზოგადი სურათის წარმოდგენისათვის გამოყენებულია მარტივი მცოცავი საშუალოები. (გათვალისწინებულია ფასის მათთან მიახლოება, გადაკვეთა, ასხლეტა):
- Moving Average (MA) 200 – გრაფიკზე წითელი;
- Moving Average (MA) 100 – გრაფიკზე ლურჯი;
- Moving Average (MA) 42 – გრაფიკზე სტაფილოსფერი;
პროგნოზი EUR/USD – ტრენდული პრიორიტეტები
გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:
- MN:–;
გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:
- W1: “ბზრიალა”;
პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:
- D1: –;
პროგნოზი EUR/USD – MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია
(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის და გრაფიკის მონაკვეთით)
- H4: –;
- D1: –;
- W1:–;
- MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ვულფის ტალღები:
- H1: –;
- H4: –;
- D1: –;
- W1: –;
- MN: –;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკული ფიგურები
- H1: –;
- H4: –;
- D1: –;
- W1: –;
- MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ფუნდამენტალური ფაქტორები
მომავალი კვირის ფუნდამენტალურ მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლის შემდეგ > > >
პროგნოზი EUR/USD – Geoforex.info რა შევუკვეთეთ – რა ჩამოვიდა
რა შევუკვეთე
პროგნოზი EUR/USD-15.05-19.05-2023 – “თუ, გასული კვირის ხუთშაბათის და პარასკევის მკვეთრად გამოხატული “ხორციანი” და “პუტკუნა” დაღმავალი სანთლების ტენდენცია ასევე გემრიელად გაგრძელდება ორშაბათსაც, მაშინ კარგ იმბალანსის ზონას მივიღებთ დაღმავალი მსხვილი ლურჯი ფიბონაჩის 50%-ის ზონაში, სადაც ასევე უნდა განვიხილო გაყიდვები;”
რა ჩამოვიდა
“ფასმა გააგრძელა დაღმასვლა, იმბალანსის ზონა მართლაც მივიღეთ ოღონდ ფასის იმპულსი არ გვეყო მსხვილი ლურჯი ფიბონაჩის 50%-ის ზონამდე. იმბალანსის ზონა მივიღეთ 1.0908 ფასურ დონესთან, იგივე 17 აპრილის წინააღმდეგობის დონესთან, დაღმავალი წყვეტილი ფიბონაჩის 23%-თან და ფასი გამოიხატა 16 აპრილის დაღმავალი პინბარით.”
რა შევუკვეთე
პროგნოზი EUR/USD-15.05-19.05-2023 – “ფასს ისეთი დაღმავალი “რაზგონი” აქვს აღებული, რომ ამ აჩქარების გაგრძელებას ველოდები მინიმუმ აღმავალი შავი ფიბონაჩის 50%-მდე. მით უმეტეს ფასის მიზიდულობის წერტილად მიმაჩნია Moving Average (MA) 100 + ნულოვანი დონე 1.0800. ამ ვითარებაში ფასი ადვილად გაარღვევს 10 აპრილის მხარდაჭერის დონეს, რომელსაც აღარ ვითვალისწინებ.”
რა ჩამოვიდა
“ფასი ჩამოვიდა და გაარღვია აღმავალი შავი ფიბონაჩის 50% და მიზიდულობის წერტილი Moving Average (MA) 100 + ნულოვანი დონე 1.0800. 10 აპრილის მხარდაჭერის დონე ასევე უპრობლემოდ გაარღვია.”
რა შევუკვეთეთ
პროგნოზი EUR/USD-15.05-19.05-2023 – “DXY კვირის გრაფიკზე ორდერბლოკია გადაფარვით. მოსალოდნელია აღმავალი ტენდენციის გაგრძელება, რაც თავის მხრივ უკუპროპორციული იქნება EUR/USD განვითარებული ტენდენციის. (შენიშვნა: DXY და EUR/USD ტენდენციები სარკისებურად ურთიერთდამოკიდებულია.)
რა ჩამოვიდა
DXY-ის გრაფიკზე კვირის პატერნი დაგვეხმარა ძირითადი ტენდენციის განსაზღვრისათვის
გასული კვირის პროგნოზის ესკიზი
რეზიუმე:
მოკლევადიანი ტენდენციის ესკიზმა კარგი ფერწერული ნახატი შექმნა 🙂 (გრაფიკზე მწვანე ტეხილი).
შეფასება: 5 ქულა;
პროგნოზი EUR/USD – Geoforex.info პრიორიტეტი
- გასული კვირის სანთელი ე.წ. “ბზრიალა” პრინციპში გაურკვევლობის სანთელია. თეორიაში, მისი ზედა ან ქვედა საზღვრის არაცრუ გარღვევა გამოაჩენს შემდგომ პრიორიტეტს.
- D1 გრაფიკზე ხუთშაბათი და პარასკევის სანთლებმა შექმნეს სანთლური პატერნი “Double Low”. EUR/USD გრაფიკზე ამ პატერნის ტენდნციას ამყარებს DXY (დოლარის ინდექსი) D1 გრაფიკზე ხუთშაბათი და პარასკევის სანთლების მიერ შექმნილი “Double Low” -ს მსგავსი, ოღონდ საპირისპირო ტენდენციის პატერნი “Double High” და USD/JPY-ს D1 გრაფიკზე ხუთშაბათი და პარასკევის სანთლების მიერ შექმნილი ასევე პატერნი “Double High”. როგორც ცნობილია DXY და USD/JPY მოძრაობის ტენდენცია უხშირესად EUR/USD-ს ტენდენციის საპირისპიროა. მაშასადამე, EUR/USD-ზე ველოდები აღმავალ ტენდენციას თუ არა, აღმავალი კორექციის მოთხოვნილებას მაინც. აღმავალი კორექციის მძლავრი იმპულსის შემთხვევაში ფასს ველოდები ფასთან – 1.0930, სადაც D1 გრაფიკზე დაგხვდება Moving Average (MA) 42 და მსხვილი დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 50%. შუალედური გაჩერებით ფასთან 1.0860, სადაც H4 გრაფიკზე ფასს შეხვდება Moving Average (MA) 42;
- H1 გრაფიკზე Moving Average-ის ინდიკატორებმა ორი კარგი არხი გამოსახეს, რომელთა შორისაც მოკლე გადარბენებზე განვიხილავ buy ორდერებს.
EUR/USD – D1 გრაფიკი პატერნი “Double Low”
DXY (დოლარის ინდექსი) D1 გრაფიკი პატერნი “Double High”
USD/JPY D1 გრაფიკი პატერნი “Double High”
H1 გრაფიკზე ინდიკატორი Moving Average-ის მიერ წარმოქმნილი სავაჭრო არხები
პროგნოზი EUR/USD – გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ტენდენციები
ტენდენცია წარმოდგენილია თეორიული და კლასიკური, თითქმის იდეალური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა იდეალური არაფერია, მათ შორის და მით უმეტეს საფინანსო ბაზარიც, მაგრამ როგორც ფერმწერი თავდაპირველად ხატავს ესკიზს, რათა ზოგადი წარმოდგენა შეექმნას მომავალი დასრულებული ნამუშევრის შესახებ და მხოლოდ ამის საფუძველზე ქმნის ტილოს, ისევე ტრეიდერმაც უნდა შეიქმნას ზოგადი წარმოდგენა გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ტენდენციების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ და ამის საფუძველზე უნდა ააგოს მოკლევადიანი “ფერწერული” ნამუშევარი, რაც გამოიხატება მომგებიანი პოზიციების დაგეგმვაში. რა თქმა უნდა, ესკიზი იმიტომაა ესკიზი, რომ რაიმე დაემატოს, ან რაიმე წაიშალოს მასში, მაგრამ ძირითადი სტრუქტურა მაინც რჩება.
W1 Promising Trend
გრძელვადიანი ტენდენცია 20.08.2023 წლის პერსპექტივით
D1 Promising Trend
მოკლე და საშუალოვადიანი ტენდენცია 29.05.2023 წლის პერსპექტივით
(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო, ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)
პროგნოზი EUR/USD – პოზიციების სასიგნალო წერტილები კვირის დახურვის ზემოთ
- ფასური დონე 1.0860 (H4 გრაფიკზე Moving Average (MA) 42) + აღმავალი შავი ფიბონაჩის 38 %;
- ფასური დონე 1.0930 (D1 გრაფიკზე Moving Average (MA) 42) + დაღმავალი მსხვილი ლურჯი ფიბონაჩის 50 %;
- დაღმავალი წყვეტილი წთელი ფიბონაჩის 61 %;
პროგნოზი EUR/USD – პოზიციების სასიგნალო წერტილები კვირის დახურვის ქვემოთ
- მხარდაჭერის დონე 1.0759;
- აღმავალი შავი ფიბონაჩის 61 %;
- ნულოვანი დონე 1.0700;
- აღმავალი შავი ფიბონაჩის 76 %;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკის ვიზუალიზაცია
H1 (1)
H1 (2)
H4 (1)
H4 (2)
D1 (1)
D1 (2)
W1 (1)
W1 (2)
MN (1)
MN (2)
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით