ფიუჩერსებით ვაჭრობა

ფიუჩერსული კონტრაქტების დადება არის ფორექსის ბაზარზე შემოსავლის მიღების ერთ-ერთი სახეობა.

ფიუჩერსებით ვაჭრობა შესაძლებელია არა მხოლოდ ვალუტით, არამედ სხვა ლიკვიდური აქტივებითაც, მაგალითად ნავთობით, ნავთობპროდუქტებით, გაზით, ძვირფასი, შავი და ფერადი მეტალებით, სასოფლო სამეურნეო პროდუქციით და სხვა ზოგიერთი კატეგორიის საქონლით.

ფიუჩერს კონტრაქტი – არის კონტრაქტი, რომელიც გულისხმობს რომელიმე აქტივის გაყიდვას მითითებულ დროს ფიქსირებულ ფასად. ამასთან ერთად კონტრაქტში მონაწილე ორივე მხარეს, მყიდველსაც და გამყიდველსაც მინიჭებული აქვთ თანაბარი უფლებები და მოვალეობები.

ფიუჩერსებით ვაჭრობა ხორციელდება სავაჭრო ტერმინალის მეშვეობით, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ბროკერს აქვს ტრეიდინგის აღნიშნული ინსტრუმენტები. ამის შემოწმება შესაძლებელია ტერმინალში, კოტირებების ფანჯრის პარამეტრში "Market Watch/Обзор рынка".

გაითვალისწინეთ - ყველა საბროკერო კომპანიას არ გააჩნია ფიუჩერსებით ვაჭრობის სპეციფიკაცია, თუმცა სტატიის ბოლოში ჩამოთვლილ ბროკერებთან ეს ინსტრუმენტი წარმოდგენილია.

ფიუჩერსებით ვაჭრობისას შემოსავლის ალგორითმი ფორექსის ანალოგიურია, უნდა ვიყიდოთ იაფად და გავყიდოთ ძვირად. ძირითადი ინსტრუმენტებით ვაჭრობა მიმდინარეობს ისეთ საბირჟო მოედნებზე, როგორებიცაა London Metals Exchange, New York Merchantile Exchange, London International Financial Futures Exchange, თუმცა ამასაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ტრეიდერისთვის ტრეიდინგი მიმდინარეობს სავაჭრო ტერმინალში და მისთვის სულ ერთია რომელ ტერიტორიაზეა რეალური ვაჭრობა. ვინაიდან ბროკერს თავად გააქვს ბირჟებზე ტრეიდერების განაცხადები და თქვენ ისღა დაგრჩენიათ რომ ტერმინალში აირჩიოთ სავაჭრო ინსტრუმენტი და გახსნათ ორდერი. ყველა დანარჩენი პროცესი მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში.

ტრეიდინგის ეს სახეობა ეყრდნობა იგივე კანონზომიერებს, რომლებიც გვხვდება ფორექსზე. ფასის მოძრაობა Futures-ზე შესაძლებელია გავაანალიზოთ და შევადგინოთ შესაბამისი პროგნოზი ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებით.

ამასთან ერთად, შეიძლება გამოვიყენოთ იგივე ტექნიკური ინდიკატორები და სკრიპტები, რომლებსაც ვიყენებთ ფორექსზე ვაჭრობისათვის.

საკითხის ტექნიკური მხარე სავალუტო წყვილებზე ვაჭრობის მსგავსია და არაფრით განსხვავდება. ანალოგიურად ხდება ორდერების გახსნა და შესაბამისი ფუნქციების ამოქმედება.

ფიუჩერსებით და სავალუტო წყვილებით ტრეიდინგს შორის განსხვავება:

კონტრაქტის მოქმედების ვადა - ფიუჩერსს, ისევე როგორც ოფციონს აქვს დასრულების თარიღი. თუ ვალუტებით ვაჭრობის დროს თქვენ შეგიძლიათ პროცესი დაასრულოთ ნებისმიერ მომენტში, ფიუჩერსებზე ეს ვერ მოხდება.

არ არსებობს კოტირებების ჩვეული გამოსახვა, არსებობს მხოლოდ კონტრაქტის ფასი, თავად აბრევიატურა შედგება რამდენიმე სიმბოლოსგან, პირველი გვიჩვენებს სავაჭრო ინსტრუმენტს, დანარჩენები კონტრაქტის დასრულების თვეს და წელს.

მაგალითად, GDZ15 ნიშნავს: GD – ოქრო, Z – დეკემბერი, 15 – 2015 წელი.

თუ გადახვალთ ბმულზე - ფიუჩერსების სპეციფიკაცია, სტატიაში წაიკითხავთ კონტრაქტების გაშიფვრას: სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე, ნავთობპროდუქტებზე, მეტალებზე, ვალუტებზე და ობლიგაციებზე.

ვაჭრობა მიმდინარეობს ერთი კონტრაქტის ოდენობით, სადაც ერთი ფიუჩერს კონტრაქტი შეესაბამება მკაცრად განსაზღვრული რაოდენობის პროდუქტს, მაგალითად:  ოქრო - 100 უნცია, ნავთობი - 1 000 ბარელი და ა.შ.

ტრეიდინგის ეს სახეობა საკმაოდ საინტერესოა და ახალ ასპარეზს უხსნის ბირჟაზე მოთამაშეს. როგორც ცნობილი ანალიტიკოსები აღნიშნვენ, ფიუჩერსებით ვაჭრობა დამწყები ტრეიდერებისთვის უფრო ადვილია, ვიდრე სავალუტო წყვილებზე ტრეიდინგი.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top