ფორექსის ლექსიკონი

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ფორექსის სავალუტო ბაზარზე. მას ყოველდღიურად შევხვდებით ტრეიდინგის დროს. ლექსიკონის გამოყენებით თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ ინსტრუმენტების მნიშვნელობის გაგებას, არამედ მათ გამოყენებასაც. აღწერისას შევეცადე მაქსიმალურად გამემარტივებინა, თანაც არ გამომეტოვებინა ის ძირითადი დატვირთვა, რაც ამ ინსტრუმენტებს გააჩნიათ. შეძლებისდაგვარად ყოველ მათგანს გააჩნია კონკრეტული ილუსტრირებული მაგალითი.

 

Account Statement/ამონაწერი ანგარიშიდან/Выписка по счету

ანგარიშიდან ამონაწერი არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს მონაცემებს ანგარიშზე განხორციელებილი ოპერაციების შესახებ. ჩვეულებრისამებრ ამონაწერში ფიქსირდება შემოსვლისა და გასავლის ოპერაციები ასევე ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი.

Bear/დათვი/Медведь

Bear/დათვი/Медведь – საფინანსო ბაზარზე დათვებს ეძახიან ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებიც თამაშობენ ვალუტის კურსის დაწევაზე და აკეთებენ ყველაფერს, რათა კურსის ვარდნა გაგრძელდეს, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში.

Arbitrage/არბიტრაჟი ფორექსზე/Арбитраж форекс

Arbitrage/არბიტრაჟი ფორექსზე/Арбитраж форекс – არის ვაჭრობის ურისკო სახეობა, როცა განხორციელდა ერთი და იგივე ვალუტის ყიდვა და გაყიდვა სხვა ვალუტის საპირისპიროდ, იმისათვის, რომ მიღებული იქნას მოგება ორი კონტრაგენტის ფასთა სხვაობის გამო.

Bid Price/Bid ფასი/Цена Bid

Bid Price/Bid ფასი/Цена Bid – სხვაგვარად მას, მიწოდების ფასს, ან გაყიდვის ფასს უწოდებენ.

Ask Price/Ask ფასი/Цена ask

Ask Price/Ask ფასი/Цена ask – სხვაგვარად მას, მოთხოვნის ფასს, ან ყიდვის ფასს უწოდებენ.

Black Box Trading/ავტოტრეიდინგი/Автотрейдинг

Black Box Trading/ავტოტრეიდინგი/Автотрейдинг – გულისხმობს, ფორექსზე ვაჭრობის დროს სპეციალიზრებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას.

Balance/ბალანსი/Баланс форекс

ბალანსი - წარმოადგენს ტრეიდერის დეპოზიტის მდგომარეობას, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მიმდინარე ოპერაციები.

Breakout/გარღვევა/Пробой

Breakout/გარღვევა/Пробой – ხდება მაშინ, როდესაც ფასის გრაფიკი გაარღვევს მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის გარკვეულ დონეს, რომელიც წინასწარ იყო დატანილი სავალუტო წყვილის გრაფიკზე.

Bar Chart/ბარების გრაფიკი/Баровый график

Bar chart/ბარების გრაფიკი/Баровый график – ეს არის სავაჭრო ტერმინალში გამოსახული გრაფიკი, რომელსაც საფუძვლად უდევს ფინანსური ინსტრუმენტების კურსების ცვლილება, რომელიც გამოისახება - ბარებში.

Broker/ბროკერი/Брокер

Broker/ბროკერი/Брокер – ადამიანი ან სტრუქტურა, რომლის მოვალეობაა რაიმე ფინანსური ფასეულობის ყიდვა-გაყიდვა.

Base currency/საბაზო ვალუტა/Базовая валюта

ეს ტერმინი პირდაპირ კავშირშია ფორექსთან და არის ვალუტა, რომელიც სავალუტო წყვილში დგას პირველ ადგილზე (წილადს თუ შევადარებთ - დგას მრიცხველში EUR/USD).

Bull Market/ხარის ბაზარი/Бычий рынок

Bull Market/ხარის ბაზარი/Бычий рынок - ბაზარი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფასების ზრდის ტენდენცია - აღმავალი ტრენდი დროის გარკვეული მონაკვეთის მთლიან პერიოდში.

Basis point/საბაზისო პუნქტი/Базисный пункт

საბაზისო პუნქტი იზომება პროცენტის ერთი მეასედი ნაწილით. ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების გაზომვისთვისაც. საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყოველთვის მოყვანილია საბაზისო პუნქტების გამოყენებით. ანუ თუ საბანკო განაკვეთი 5.0 % -დან გაიზარდა 5.10 % -მდე, მაშინ ამბობენ, რომ მოხდა 10 საბაზისო პუნქტით ზრდა.

Bulls/ხარები/Быки

Bulls/ხარები/Быки - ბაზრის მონაწილეები, რომლებიც ცდილობენ ფასის გაზრდას - თამაშობენ (ვაჭრობენ) ფასის გაზრდაზე.

Bear market/დათვის ბაზარი/Медвежий рынок

Bear market/დათვის ბაზარი/Медвежий рынок – საფინანსო ბაზრის მდგომარეობა, რომლის დროსაც სავალუტო წყვილის ფასი (ტრენდი) ეტაპობრივად მცირდება დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

Candlestick Chart/სანთლების გრაფიკი/Свечной график

Candlestick Chart/სანთლების გრაფიკი/Свечной график – ვალუტის კურსის ცვლილებების ვიზუალური გამოსახვის საშუალება, რომელიც წარმოდგენილია სანთლების ფორმით.

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top