სავაჭრო პერიოდების მნიშვნელოვანი ტაქტიკური მომენტები

სტატიაში, საათების მიხედვით განხილულია სავაჭრო სესიების პერიოდებში მოსალოდნელი ის მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ სავაჭრო ინსტრუმენტების ქცევაზე. აგრეთვე განხილულია რამდენიმე, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი რჩევა თაიმინგ ფორექსზე მომუშავე ტრეიდერებისათვის, თუმცა ეს რჩევები იმდენად უნივერსალურია, რომ სხვა ტიპის სტრატეგიების მოყვარულთათვისაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. მონაცემები ასახავს ფინანსურ ბაზარზე წლების (ათწლეულების) განმავლობაში განხორციელებული დაკვირვებების შედეგებს.

(ფრჩხილებში მითითებულია ზამთრის დრო)

13:25 - 13:29(14:25-14:29) UTC – ამერიკული სესიის გახსნამდე თამამად შეგიძლიათ გახსნათ ორდერი ორივე მხარეს მინიმალური პროფიტით - 10 პუნქტი. და კიდევ ორი ორდერი პროფიტით 150-180 პუნქტი თითოეული მიმართულებით. მეორე ორდერი მცირე პროფიტით უკუსვლის მოლოდინში, ან იხურება უკუსვლაზე მინუსით. რა თქმა უნდა, ორდერებს შორის სხვაობა დადებითი უნდა იყოს. ეს კეთდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ იცით ფასის მოძრაობის მიმართულება. თუ გრაფიკი, კორიდორის ქვედა საზღვართანაა, რომელიც მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის უკიდურეს დონედ გვევლინება, მაშინ ყიდვა, როდესაც ფასი ქვემოთა საზღვართან არის და გაყიდვა, როცა ფასი ზემოთა საზღვართან არის. შუაში ორდერი - ორივე მიმართულებით 10 პუნქტიანი და მეტი პროფიტით, თქვენი რისკიანობიდან გამომდინარე.

ყოყმანის გარეშე დახურეთ მინუსები, სიხარბის გრძნობა მოთოკეთ. უნდა დაკმაყოფილდეთ ცოტაოდენით. იღებთ ცოტას, მაგრამ ბევრჯერ.

ინვესტორების მიმართ ბირჟა არ არის ლოიალურად განწყობილი. ამ ფაქტიდან გამომდინარე, მკაცრად უნდა გაითვალისწინოთ ერთი წესი - ბირჟაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სიახლეების 90% არის დეზინფორმაცია, ხოლო სიმართლის დარჩენილი 10% სად მოვიძიოთ - არავინ იცის. მსოფლიო ბანკების კონსორციუმი ძალიან ოსტატურად ახორციელებს თავის საქმიანობას და ლოსებს არ იჭერს. ვერასდროს იტყვი დანამდვილებით, თუ რაზე და როგორ მოახდენს რეაგირებას ბაზარი.

ოთხშაბათს და პარასკევს დიდი ლოტებით არ იმუშავოთ. ძალიან დიდი რყევებია ორივე მიმართულებით. სწორად რომ ვთქვა არ იმუშავოთ დიდი ლოტებით - მხარით. როცა გამდიდრდებით 2-3 წლის შემდეგ და დაგიგროვდებათ ორიოდე მილიონი, აი მაშინ იმუშავეთ დიდი ლოტებით მხარის გარეშე, მანამდე კი მხარი ქმნის სერიოზულ რისკს იმისათვის, რომ თქვენი დეპოზიტი სწრაფად იქნას ლიკვიდირებული. ფულის დაკარგვა შესაძლებელია პრაქტიკულად ორიოდე წუთში.

თუ არ გაქვთ შესაძლებლობა თვალყური ადევნოთ ტერმინალს, მაშინ დადეთ მიზერული გარიგებები - მიზერული პროფიტით, ან იმ დღეს საერთოდ შეეშვით ვაჭრობას.

ტრეიდინგი არის ფულზე ნადირობა. და კარგი მონადირე ის არის, ვინც მოთმინებით ზის ჩასაფრებაში და ისვრის მხოლოდ დარწმუნებით და მიზანში.

არასდროს ივაჭროთ დაღლილობისას. შესაძლებელია ბანალურად ჩაგეძინოთ ან დაშტერდეთ და ჩაიდინოთ შეცდომები. ნოუთბუკების პატრონებმა შესაძლებელია უნებლიედ შეეხოთ ტაჩპადებს და თუ კურსორი მიტანილია ბაი ან სელზე - ეგრევე უაზროდ გაიხსნება ან დაიხურება ორდერი მინუსით (ტაჩპადები გათიშეთ).

მაქსიმალური მინუსის რაოდენობა პირდაპირ კავშირშია სავაჭრო ლოტთან. 0,1 ლოტით ვაჭრობისას შესაძლებელია დეპოზიტის გასხმა 2000 პუნქტის შემდეგ, ხოლო 0,5 ლოტით ვაჭრობისას 400 პუნქტიც საკმარისია დეპოზიტის ლიკვიდაციისათვის. ყველა შემთხვევაში 200 პუნქტიანი მინუსი უკვე შესაძლებელია ჩაითვალოს ტრენდის განსაზღვრის შეცდომად. შესაბამისად მცირე ლოტების დროს დანაკარგი დიდი არ არის და დეპოზიტის დაკარგვამდე არ მიგვიყვანს.

სიფრთხილით მოეკიდეთ არასტანდარტულ ინდიკატორებს და ავტომატურ სავაჭრო სისტემებს-რობოტებს. თუ თქვენ შესაბამისი უნარჩვევები გაქვთ (ამის შესახებ ვისაუბრებთ საიტის სხვა სტატიებში), მაშინ შეგიძლიათ მოახდინოთ რობოტების ოპტიმიზაცია და ივაჭროთ. თუმცა გირჩევთ, რობოტებს დიდი თანხები არ ანდოთ.

ფორექსზე ვაჭრობის ყველაზე გამართლებული სტილია დეპოზიტის თანამიმდევრული გაზრდა, მცირე ლოტებით, დანაკარგების და მინუსების გარეშე. ჩემი თაობის ხალხმა გაიხსენეთ, ხოლო ახალგაზრდებმა გაითვალისწინეთ - კარლ მარქსი ამბობდა "კაპიტალი უნდა გაზარდოთ მცირე დოზებითო". (ეს რა თქმა უნდა ხუმრობით).

აბსოლუტურად ყოველთვის გამოიყენეთ უსაფრთხო ლოტის წესი: დეპოზიტი გაყავით 2000, რეზულტატში რასაც მიიღებთ - სწორედ ეს არის კანონი აღსრულებისათვის, მათ შორის ორდერის ორივე მიმართულებით გახსნის შემთხვევაშიც.

ორდერის ორივე მიმართულებით გახსნისას "ბაის" უფრო ქვემოთ ვიდრე "სელს" 6-10 პუნქტით, მაშინ გამოიყენეთ გადადებული ორდერები. საითაც არ უნდა წავიდეს კურსი - პოზიცია მაინც პლიუსშია. ორიენტაცია გააკეთეთ საიტზე არსებულ გაჯეტებზე. თუ ყველა მონდომებით ყიდის, მაშინ დაელოდეთ კურსის საპირისპირო ცვლილებას, თუ პოზიციები თითქმის თანაბარია, მაშინ გახსენით ორი ორდერი ორივე მიმართულებით მინიმალური ტეიკ პროფიტით.

სასურველია ლოტების გაზრდა, ვაჭრობის შედეგად დეპოზიტის ზრდასთან ერთად. ეცადეთ ხშირად არ ჩარიცხოთ საკუთარი თანხები დეპოზიტზე. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ფსიქოლოგიურად გარკვეულწილად რთულია გადაეწყოთ იმ თანხაზე, რომელიც რამდენიმეჯერ დიდია, თანხის შეჩვეულ რაოდენობასთან შედარებით.

ტრენდები ყოველთვის კვირეულია (გამონაკლისია საერთო რაოდენობის 5-10 პროცენტი). ანუ თუ აღმავალია ტრენდი, მაშინ იგი შენარჩუნდება მთელი კვირის განმავლობაში და პირიქით თუ დაღმავალი, მაშინ მთელი კვირის განმავლობაში დაღმავალ ტრენდთან გვექნება საქმე. და რაც მთავარია არ ივაჭროთ ტრენდის საწინააღმდეგოდ. ბაზარს ვერ მოატყუებთ. ჯობია ბაზართან თავშეკავებულად იმეგობროთ.

ხშირად კურსი იქითკენ მიდის, სადაც სტოპ-ლოსების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი, შემდეგ კურსი ისევ უბრუნდება თავის თეორიულ მაჩვენებელს. ამიტომ იმეგობრეთ ტექნიკურ ანალიზთან. მოძებნეთ წერტილები, სადაც კურსი აუცილებლად დაბრუნდება, როგორც წესი ეს რეგიონალური სესიების მინიმუმის და მაქსიმუმის წერტილებია. შემდგომ სესიაზე კურსი შესაძლებელია მათ დაუბრუნდეს 10-15 (-) ან 40-45 (+) განსხვავებით.

ტექნიკური ანალიზი ვარაუდობს, ხოლო ფუნდამენტალური - განსაზღვრავს. მაშინაც კი, როდესაც გრაფიკზე ყველაფერი წესრიგშია და ფასი თქვენი პროგნოზის შესაბამისად მოძრაობს, ყოველთვის თვალყური ადევნეთ ფორექსის ეკონომიკური სიახლეების კალენდარს, აგრეთვე ტელევიზორიც მომართეთ საქმიან არხზე - ემანდ სადმე ომი ან ცუნამი არ დაიწყოს და ფასმა უეცარი გეპით ან რყევით ჩვენ სტოპს არ ამოარტყას.

და ბოლოს, სერიოზულ ტრეიდერს მარაგში უნდა ჰქონდეს მობილური ტერმინალიც. თუნდაც იაფფასიანი კომუნიკატორი, რომელშიც სავაჭრო ტერმინალია დაინსტალირებული, რათა თავიდან ავიცილოთ ტექნიკური პრობლემები - დენის წასვლა, ინტერნეტის წყვეტა, ან თვით კომპიუტერის გაფუჭება და ა.შ.

რამდენიმე რჩევა თაიმინგ სტრატეგიაზე მომუშავე ტრეიდერებს

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    მარიამ - UTC უცვლელია, მაგრამ ზაფხულის და ზამთრის დროები ცვალებადია. 13:25 - 13:29(14:25-14:29) (+4) და მიიღებთ ზაფხულის და ზამთრის ადგილობრივ/თბილისის დროს

    Short URL:
  • მარიამი

    13:25 - 13:29(14:25-14:29) UTC- ეს რომელი დროით არის? როგორც მახსოვს UTC ყოველთვის უცვლელია და არ რეგირებს ზამთრისა და ზაფხულის დროზე.

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top