სარჩევი
მინიმუმები და მაქსიმუმები – ამ ორი მაჩვენებლის მნიშვნელობის როლის შეფასება შეუძლებელია, ვინაიდან სავაჭრო სტრატეგიების, მეთოდების და სისტემების უმრავლესობა იყენებს მათ.
ფორექსზე მინიმუმები და მაქსიმუმები წარმოადგენენ, არჩეულ სავაჭრო პერიოდზე – ტაიმ ფრეიმზე, ფასის მინიმუმისა და მაქსიმუმის მაჩვენებელს. ისინი, სავალუტო წყვილის გრაფიკზე ახასიათებენ ტრენდის მწვერვალებსა და ფსკერებს და ვიზუალურად კარგად გვიჩვენებენ ტრენდის პოტენციალს.
პრაქტიკული ვაჭრობის დროს, ამ მაჩვენებლების ფართოდ გამოყენებაა შესაძლებელი, ამ შემთხვევაში მთავარია გავითვალისწინოთ, რომ ყოველ ტაიმ ფრეიმს გააჩნია საკუთარი მინიმუმი და მაქსიმუმი. ხოლო ზოგჯერ, მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ერთობლივად გამოყენებული იქნას ტრენდის რამდენიმე ფსკერი, ან მწვევალი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მინიმუმებისა და მაქსიმუმების განსაზღვრა საკმაოდ ადვილი ამოცანაა. ამისათვის საკმარისია შევხედოთ არჩეულ ტაიმ ფრეიმზე სავალუტო წყვილის გრაფიკს და ვიზუალურად შევარჩიოთ ყველაზე მაღალი, ან ყველაზე დაბალი ფასური მაჩვენებლები. პროცესის ავტომატიზაციისათვის შესაძლებელია მინიმუმებისა და მაქსიმუმების ავტომატურ რეჟიმში განმსაზღვრელი ინდიკატორის გამოყენებაც.
მინიმუმები და მაქსიმუმები – გრაფიკული გამოსახულება
რისთვის გვჭირდება მაქსიმუმისა და მინიმუმის წერტილები
- ტექნიკური ანალიზის ჩატარებისათვის – იმის განსაზღვრის შემდეგ, თუ რომელ ნიშნულს მიაღწია ფასმა განვლილ დროის მონაკვეთში ან პერიოდში, შესაძლებელია გავაკეთოთ დასკვნა, იმის შესახებ თუ რას უნდა ველოდოთ მისი შემდგომი ქცევისაგან. მაგალითად თუ გუშინ სავალუტო წყვილის ფასმა მიაღწია 1.3500 ნიშნულს, ხოლო შემდეგ დაეცა 1.3470 ნიშნულამდე, მაშინ დიდი ალბათობით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ფასი კვლავ გაიმეორებს საკუთარ, გუშინდელ ქცევას და ისევ მიაღწევს 1.3500 ნიშნულამდე (შენიშვნა: გაითვალისწინეთ, ეს აქსიომა არ არის, ეს არის უბრალო მაგალითი, თუმცა რომელიც არც თუ ისე იშვიათად ხდება);
- ბაზარზე შესვლის წერტილების მოძიებისათვის – სწორედ მინიმუმებისა და მაქსიმუმების წერტილებთან მდებარე სექტორები (ტრენდის მიმართულებიდან გამომდინარე) არის, ახალი სავაჭრო პოზიციების გახსნისათვის ყველაზე სარფიანი/ხიბლიანი ადგილები. მაგრამ ამ შემთხვევაში ორიენტირება უნდა გავაკეთოთ ტრენდის მიმართულების საპირისპირო მაჩვენებელზე.
მაგალითად: ბაზარზე დომინირებს აღმავალი ტრენდი, ხოლო ფასი, დღის განმავლობაში ორჯერ დაეცა 1.2510 ნუშნულამდე, ხოლო შემდეგ კვლავ გააგრძელა მოძრაობა არსებული ტენდენციის მიმართულებით – ამ შემთხვევაში არსებობს განხილული სცენარის განმეორების საკმაოდ მაღალი ალბათობა;
- ორიენტირი – ასევე, ზემოთაღნიშნულ მაჩვენებლებს შეუძლიათ ითამაშონ ორიენტირის როლი, რომელთა გადალახვის შემდეგ ფასს შეუძლია შემობრუნდეს, ასეთი წესი ხშირად გამოიყენება გარღვევის მეთოდებით ვაჭრობისას;
- სტოპ ორდერების დაყენებისათვის – გამოიყენება ფასის მინიმალური ან მაქსიმალური მაჩვენებლები. ანუ სტოპ ორდერები (სტოპ ლოსი, ან ტეიკ პროფიტი) დგება უახლოეს ანუ ლოკალური მინიმუმის ან მაქსიმუმის მაჩვენებლებთან, გააჩნია სტრატეგიას და ბაზრის ვოლატილობას;
- ფასური არხების და ტრენდული ხაზების აგებისას – ტექნიკური ანალიზის ამ ინსტრუმენტების აგების საფუძველს წარმოადგენს, იგივეს თქმა სამართლიანია, მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზების აგების პრინციპებისათვისაც;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით