ფორექსის ბაზრის სტატუსის განსაზღვრა

ფორექსის ბაზრის სტატუსის (მდგომარეობის) განსაზღვრა

ფორექსის ტექნიკური ანალიზის შესახებ დაწერილია ასეულობით წიგნი და ათასობით სტატია, მაგრამ დამწყებისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა გაიგოს, თუ რაში მდგომარეობს ტექნიკური ანალიზის არსი.

მაგრამ თუ სწორი მხრიდან მივუდგებით ამ საკითხს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნიკური ანალიზი იკვლევს მხოლოდ და მხოლოდ ორ ფაქტორს – ბაზრის სტატუსს (მდგომარეობას) და ტრენდის მიმართულებას.

ასეთი განსაზღვრებით უფრო ადვილი ხდება ტექანალიზის განხორციელება, ხოლო მიღებული რეზულტატი შეგვიძლია პირდაპირ გამოვიყენოთ ახალი პოზიციების გახსნისათვის.

როგორც წესი, მუშაობა იწყება ტრენდის მიმართულების განსაზღვრით, ხოლო შემდეგ ანალიზდება თვით ბაზრის სტატუსი, მისი მდგომარეობა მოცემულ მომენტში.
ბაზრის სტატუსის, ანუ ტრენდის მიმართულების განსაზღვრა

არსებობს რამდენიმე საიმედო გზა, იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ტრენდის მიმართულება სავალუტო ბაზარზე. ყველაზე მარტივი – ტექნიკური ინდიკატორების გამოყენებაა, რომლებსაც შეუძლიათ, არა მარტო ტრენდის მიმართულების განსაზღვრა, არამედ დამატებითი პარამეტრების მითითებაც.

მეორე ვარიანტი, სავალუტო წყვილის, სხვადასხვა ტაიმფრეიმის გრაფიკზე უბრალოდ ვიზუალურ დაკვირვებაში მდგომარეობს. მაგალითად, თუ თქვენ ვაჭრობთ М5-ზე, მაშინ უნდა შეადაროთ ტრენდი М15 და М30 ტაიმფრეიმებზეც. როგორც წესი, სწორედ ამგვარი შედარებითი ანალიზი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ტრენდის მოძრაობის ძირითადი მიმართულება და გამოვავლინოთ კორექცია. გარდა ამისა, ზედმეტი არ იქნება ფორექსის კალენდარზე (ეკონომიკური სიახლეებზე) თვალის გადავლებაც და იმაში დარწმუნება, რომ ბოლო უკუსვლა იყო კორექცია და არა ტრენდის შემობრუნება.

ბაზრის სტატუსის ანალიზი

ფაქტობრივად შესაძლებელია გამოვავლინოთ ფასის მოძრაობის სამი ვარიანტი:

  • მოძრაობა დიაპაზონში – ფასი ქმნის ე.წ. ფასურ არხს და საპირისპირო მიმართულებით ტრიალდება ხოლმე მის საზღვრებთან. ამ კატეგორიაში შედის ფლეტის მდგომარეობაც, უბრალოდ ასეთ პირობებში ფასის მოძრაობის დიაპაზონი ძალიან ვიწროა;
  • კანონზომიერი მოძრაობა – როდესაც სავალუტო წყვილის კურსი მოძრაობს გარკვეული თანამიმდევრობით, რომლის დროსაც განვლილი მანძილის ძირითადი ნაწილი მიმართულია ძირითადი ტრენდის თანხვედრილად, ხოლო ნაწილი არის უკუსვლა;
  • ქაოტური მოძრაობა – სავალუტო წყვილის გრაფიკზე დაკვირვების შედეგად ძნელია გაარკვიო რაიმე სახის კანონზომიერება, ტრენდის მოძრაობა ქაოტურია. როგორც წესი ასეთი ვითარება დგება ტრენდის შემობრუნების პირველ ეტაპზე.
ბაზრის სტატუსის გრაფიკული მაგალითი

ფორექსის ბაზრის სტატუსის (მდგომარეობის) განსაზღვრა

მას შემდეგ, რაც განსაზღვრეთ ტრენდის ძირითადი მიმართულება, უკვე შესაძლებელია სავაჭრო პოზიციების დაგეგმვაც. მაგალითად, სახეზეა აღმავალი ტრენდი და ამასთან ერთად ჩანს კანონზომიერი მოძრაობა, მაშინ ბაზარზე შევდივართ მორიგი კორექციის დასრულების შემდეგ, მოძრაობის საწყის ეტაპზე, ძირითადი ტრენდის მიმართულებით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მინიმუმები და მაქსიმუმები

მინიმუმები და მაქსიმუმები

მინიმუმები და მაქსიმუმები – ამ ორი მაჩვენებლის მნიშვნელობის როლის შეფასება შეუძლებელია, ვინაიდან სავაჭრო სტრატეგიების, მეთოდების …