სარჩევი
სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის Nonfarm Payrolls (არასასოფლო სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა) გამოქვეყნება.
კვლევის საგანი
ფუნდამენტალური სიახლის გამოქვეყნების შემდეგ:
- ფასის მინიმალური ცვლილება;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება;
- ფასის საშუალო ცვლილება;
- დაბრუნებების რაოდენობა – რამდენად ხშირად უბრუნდებოდა ფასი მიახლოებით იმ ნიშნულს, სადაც იგი იმყოფებოდა სიახლის პუბლიკაციამდე ( +-10% თავად ფასის ცვლილებიდან სიახლის გამოქვეყნების შემდეგ);
- სიახლის გავლენის პერიოდი – მისი გამოქვეყნებიდან 6 საათი;
- კვლევის სრული პერიოდი 7 წელი;
- კვლევა ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ ეკონომიკურ სიახლეებთან მიმართბაში;
კვლევის ინსტრუმენტები (სავალუტო წყვილები)
- USD/CHF;
- GBP/USD;
- EUR/USD;
- USD/JPY;
- USD/CAD;
- AUD/USD;
- NZD/USD;
Nonfarm Payrolls (არასასოფლო სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა)
თავისი არსით არის სახელფასო უწყისი, რომლის მიხედვითაც ხელფასი ეძლევათ დასაქმებულებს. წარმოადგენს ძალიან ძლიერ ინდიკატორს, რომელიც გვიჩვენებს ქვეყანაში დასაქმების დონის ცვლილებას.
ინდიკატორის ზრდა მიუთითებს დასაქმების ზრდაზე, შესაბამისად ეკონომიკის გაჯანსაღებაზე და ამიტომ იზრდება დოლარის კურსიც.
Nonfarm Payrolls უწოდებენ ბაზრის მამოძრავებელ ინდიკატორს. არსებობს ემპირიული წესი, რომ თუ ინდიკატორის მაჩვენებელი იზრდება თვეში 200 000-ით, მაშასადამე ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტიც იზრდება 3 %-ით.
როგორც წესი, ქვეყნდება ყოველი თვის პირველი კვირის პარასკევ დღეს.
ინდიკატორის დიდ ცვლილებას (100-200 ათასი) შეუძლია ბაზარზე ძალიან მძლავრი მოძრაობების გამოწვევა.
- ფასის მინიმალური ცვლილება – 16 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 154 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 58 პუნქტი;
- 63-იდან 11-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 18%;
GBP/USD
- ფასის მინიმალური ცვლილება – 17 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 180 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 66 პუნქტი;
- 63-იდან 12-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 19 %;
EUR/USD
- ფასის მინიმალური ცვლილება – 16 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 203 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 70 პუნქტი;
- 63-იდან 9-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 15 %;
USD/JPY
- ფასის მინიმალური ცვლილება – 13 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 173 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 56 პუნქტი;
- 63-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 8 %;
USD/CAD
- ფასის მინიმალური ცვლილება – 10 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 151 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 54 პუნქტი;
- 63-იდან 7-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 11 %;
AUD/USD
- ფასის მინიმალური ცვლილება – 13 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 203 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 52 პუნქტი;
- 63-იდან 2-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 4 %;
NZD/USD
- ფასის მინიმალური ცვლილება – 18 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 159 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 48 პუნქტი;
- 63-იდან 6-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 10 %;
ამ ინდიკატორის გამოქვეყნებას ყურადღება უნდა მიექცეს მაშინაც კი, როდესაც ვმუშაობთ დღიურ გრაფიკებზე. სიახლის გამოქვეყნების შემდეგ ყველა სავალუტო წყვილზე ფასი იმყოფება 50-60 პუნქტის ფარგლებში. მაქსიმალური მოძრაობის ამპლიტუდა იმყოფება 150-200 პუნქტის ფარგლებში.
არსებობს რეაქციის ორი დამახასიათებელი თვისება:
- ყველა მაჟორული სავალუტო წყვილი მძლავრად და შეწყობილად რეაგირებ სიახლის გამოქვეყნებაზე, რაზეც მეტყველებს ფასის ცვლილების მაღალი საშუალო მაჩვენებელი;
- 6 საათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ფასი ხშირად უბრუნდება იმ დონეს, რომელზეც იგი იმყოფებოდა სიახლის გამოყვეყნებამდე;
ტრეიდერები ხშირად კამათობენ მიზანშეწონილია, თუ არა სავაჭრო პროცესის დროს ეკონომიკურ სიახლეებზე თვალყურის დევნა და მათი გათვალისწინება. არსებობს მოსაზრება, რომ მაღალ თაიმფრეიმებზე ფუნდამენტალური სიახლეების გათვალისწინება არ ღირს, ვინაიდან მათი გავლენა მინიმალურია.
აღსანიშნავია, რომ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, მართლაც რომ მნიშვნელოვანი არ არის. ზოგიერთი მათგანის გამოყენება მიზანშეწონილია, მხოლოდ კონკრეტულ სავალუტო წყვილებზე მუშაობის დროს. თუმცა მიმაჩნია, რომ არსებობენ ისეთი ფუნდამენტალური სიახლეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ სავალუტო წყვილზე მუშაობის დროს.
ესენია:
სიახლეებზე ვაჭრობისათვის მიზანშეწონილია გამოიყენოთ ძალიან კარგი ინსტრუმენტი – სიახლეების კალენდარი >>>.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით