რატომ ხდება ისე, რომ როდესაც ვფიქრობთ, რომ უნდა ვიყიდოთ და ვყიდულობთ კიდეც – ფასი ეცემა, ხოლო, როდესაც ვგრძნობთ, რომ უნდა გავყიდოთ, მაგრამ არ ვხსნით Sell ორდერს და ამ დროს ფასი უცებ ქვემოთ ეშვება. ბედის ირონიაა სხვა თუ არაფერი. რატომ ხდება ესე, რა ვუყოთ შინაგან ხმას, აღარ მოვუსმინოთ მას?
სამყაროს უდიდესი მეცნიერი, რომლის ფუნდამენტალურ ნაშრომებს დღემდე ემყარება ტექნოლოგიური პროგრესი და დარწმუნებული ვარ ასე გაგრძელდება კიდევ რამოდენიმე ასეული წელიწადი – ალბერტ ეინშტეინი ამბობდა:
ასევე უდიდესი ნეიროფიზიოლოგი ნატალია ბეხტერევა ინტუიციას განსაზღვრავს, როგორც ადამიანის ქვეცნიბიერის გამოვლინებას. მისი თეორიით ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველად ქვეცნობიერ დონეზე, ხოლო შემდეგ 30 წამის ინტერვალში, მიღებული გადაწყვეტილება აღიქმება გონების მიერ.
ზედა ორი მოსაზრება ეკუთვნის არა ფეისბუკის ვინმე მეტიჩარა მედია-იუზერს, ან ბოღმიან ლუზერს, არამედ ორ უდიდეს მეცნიერს.
სხვადასხვა ლიტერატურაში შევხვდებით ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავ აზრებს ინტუიციის შესახებ ტრეიდინგში. ვიღაც ამბობს, რომ ტრეიდინგისადმი მხოლოდ სისტემურ მიდგომას შეუძლია წარმატების მოტანა, სხვები პირიქით ამბობენ, რომ „მეექვსე გრძნობის“ გარეშე მნიშვნელოვანი რეზულტატის მიღწევა შეუძლებელია.
დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ვინაა მართალი ვერავინ იტყვის დანამდვილებით, თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კითხვაზე: „გამოვიყენოთ თუ არა ინტუიცია, ანუ ე.წ. შინაგანი ხმა“ ერთადერთი ადექვატური პასუხი არის: „ინტუიცია აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, ოღონდ მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლებად წარმატებული ვაჭრობის შემდეგ შევიძენთ გამოცდილებას“.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია: ადამიანმა, რომელმაც მშენებლობის შესახებ არაფერი იცის, (ვგულისმობ სინდისის მქონე ადამიანს, თორემ უამრავია ვინც არაფერი იცის და მაინც ყველაფერზე პასუხი გააჩნია), ჰოდა ამ ნორმალურმა, მაგრამ საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა რომ შეხედოს აშენებულ სახლს ან ოთახში გაკეთებულ რემონტს, გვეტყვის რაიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ხარვეზს? რა თქმა უნდა ვერ გვეტყვის, ვინაიდან ამ ადამიანს შეხება არ ჰქონია მშენებლობის ურთულეს პროცესთან და შესაბამისად არ გააჩნია გამოცდილება, ვერ ერკვევა მშენებლობის საგანში/მეცნიერებაში, რათა გამოიტანოს რაიმე მნიშვნელოვანი დასკვნები.
არსებობს Malcolm Gladwell-ის კარგი წიგნი სახელწოდებით „Blink: The Power of Thinking Without Thinking“ (წიგნის ინგლისური და რუსული ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ სტატიის ბოლოში ბმულიდან), სადაც ძალიან კარგად არის ახსნილი თეორია – რომელსაც ჩვენ ინტუიციას ვუწოდებთ.
და მერე რა? გამოვიყენოთ თუ არა ინტუიცია ვაჭრობაში. ჩემი აზრით პასუხი მარტივია:
ჯერ უნდა ავკრიფოთ გამოცდილება, რომელიც თვეებისა და წლების განმავლობაში მუშაობით მოდის, ამ პერიოდში უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ სავაჭრო სისტემით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიმსჯელოთ კატეგორიებით: „აი, მე ეხლა ასე ვფიქრობ…“ და „აი ეხლა მე ასე მესმის, რომ ფასი დაეცემა“ და ა.შ. ჩვენი ე.წ. „ხილვები“ უნდა გადავამოწმოთ ჩვენს სავაჭრო სისტემასთან და ტექნიკურ ანალიზთან და თუ სისტემა და ტექანალიზი დაადასტურებს ჩვენს „ხილვებს“ აი მაშინღა შეგვიძლია ვიმოქმედოთ. გონების ქვეცნობიერი გამოვლინება, ანუ ინტუიცია და “ვფიქრობ” და “მესმის” – სხვადასხვა კატეგორიებია.
თუ კარგად მახსოვს, ყველასთვის ცნობილ საოფისე პროგრამაში, Microsoft Word, რომესლასც ყოველდღიურად ვიყენებთ და ერთი შეხედვით მარტივი გვგონია, დაახლოებით 90 000 (დიახ: ოთხმოცდაათი ათასი) ოფცია, ბრძანება და კომბინაციაა. არ მგონია დედამიწაზე იყოს ვინმე ისეთი, ვინც ყველა ეს ოფცია იცოდეს. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ Microsoft Word -ში, ვიყენებთ 1-2 ათეულ ოფციას, დროთა განმავლობაში ვიძენთ გამოცდილებას იმ დონეზე რომ უვე ვგრძნობთ პროგრამას და თუ ოდესმე დაგვჭირდება, რაიმე ისეთი ოფცია, კომბინაცია, ან პარამეტრი, რომელიც აქამდე არ ვიცოდით, გამოცდილების წყალობით, ინტუიციურად ვპოულობთ მას.
ამ თემას, ანუ ინტუიციას ტრეიდინგში ეძღვნება Curtis Faith-ის წიგნი სახელწოდებით „Trading from Your Gut“ (წიგნის ინგლისური და რუსული ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ სტატიის ბოლოში ბმულიდან). წიგნში არც თუ ისე ბევრი რამ წერია ინტუიციის პრაქტიკულად გამოყენების შესახებ, თუმცა ერთ ძალიან კარგი ფრაზაა ნახსენები:
ალბათ ეს არის იმის მთავარი მიზეზიც, რომ როდესაც ათი ათასობით დოლარის მოგება გვაქვს ხოლმე დემო ანგარიშზე მუშაობისას, რეალურ ანგარიშზე კი შედეგი საპირისპიროა.
დემო ანგარიშზე მუშაობისას, ჩვენ მთლიანად ვანთავისუფლებთ საკუთარი გონების სრულ პოტენციალს და მის თავისუფლებას აღარაფერი ზღუდავს, ვინაიდან დემო ანგარიშზე ფული ხომ ვირტუალურია და არა რეალური.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით