Consumer confidence index

Consumer confidence index (მომხმარებლების ნდობის ინდექსი) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის Consumer confidence index (მომხმარებლების ნდობის ინდექსი) გამოქვეყნება.

კვლევის საგანი

ფუნდამენტალური სიახლის გამოქვეყნების შემდეგ:

  • ფასის მინიმალური ცვლილება;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება;
  • ფასის საშუალო ცვლილება;
  • დაბრუნებების რაოდენობა – რამდენად ხშირად უბრუნდებოდა ფასი მიახლოებით იმ ნიშნულს, სადაც იგი იმყოფებოდა სიახლის პუბლიკაციამდე ( +-10% თავად ფასის ცვლილებიდან სიახლის გამოქვეყნების შემდეგ);
  • სიახლის გავლენის პერიოდი – მისი გამოქვეყნებიდან 6 საათი;
  • კვლევის სრული პერიოდი 7 წელი;
  • კვლევა ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ ეკონომიკურ სიახლეებთან მიმართბაში;
კვლევის ინსტრუმენტები (სავალუტო წყვილები)
  • USD/CHF;
  • GBP/USD;
  • EUR/USD;
  • USD/JPY;
  • USD/CAD;
  • AUD/USD;
  • NZD/USD;
Consumer confidence index (მომხმარებლების ნდობის ინდექსი) 

ინდექსი ზომავს მომხმარებელთა ოპტიმიზმს. იგი ეფუძნება 5 000 ამერიკული ოჯახის გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიზანია გამოავლინოს მათი რეაქცია მიმდინარე სიტუაციის შესახებ და სამომავლო სამომხმარებლო იმედების, ან ეჭვების ხარისხის შესახებ.

ინდექსი გამოითვლება 1967 წლიდან. თავდაპირველი ნიშნული = 100 პუნქტს.

ბაზარზე გააჩნია შეზღუდული გავლენა, ვინაიდან იგი სრულყოფილად ვერ ასახავს ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას. თუმცა იგი ტრადიციულად გამოიყენება დასაქმების სფეროს და ეკონომიკის ზოგადი ტენდენციების პროგნოზირებისათვის.

ინდექსის ზრდა აღიქმება ნაციონალური ეკონომიკის განვითარების დადებით ფაქტორად და იწვევს აშშ დოლარის ზრდას.

როგორც წესი, ინდექსი ქვეყნდება ყოველთვიურად, 20 რიცხვში.

USD/CHF

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 6 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 155 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 34 პუნქტი;
  • 93-იდან 8-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 9%;

GBP/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 140 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 35 პუნქტი;
  • 93-იდან 7-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 8 %;

EUR/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 16 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 125 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 37 პუნქტი;
  • 93-იდან 7-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 8 %;

USD/JPY

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 145 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 33 პუნქტი;
  • 93-იდან 12-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 13 %;

USD/CAD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 140 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 36 პუნქტი;
  • 93-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 6 %;

AUD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 121 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 29 პუნქტი;
  • 93-იდან 7-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 8 %;

NZD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 117 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 28 პუნქტი;
  • 93-იდან 7-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 8 %;
როგორც მონაცემებიდან ჩანს, ფასი საკმაოდ დუნედ რეაგირებს ამ ფუნდამენტალური სიახლის გამოქვეყნებაზე – ფიქსირდება საშუალოდ, დაახლოებით 30 პუნქტის მოძრაობა რომელიმე მიმრთულებით. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში სიახლე იწვევს ფასის 120-150 პუნქტიან მოძრაობასაც. სიახლის გამოქვეყნებიდან 6 საათის პერიოდში ფასი უბრუნდება სიახლის გამოქვეყნებამდე ფასურ ნიშნულს საშუალოდ 10% შემთხვევაში.

ტრეიდერები ხშირად კამათობენ მიზანშეწონილია, თუ არა სავაჭრო პროცესის დროს ეკონომიკურ სიახლეებზე თვალყურის დევნა და მათი გათვალისწინება. არსებობს მოსაზრება, რომ მაღალ თაიმფრეიმებზე ფუნდამენტალური სიახლეების გათვალისწინება არ ღირს, ვინაიდან მათი გავლენა მინიმალურია.

აღსანიშნავია, რომ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, მართლაც რომ მნიშვნელოვანი არ არის. ზოგიერთი მათგანის გამოყენება მიზანშეწონილია, მხოლოდ კონკრეტულ სავალუტო წყვილებზე მუშაობის დროს. თუმცა მიმაჩნია, რომ არსებობენ ისეთი ფუნდამენტალური სიახლეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ სავალუტო წყვილზე მუშაობის დროს.

ესენია:

სიახლეებზე ვაჭრობისათვის მიზანშეწონილია გამოიყენოთ ძალიან კარგი ინსტრუმენტი – სიახლეების კალენდარი >>>.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Nonfarm Payrolls

Nonfarm Payrolls (არასასოფლო სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის …