პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-07.11-11.11-2022

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია შესაძლო: გრაფიკული მოდელები და სანთლური ფიგურები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.


ტრენდული პრიორიტეტები

გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • MN:–;

გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • W1: დოჯი (doji);

პროგნოზი EUR/USD

პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • D1: –;
MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია

(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის  და გრაფიკის მონაკვეთით)

  • H4: –;
  • D1: –;
  • W1:–;
  • MN: ორმაგი აღმავალი დივერგენცია;

პროგნოზი EUR/USD

ვულფის ტალღები:
  • H1: –;
  • H4:  –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
გრაფიკული ფიგურები
  • H1: –;
  • H4: –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
ფუნდამენტალური ფაქტორები

მომავალი კვირის ფუნდამენტალურ მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლის შემდეგ > > >

Geoforex.info პრიორიტეტი
  • გასული კვირის მაღალი ვოლატილობის ფაქტიური მიზეზები: 1) აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდამ გამოიწვია ევროს გაუფასურება; 2) მიუხედავად Non Farm- ის კარგი პარამეტრებისა, უმუშევრობის უარყოფითმა პარამეტრმა გამოიწვია მისი გადაფარვა და შესაბამისად გამოიწვია ევროს გამყარება;
  • მაღალმა ვოლატილობამ მოგვცა კვირის სანთელი “ჭრიჭინა დოჯი” – არის დოჯი სანთლების კრებულის ერთ-ერთი ნაირსახეობა (doji, ცნობისათვის: სხვაგავარად მას “ტაკური”-საც უწოდებენ), ჰოდა სახელის გათვალისწინებით ბაზარზე სწორედ, რომ ტაკური მდგომარეობაა. ანუ ბაზრის მსხვილ მონაწილეთა მხრიდან ყიდვა-გაყიდვების პრიორიტეტების გაურკვევლობა;
  • ტაკური მდგომარეობა კორექტულად რომ გადავაქართულო – ე.ი. ბაზრის მონაწილეთა უმრავლესობამ დახურა პოზიციები მოგებით ან ზარალით, მაშასადამე მომავალი კვირის  ფასის მიმართულება დამოკიდებული იქნება თუ რამდენად დაგროვდება ვალუტის ყიდვის შეთავაზების, ან გაყიდვის შეთავაზების მოცულობები;
  • ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი დონეა ის ადგილი, სადაც იგი ამჟამად იმყოფება, ანუ ზონა 0.9960, რომელიც უკვე დიდი ხანია საკმაოდ კარგად მუშაობს;
  • მომავალ კვირას არ ველოდები ამ კვირის მსგავს მყისიერ მოძრაობებს ზემოთ ან ქვემოთ;
  • აღმავალი ტრენდის კორექციის შემთხვევაში პირველი მხარდაჭერის დონე იქნება ფასი 0.9860 ანუ ადგილი, სადაც ფასმა ამ კვირაში ქვემოდან ზემოთ გაარღვია D1 გრაფიკზე MA 42. მეორე და სერიოზული მხარდაჭერის დონე კი ფასი – 0,9740;
  • ზემოთ მიმართულებით მოძრაობისას პირველი წინააღმდეგობა ფასს დახვდება დონეზე 1.0070, სადაც ამაში მას D1 გრაფიკზე 100 პერიოდიანი Moving Average დაეხმარება;
  • ამიტომ ჩემი სავაჭრო დიაპაზონი იქნება 0,9740 – 1,0070;

პროგნოზი EUR/USD

  • ყველა ვარიანტში ასეთი ტაკური სიტუაციიდან გამომდინარე (კვირის სანთლის გამო) არ ვიჩქარებ ორდერების გახსნას და დაველოდები მოვლენების განვითარებას. თუ რაიმე საყურადღებო სანთლურ პატერნს-სიგნალს დავინახავ განსაკუთრებით ამერიკულ სესიაზე, მხოლოდ მაშინ შევალ ბაზარზე. იმიტომ, რომ ფორექსი ოლიმპიადა არ არის, სადაც არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა მთავარი. ფორექსი ოლიმპიადისგან განსხვავებით ჩემპიონატია, სადაც საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მოგება;

(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო, ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)

პოზიციები კვირის დახურვის ზემოთ
  • ფასური დონე (პარიტეტული დონე) 1.0000;
  • გრძელვადიანი აღმავალი მსხვილი წითელი ფიბონაჩის 76%  +  წინააღმდეგობის დონე 1.0070 (ამჯერად მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ზონაა);
  • ფასური დონე 1.0160;
  • ნულოვანი დონე 1.0200 + გრძელვადიანი დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 23% + აღმავალი ყავისფერი არხის ზედა საზღვარი (მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ზონაა);
პოზიციები დახურვის ქვემოთ
  • ნულოვანი დონე 0,9900;
  • მხარდაჭერის დონე 0.9860;
  • ნულოვანი დონე 0,9800;
  • მხარდაჭერის დონე 0.9740;
  • ნულოვანი დონე 0,9700;
  • მხარდაჭერის დონე 0.9660 + აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 76%;
გრაფიკის ვიზუალიზაცია

H1 (1)

პროგნოზი EUR/USD

H1 (2)

პროგნოზი EUR/USD

H4

პროგნოზი EUR/USD

D1 (1)

პროგნოზი EUR/USD

D1 (2)

პროგნოზი EUR/USD

W1

პროგნოზი EUR/USD

MN

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზის შაბლონი

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-05.06-09.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის …