პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-10.04-14.04-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს.


გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.

ანალიზის დიაპაზონი 200 პუნქტამდე ორივე მიმართულებით.

ტენდენციის ზოგადი სურათის წარმოდგენისათვის გამოყენებულია მარტივი მცოცავი საშუალოები. (გათვალისწინებულია ფასის მათთან მიახლოება, გადაკვეთა, ასხლეტა):

  • Moving Average (MA) 200  – გრაფიკზე წითელი;
  • Moving Average (MA) 100 – გრაფიკზე ლურჯი;
  • Moving Average (MA) 42 – გრაფიკზე სტაფილოსფერი;
პროგნოზი EUR/USD – ტრენდული პრიორიტეტები

გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • MN:–;

გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • W1: –;

პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • D1: –;
პროგნოზი EUR/USD – MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია

(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის  და გრაფიკის მონაკვეთით)

  • H4: –;
  • D1: –;
  • W1:–;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ვულფის ტალღები:
  • H1: –;
  • H4:  –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკული ფიგურები
  • H1: –;
  • H4: –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ფუნდამენტალური ფაქტორები

მომავალი კვირის ფუნდამენტალურ მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლის შემდეგ > > >

პროგნოზი EUR/USD – Geoforex.info პრიორიტეტი
  • საპროგნოზო კვირისთვის ფასის მოძრაობის გამოხატული პრიორიტეტი არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ, ამიტომაც ვაჭრობას ვაწარმოებ მოკლე-მოკლე გადარბენებით შიდა დღიურ თაიმ ფრეიმებზე, გრაფიკზე წარმოშობილი შიდა დღიური სიგნალებით H1 და H4 თაიმფრეიმებზე.
  • სავაჭრო დიაპაზონი: ჩრდილოეთისკენ – იანვრის თვის Resistance MN ფასურ დონეზე 1.1032, დაახლოებით 130 პუნქტი; სამხრეთისკენ – 3 აპრილის Support D1  ფასურ დონეზე 1.0787, დაახლოებით 108 პუნქტი;
  • საგულისხმო, საგულისხმო კი არა მნიშვნელოვანი ფაქტორია W1 გრაფიკზე Moving Average (MA) 100-იდან და დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 50%-დან ფასის ასხლეტა. ანუ საკმაოდ მძლავრ წინააღმდეგობის დონეს შეასკდა ფასი.
  • H4 და ქვემოთ გრაფიკებზე წარმოიშვა დისბალანსის ზონა (Imbalance), რაც ფასს სამხრეთისკენ დაქაჩავს შემდგომი აღმავალი სვლის გასაგრძელებლად. აქვე მას მხარდასაჭერად მიუჩოჩდება H4 გრაფიკზე Moving Average (MA) 100.

D1 Analytics

პროგნოზი EUR/USD

W1 Analytics

პროგნოზი EUR/USD

MN Analytics

პროგნოზი EUR/USD

  • EUR/USD გრაფიკზე ასეთ პრიორიტეტ გამოცლილი ფასისა და გრაფიკის ურთიერთქმედების დროს, პრიორიტეტის უკეთ გამოსახვისათვის ხშირად ვიყენებ USD/JPY და DXY გრაფიკებს, რათა მათზე მაინც უკეთ დავინახო რა ელის EUR/USD-ს პერსპექტივაში. ვინაიდან ძალიან ხშირად EUR/USD და USD/JPY, აგრეთვე EUR/USD და DAX მოძრაობები სარკისებურია.
  • USD/JPY -ის H4 და D1 გრაფიკზე გვაქვს ორმაგი ფსკერის ჩამოყალიბების პროცესი აგრეთვე W1 გრაფიკზე აღმავალი პინბარის მსგავსი (კლასიკურად არ არის პინბარი) კვირის სანთელი, რომელიც აისხლიტა აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 50%-იდან. ანუ იაპონური იენას პრიორიტეტი უფრო აღმავალია. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ EUR/USD გრაფიკი სამხრეთისკენ იქნება მიმართული კორექციული ტენდენციის თვალსაზრისით მაინც. რომ ვთქვა, აღფრთოვანებული ვარ USD/JPY  სასიგნალო პრიორიტეტებით მეთქი – ნამდვილად არა, თუმცა ზოგად ანალიზში ვითვალისწინებ;
  • შენიშვნა: სხვათა შორის, EUR/USD-სგან განსხვავებით, სადაც ყველაზე კარგად მუშაობენ ფიბონაჩის 38% და 61% დონეები (უფრო 61%), USD/JPY-სთვის გაცილებით უკეთესად მუშაობს ფიბონაჩის 50%-იანი დონე.

USD/JPY – H4 ორმაგი ფსკერი

პროგნოზი EUR/USD

USD/JPY – D1 ორმაგი ფსკერი

პროგნოზი EUR/USD

USD/JPY – W1 აღმავალი პინბარი

პროგნოზი EUR/USD

  • EUR/USD და DXY გრაფიკების ასევე სარკისებური ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა H4 და D1 გრაფიკებზე ინდექსის მაჩვენებელი (ჩვენებურად რომ ვთქვათ – ფასი) ერთგვარად წამოწოლილია. ამ ტერმინის –  “წამოწოლის” შესახებ ვერცერთ ლიტერატურაში ვერ წაიკითხავს ტრეიდერი, ეს არის ჩემი პირადი დაკვირვება, როგორც კი ფასი ერთგვარად წვება ე.ი. მას არ აქვს მუხტი, ისე თამამად ვეღარ აახლებს მინიმუმებს ან მაქსიმუმებს, ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენს შემთხვევაში ქვემით სვლისკენ იმპულსი შესუსტებულია. და თუ ქვემოთა იმპულსი სუსტია, მაშასადამე მოსალოდნელია ზემოთა იმპულსის ამოქმედება.
  • ასევე DXY-ის W1 გრაფიკზე წარმოიშვა სანთელი, რომელიც ასხლეტილია მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დონიდან.

DXY – H4 

პროგნოზი EUR/USD

DXY – D1

პროგნოზი EUR/USD

DXY – W1

პროგნოზი EUR/USD

  • პროგნოზიდან ჩანს, რომ საკმაოდ სუბიეტური ვარ და ვეძებ დაღმავალი ტენდენციის სიგნალებს. რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი. რატომღაც ანალიზისას ცივი გონება არ მუშაობს, უფრო ინტუიციაა ჩართული ვიდრე პრაგმატიზმი. შიდა დღიურზე, რა თქმა უნდა, ვივაჭრებ შიდა დღიური სიგნალებით H1 და H4 გრაფიკებზე, რომლებიც ქვემოთაა წარმოდგენილი. თუმცა…. საშუალო ვადიანი პერსპექტივა უფრო დაღმასვლისკენ მქაჩავს.

(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო, ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)

პროგნოზი EUR/USD – პოზიციები კვირის დახურვის ზემოთ
  • დაღმავალი მსხვილი ლურჯი ფიბონაჩის 50 %;
  • ფასური დონე 1.0972 (Resistance D1+W1+MN + W1/MA 100 – ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეა;
  • ნულოვანი დონე 1.1000 – მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დონე;
  • ფასური დონე 1.1032 (Resistance MN);
  • დაღმავალი მსხვილი ნარინჯისფერი ფიბონაჩის 23%;
პროგნოზი EUR/USD – პოზიციები დახურვის ქვემოთ
  • ფასური დონე 1.0875 (Support D1) დღიური მხარდაჭერის დონე + აღმავალი წყვეტილი ფიბონაჩის 61%;
  • ფასს მხარდაჭერის დონედ დახვდება H4/MA 100 + აღმავალი წყვეტილი ფიბონაჩის 76%;
  • ფასური დონე 1.0787 (Support D1) დღიური მხარდაჭერის დონე;
  • ფასური დონე 1.07110 (Support D1 + D1/MA 42 + D1/MA 100 + H4/MA 200) – ძალიან მნიშვნელოვანი დონე;
  • აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 23%;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკის ვიზუალიზაცია

H1 (1)

პროგნოზი EUR/USD

H1 (2)

პროგნოზი EUR/USD

H4 (1)

პროგნოზი EUR/USD

H4 (2)

პროგნოზი EUR/USD

D1 

პროგნოზი EUR/USD

W1 

პროგნოზი EUR/USD

MN

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზის შაბლონი

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-05.06-09.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის …