ვაჭრობის ორგანიზაცია

ვაჭრობის ორგანიზაცია ფორექსზე

ყოველთვის როდესაც ხელს მოკიდებთ ახალ სამუშაოს, ყოველთვის ჩნდება უამრავი კითხვა, მათ შორის ყველაზე რთული კითხვაა – რით დავიწყო?. ამ თვალსაზრისით ფორექსიც არ არის გამონაკლისი.

ნებისმიერი საქმის წარმატების საწინდარია მისი სწორი ორგანიზააცია, ამიტომ, სწორედ ამით უნდა დაიწყოთ კარიერა ფორექსის სავალუტო ბაზარზე.

საჭიროა შექმნათ საკუთარი სავაჭრო სისტემა, რომელიც მოგების სტაბილურად მიღების საშუალებას მოგცემთ, აგრეთვე სწორად მოახდინოთ სამუშაო დღის ორგანიზება.

ვაჭრობის ორგანიზაცია ფორექსზე მოიცავს შემდეგ შემადგენლებს:
  • სავალუტო წყვილი – არის თქვენი ვაჭრობის სავაჭრო ინსტრუმენტი. სასურველია აიჩიოთ პოპულარული სავალუტო წყვილები, რომელთა შემადგენლობაში არის აშშ დოლარი, ხოლო მეორე ვალუტა – ევრო, იენა ან ბრიტანული ფუნტია. არ გამოირიცხება სხვა ვარიანტებიც, თუმცა დასაწყისში არ არის რეკომენდებული ორზე მეტ ინსტრუმენტზე მუშაობა. ამგვარი მიდგომა დააჩქარებს სწავლების და ტრეინინგის უნარჩვევების შეძენის პროცესს;
  • სავაჭრო პერიოდი – სავალუტო წყვილის არჩევის შემდეგ, ვირჩევთ ვაჭრობის პერიოდს. იგი უნდა იყოს მოსახერხებელი თქვენთვის, აგრეთვე შესაფერისი თქვენი სავალუტო წყვილისთვის. ამ შემთხვევაში მოქმედებს საერთო პრინციპი, ნებისმიერი ვალუტა უფრო აქტიურია საკუთარი სავაჭრო სესიის დროს, ანუ თუ გსურთ დინამიური ტრენდი ევროზე, მაშინ ივაჭრეთ ევროპული სავაჭრო სესიის დროს. თუ ამ დროს დაკავებული ხართ თქვენი ძირითადი ან სხვა საქმიანობით და გსურთ ივაჭროთ საღამოს ან ღამის საათებში, მაშინ აირჩიეთ ისეთი წყვილები, როგორებიცაა: USD/CAD USD/AUD ან USD/JPY.

იმისათვის, რომ სავალუტო წყვილის მოძრაობაზე სიახლეების გავლენის მინიმიზაცია მოახდინოთ, მაშინ აირჩიეთ სხვა ტაქტიკა. აირჩიეთ ინსტრუმენტი და დრო ისე, რომ არ დაამთხვიოთ თქვენი ვაჭრობა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრების გამოქვეყნების პერიოდს. მაგალითად ღამის საათებში არ გამოქვეყნდება ისეთი ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ EUR/GBP სავალუტო წყვილის კურსზე;

  • თაიმფრეიმი – სწორედ ეს შემადგენელი ანიჭებს შესაბამისი ხასიათის თვისებებს ვაჭრობას. მოკლევადიან თაიმფრეიმებზე მოვაჭრე ტრეიდერები ძირითადად მაღალი საკრედიტო მხარით სარგებლობენ და რისკიანად ვაჭრობენ. მშვიდი სტილის ვაჭრობის მიმდევრები გრძელვადიან თაიმფრეიმებს ანიჭებენ უპირატესობას.

ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი ხასიათის თვისებებზე, მიზანზე და დეპოზიტის რაოდენობაზე. თუ თქვენ რისკიანი ხართ და გსურთ მალე იშოვოთ ფული, მაშინ თქვენს განკარგულებაშია პიპსოვკა. თუ თქვენ საკმაოდ დიდი კაპიტალის მფლობელი ხართ და გსურთ ტერმინალთან მუდმივად იმყოფებოდეთ, მაშინ გამოიყენეთ ხანგრძლივ პერიოდიანი ტრეიდინგი;

  • დეპოზიტი – თუ თქვენ არ ხართ კაპიტალში შეზღუდული, თავიდანვე საჭიროა ჩამოყალიბდეთ იმ თანხის რაოდენობაზე, რომლითაც ივაჭრებთ. არ არის საჭირო საბროკერო კომპანიაში, თქვენს დეპოზიტზე, ეგრევე 10 000 აშშ დოლარი შეიტანოთ. ჯობია ეს თანხა რამდენიმე ნაწილად გაანაწილოთ. რათა, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავის დაზღვევის მიზნით, გქონდეთ გარკვეული რეზერვები.

მაგალითად, თუ თქვენს განკარგულებაშია 10 000 აშშ დოლარი, მაშინ ვაჭრობისათვის გამოიყენეთ 5 000 აშშ დოლარი, თუ 2 თვეში კაპიტალი გაიზარდა 2 000 აშშ დოლარით და მთლიანი კაპიტალი გახდა 12 000 აშშ დოლარი, მაშინ სავაჭროდ გამოიყენეთ უკვე 6 000 აშშ დოლარი. მერწმუნეთ ამ სისტემით დინამიურად გაზრდით თქვენს კაპიტალს და რისკებისგანაც დაიზღვევთ თავს;

  • მოცულობები – უნდა შეესაბამებიდეს თქვენს კაპიტალს და სავაჭრო სტრატეგიას, იდეალურ ვარიანტში სავაჭრო ოპერაციის მოცულობა მინიმუმ 10-ჯერ ნაკლები უნდა იყოს დეპოზიტის რაოდენობაზე, ანუ თუ დეპოზიტი 1 000 დოლარია, მაში სავაჭრო მოცულობა 0,1-ს არ უნდა აღემატებოდეს.

მაგრამ, ხშირად ტრეიდინგის სტრატეგიას და დეპოზიტის რაოდენობას თავისი კორექტივები შეაქვს აღნიშნულ საკითხში;

ტრეიდინგის ორგანიზაცია მოიცავს ვაჭრობის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სისტემას. არ არის საჭირო მოცულობების და სავაჭრო ინსტრუმენტების ხშირი ცვლა – ამგვარი მიდგომა მხოლოდ შეამცირებს თქვენი მუშაობის ეფექტურობას.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შიდა დღიური ტრეიდინგი

შიდა დღიური ტრეიდინგი

შიდა დღიურ ტრეიდინგი ფორექსზე მუშაობის ერთ-ერთი დომინირებული სტილია, თუმცა მასაც გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი …