ბინარული ოფციონების უპირატესობები

ბინარული ოფციონების უპირატესობები

ვუშვებ იმ აზრს, რომ საიტის მომხმარებლების დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ბინარული ოფციონების მიმართ. ბევრისგან მსმენია, რომ ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობისას ტრეიდერების გარკვეულმა ნაწილმა დაკარგა/წააგო საკმაოდ სოლიდური თანხა. თუმცა, ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობისას ბევრი კრიტერიუმი არსებობს, რომელთა მიხედვითაც უფრო მარტივია მოგების მიღება, ვიდრე სხვა ბაზრებზე მუშაობისას.

ბინარული ოფციონები თავისი არსით მარტივია. ვვაჭრობთ როგორც ფასის ზრდაზე ასევე ფასის კლებაზე და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვიგებთ ან ვაგებთ ინვესტირებულ თანხას, რომელსაც ტრეიდერები „ოფციონურ ფულს“ ვუწოდებთ.

ბინარული ოფციონების დადებითი მხარეები

ბინარულ ოფციონებზე სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისას კომისია წინასწარ არის ცნობილი და წარმოადგენს ფიქსირებულ სიდიდეს, რომელსაც ვხედავთ პოზიციის გახსნამდე თავად ბროკერის სავაჭრო პლატფორმაში. აქედან გამომდინარე ჩვენ თავიდანვე ვიცით სავაჭრო პოზიციის რისკის (წაგების) და მოგების თანხის რაოდენობრივი გამოხატულება, რომელსაც მივიღებთ ოფციონის ვადის ამოწურვის შემდეგ.

თუ გეგმავთ ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობას, ამისათვის არ არის საჭირო იყოთ ექსპერტი ტექნიკურ, ფუნდამენტალურ და სხვა სახის ანალიზებში. რა თქმა უნდა საკმარისი დონის წარმოდგენა უნდა გქონდეთ მათზე, მაგრამ უმაღლესი პილოტაჟი ამ საკითხებში საჭირო არ არის.

ტრეიდერმა უნდა გააკეთოს არჩევანი იმასთან დაკავშირებით, გაიზრდება თუ დაიკლებს აქტივის ფასი მიმდინარე ფასთან მიმართთებაში ოფციონის შესრულების მომენტში. როგორც წესი, ოფციონის მოქმედების ხანგრძლივობა 1 წუთიდან რამდენიმე დღის ფარგლებშია.

მოგება, რომელსაც ბინარულ ოფციონებზე მოვაჭრეები იღებენ რამდენადმე უფრო დიდია, ვიდრე ტრეიდინგის სხვა სახეობებზე სპეციალიზირებული ტრეიდერები.

უმრავლეს შემთხვევებში ბინარული ოფციონის კონტრაქტის დასრულების შემდეგ მოგების სახით დაბრუნებული თანხა ინვესტიციის 20-დან 85 პროცენტამდე შეადგენს. დამეთანხმეთ, რომ ეს არის საინვესტიციო კონტრაქტიდან მაღალი დონის უკუგება, მით უფრო თუ კონრტაქტის ხანგრძლივობა 1, 5, 60 და ა.შ. წუთია. გარდა ამისა  უნდა ავღნიშნო, რომ ბინარული ოფციონებით ვაჭრობა საინტერესო საქმიანობაა, კონტრაქტის მცირე ხანგრძლივობისა და მაღალ შემოსავლიანობის გამო.

ბინარული ოფციონებით ვაჭრობის არსი მდგომარეობს აქტივის ფასის მიმართულების ცვლილებაში და არა ფასთა სხვაობაში. ინვესტორს შეუძლია მიიღოს დიდი მოგება ბაზარზე ოდნავი მოძრაობის, თუნდაც ერთ პუნქტიანი ცვლილების შედეგადაც კი.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერი, ისევე როგორც სხვა ტიპის მენეჯერი არის ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც …