ვვაჭრობთ, ისე, გეგონება კბილებს ვიხეხავდეთ ან ვამთქნარებდეთ, ან თითქოს ველოსიპედს ვატარებდეთ. თითქოს ტრეიდინგი ჩართული გვაქვს ავტოპილოტზე, იმდენად ჩამჯდარია სავაჭრო სისტემა, რომ პოზიციებს ვხსნით თითქმის დაუფიქრებლად, მექანიკურად. დღიური 300 პუნქტის მოგება და 1 პუნქტის მოგებაც ემოციურად ერთი და იგივეა. ეს ჩვეულებრივი რუტინაა. სამუშაო რუტინა.
მოცალეობის ჟამს (რა საინტერესო ფრაზაა 🙂 ) შედიხარ სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებზე, სადაც ახალბედა, თუ ასე ვთქვათ არშემდგარი ტრეიდერები მოთქვამენ: „როდის დაეცემა დოლარი…“, ან „როდის აიწევს დოლარი…“ და სხვა ვითომ შემდგარი, ინტერნეტ რესურსების „ბრძენი“ ავტორები ჭკვიანური ფრაზებით ჭკუას არიგებენ მათ ისე, რომ ამ ჭკუის დარიგების ფასი არის ნული, ზერო. და აი ამ მომენტში გახსენდება საკუთარი თავი რამდენიმე წლის წინ.
უკვე ფლობ ყველა უნარს საფინანსო ბაზრებზე მუშაობისათვის, თუმცა მაინც არ ჩერდები და კვლავ და კვლავ იღრმავებ ცოდნას. ესეც სამუშაო რუტინაა – არ ჩერდები, არც “წაუსნიკერსებ” 🙂 , უბრალოდ მიიწევ წინ და წინ.
უბრალოდ ასრულებ ჩვეულებრივ სამუშაოს, ისევე როგორც ამას ასრულებს მაღაზიის კონსულტანტი, ან მეფრინველეობის ფაბრიკის მუშა, ან მძღოლი, ან კომპანიის დირექტორი და ა.შ.
სავაჭრო სისტემა კი კარგი გვაქვს, მაგრამ მაინც ამატებ მას სხვადასხვა შტრიხებს, ვინმე ნიჭიერი მხატვარის, მაგალითად მოდილიანის მსგავსად, რათა უფრო მეტი მოგება მოგიტანოს სისტემამ, ამოწურის ბაზრის სრული პოტენციალი რისკების ზრდის გარეშე. ჩვენი ვაჭრობის მეთოდი არ შეცვლილა, უბრალოდ იგი სულ უფრო და უფრო იხვეწება. აი ახლა კი ვხვდებით იმას თუ რას ჰქვია სავაჭრო ინტუიცია.
აი ამ ეტაპზე კი მართლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ ტრეიდერი, მაგრამ სიმართლე გითხრათ რაც უფრო წარმატებულია ტრეიდერი მით უფრო ნაკლებად აფიშირებს ამას და მით უფრო მოკრძალებული და ნაკლებად ამბიციურია. იგი ამ პროფესიით სიამოვნებას. ე.წ. “კაიფს” იღებს, როგორც მატერალური, ასევე მორალური თვალსაზრისით.
სტატისტიკის მიხედვით, თუმცა ვიმეორებ, რომ საფინანსო ბაზრებზე ყველა სტატისტიკა პირობითია, ვინაიდან საერთაშორისო ბაზრები არ არის ერთი რაიმე სტაციონარული სუბსტანცია, ეს არის ფართო, უხილავი და თვალუწვდენელი ქსელი. ჰოდა ამ პირობითი სტატისტიკის მიხედვით, ამ მეხუთე და სანუკვარ ეტაპზე გადადიან იმ ადამიანების 10%-15%, რომლებიც ტრეიდინგს იწყებენ.
და ამის მიზეზი არ არის დამოკიდებული ცალკეული ადამიანის რაიმე განსაკუთრებულ გონებრივ შესაძლებლობებზე, ან სპეციფიკურ ნიჭზე. ეს დამოკიდებულია ადამიანის უნარზე იყოს ძლიერი დასახული მიზნის შესრულების გზაზე. შეცვალოს თავისი პარადიგმები და შეხედულებები სხვადასხვა ახალი ინფორმაციების მიღებისთანავე.
აგებს ის, ვინც ჩქარობს, ის ვისაც უნდა სწრაფად გამდიდრება და ამავე დროს არ სურს შეცვალოს თავისი მიდგომები და მოთოკოს საკუთარი ემოციები.
თუ ამ სტატიის წაკითხვის მომენტში თქვენ უკვე ხელების ჩამოშვების ზღვარზე ხართ, ფიქრობთ რომ არაფერი გამოგივათ და გსურთ დანებება, აი სანამ დანებდებით ერთ კითხვაზე გაეცით პასუხი:
ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ წლიური ხელფასი გექნებათ, დავუშვათ – 120 ათასი ამერიკული დოლარი“.
გაეცით ამ კითხვაზე პასუხი და შემდეგ იწუწუნეთ ფორექსისა და სხვა საფინანსო ბაზრებზე მუშაობისათვის დროის, ენერგიის და ფინანსური დანახარჯების უაზრობის შესახებ.
ალბათ ყველასთვის გასაგებია, მაგრამ მაინც ავღნიშნავ, რომ ზემოხსენებულ ტექსტში:
- უნივერსიტეტში/კოლეჯში სწავლა – საფინანსო ბაზრების სწავლის ალუზიაა;
- კაფე, ტრანსპორტი და სხვა დანახარჯები – საფინანსო ბაზრების შესწავლაში დახარჯული თანხის და სავაჭრო დეპოზიტზე ფულის ჩარიცხვის ალუზიაა;
- ლექტორისგან გამოცდაზე უარყოფითი შედეგები – საფინანსო ბაზრებზე წაგების ალუზიაა;
ასე, რომ:
გსურთ თუ არა ტრეიდინგის რთული, რთული არა – არამედ ურთულესი, გსურთ თუ არა ტრეიდინგის სერიოზული ბიზნესის, სერიოზული არა – უსერიოზულესი, გსურთ თუ არა ტრეიდინგის შემოსავლიანი, შემოსავლიანი არა – ძალიან შემოსავლიანი საქმიანობის შესწავლა – ეგ უკვე თითოეული თქვენთაგანის გადასაწყვეტია.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით