ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზი

ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზი

ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზი არის ფასის მოძრაობის პროგნოზირების საშუალება, რომელსაც საფუძვლად უდევს ვაჭრობის მოცულობის და ვალუტაზე მოთხოვნილების ისტორიული მონაცემები.

თუ კონკრეტულად ფორექსის ბაზარს განვიხილავთ, მაშინ მასზე ძირითადად გამოიყენება მხოლოდ ფასის ისტორია (ფასის მოძრაობის გრაფიკი), მოცულობა გამოიყენება მხოლოდ ტიკური. ტიკური მოცულობა არის განხორციელებული ტიკების რაოდენობა (ტიკი – კოტირების ცვლილება) დროის ერთეულ მონაკვეთში, სხვაგვარად რომ ვთქვათ ეს არის მარკეტმეიკერების მიერ წარმოებული კოტირებების რაოდენობა, რომელიც დაკავშირებულია, ინფორმაციული სისტემების გავლით, გარკვეული ვალუტის ყიდვასთან ან გაყიდვასთან.

თვით ტიკური მაჩვენებელია საკმაოდ მიახლოვებითი მაჩვენებელია, მისი მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ ბაზრის შედარებითი აქტიურობის განსაზღვრა.

ამიტომ ტექნიკურ ანალიზში გამოიყენება ფასი, ვინაიდან იგი არის ყველაზე ხელმისაწვდომი და ოპერატიული მონაცემი ფასის მოძრაობის შესახებ.

მაგრამ ტექნიკურ ანალიზში ანალიზდება არა თვითონ ფასი ზოგადად, არამედ მისი ტრენდი, რომელიც გამოხატავს ინფორმაციას ფასის მოძრაბის შესახებ ამა, თუ იმ მიმართულებით.

ტექნიკური ანალიზის ძირითადი ამოცანა

ტექანალიზის ძირითადი ამოცანაა განსაზღვროს – რა მიმართულებით მოხდება ტრენდის მოძრაობა, თანაც ეს უნდა გაკეთდეს წინმსწრებად, რაც საშუალებას მოგვცემს დროულად განვახორციელოთ ყიდვა/გაყიდვა, ხოლო შემდეგ დროულად გამოვიდეთ ბაზრიდან. შესაძლებელია ითქვას, რომ ფასი ყოველთვის მოძრაობს მიზანმიმართულად, ამიტომ ასევე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი ტენდენცია გაგრძელდება დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

ტექნიკური ანალიზის ტენდენციები იყოფა სამ სახეობად:
  • ხარის ტენდენცია – ფასი მოძრაობს ზემოთ;
  • დათვის ტენდენცია – ფასი მოძრაობს ქვემოთ;
  • გვერდითა (ჰორიზონტალური) ტენდენცია – ფასი დგას ადგილზე.

უმრავლეს შემთხვევებში, იშვიათად თუ შევხვდებით ფასის მოძრაობის სუფთა ტენდენციას. მოძრაობის ხაზი უფრო ტეხილს მოგვაგონებს, ვიდრე წრფეს. ამიტომ არსებობს ტენდენციების ორ ქვესახეობა.

ტენდენციების ორ ქვესახეობა:

  • აღმავალი ტენდენცია – მოძრაობა ზემოთ, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში დომინირებს ქვემოთა მიმართულების მოძრაობაზე.
  • დაღმავალი ტენდენცია – ფასის მოძრაობა ქვემოთ, რომელიც დომინირებს ზემოთა მიმართულებით მოძრაობაზე.
მასის ფსიქოლოგიურ თვისება

ფორექსის ტექნიკური ანალიზი აგრეთვე ითვალისწინებს, ბაზარზე მოვაჭრე მასის ფსიქოლოგიურ თვისებებსაც. როგორც წესი, მასას გააჩნია ქცევის მუდმივმოქმედი ხასიათი და მსგავს სიტუაციებში ბაზრის მოთამაშეების რეაქცია საკმაოდ პროგნოზირებადია. მაგალითად, ფასის ზრდის შემთხვევაში ეგრევე იწყება ვალუტის შესყიდვა და პირიქით, ვალუტის დაცემის დროს – იწყება გაყიდვები. ამიტომ ტექნიკური ანალიზის მოდელები, დროთა განმავლობაში თითქმის არ იცვლება, ცვლილებები ძირითადად მისი მეთოდების თვალსაზრისით ხდება.

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ტექნიკური ანალიზი არის ფორექსის ბაზრის მოკლევადიანი პროგნოზირების საშუალება, რომელიც ეფუძნება, ბაზრის მონაწილეების ფსიქოლოგიური თვისებების გათვალისწინებით, გასული პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებს.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მინიმუმები და მაქსიმუმები

მინიმუმები და მაქსიმუმები

მინიმუმები და მაქსიმუმები – ამ ორი მაჩვენებლის მნიშვნელობის როლის შეფასება შეუძლებელია, ვინაიდან სავაჭრო სტრატეგიების, მეთოდების …