ტექნიკური ანალიზის საბაზო აქსიომები

უკანასკნელი წლების (მინიმუმ 30 წლის) განმავლობაში კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასთან ერთად, მოდერნიზაცია განიცადა ფორექსის ბაზრის ტექნიკურმა ანალიზმაც.

გამოთვლების დიდი უმრავლესობა უკვე ავტომატურ რეჟიმშია შესაძლებელია, შესაბამისი სკრიპტების და პროგრამების მეშვეობით, თუმცა სავალუტო კურსების მოძრაობის ძირითადმა აქსიომებმა პრაქტიკულად ცვლილებები არ განიცადა.

სავალუტო კურსების მოძრაობა იმავე პრინციპებით ხდება, როგორც ეს 100 წლის უკან იყო. ამასთან იგი ბაზირდება რამდენიმე აქსიომაზე, რომელიც ნებისმიერმა ტრეიდერმა უნდა იცოდეს.

მათი ცოდნა შესაძლებლობას გვაძლევს: არ დავუშვათ შეცდომები ტექნიკური ანალიზის ჩატარებისას და ავაგოთ ფორექს ტრეიდინგის სწორი სისტემა.

დროის მიერ გამოცდილ, ძირითად აქსიომებად დღესაც გვევლინება:

  • ბაზრის მოძრაობა მოიცავს ყველაფერს - ეს განსაზღვრება არის ტექნიკური ანალიზის ჩატარების ძირითადი საფუძველი. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ პრინციპში, ფუნდამენტალური ფაქტორების უგულვებელყოფაც კი არის შესაძლებელი, ვინაიდან სავალუტო წყვილის ფასთა გრაფიკი გვიჩვენებს ყველაფერს - ცვლილებებს ეკონომიკის და ფინანსების სფეროში, მოთხოვნისა და მიწოდების ზრდას ან კლებას, აგრეთვე ტრეიდერების უმრავლესობის ფსიქოლოგიურ განწყობას.

    სწორედ გრაფიკის საფუძველზე არის შესაძლებელი ბაზრის სრულყოფილი შესწავლა და სავალუტო კურსის მოძრაობის პროგნოზირება.

    ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა გამოირიცხოს ცრუ სიგნალები. მაგალითად, შეიმჩნევა ფასის ზრდა, რომელიც განპირობებულია გარკვეულ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდით, თანაც აღმავალი ტრენდი უკვე ფორმირებულია. თუ საკითხს ფუნდამენტალური ანალიზის თვალსაზრისით მივუდგებით, მაშინ მოთხოვნის ყოველი ზრდა არ გამოიწვევს ფასის ასეთ ზრდას. ამაში მდგომარეობს გრაფიკთან მუშაობის მთავარი უპირატესობა, ფუნდამენტალურ სიახლეებზე თვალყურის დევნისაგან განსხვავებით.

  • ფასს ყოველთვის გააჩნია მოძრაობის მიმართულება - სწორედ ეს აქსიომა უდევს საფუძვლად ვაჭრობის მეთოდების უმრავლესობას. ტრენდის მიმართულების განსაზღვრა წარმოადგენს ტექანალიზის ჩატარების ძირითად ეტაპს.

    ერმანეთისგან განასხვავებენ ტრენდის ტიპებს:

    ხარის ტრენდი (აღმავალი ტრენდი) - ფასის მოძრაობის დომინირებული მიმართულება აღმავალია.

    დათვის ტრენდი (დაღმავალი ტრენდი) - ფასის მოძრაობის დომინირებული მიმართულება დაღმავალია.

    გვერდითა ტრენდი (ფლეტი) - ფასი მოძრაობს ჰორიზონტალური მიმართულებით ვიწრო დერეფანში.

    აღსანიშნავია, რომ სუფთა ტრენდი გვხვდება მხოლოდ თეორიაში, პრაქტიკაში კი ფასი ერთი მიმართულებით მოძრაობს დროის მხოლოდ მცირე მონაკვეთში. ამიტომ ტრენდის განსაზღვრისაზღვრის საფუძველს წარმოადგენს ძირითადი/დომონირებული ტენდენცია, ანუ საითკენ მიემართება ფასი გარკვეულ/მოცემულ ტაიმფრეიმზე.

    მაგალითად, М15 ტაიმფრეიმზე მოხდა სამი რხევა აღმავალი მიმართულებით, ჯამური 18 პუნქტით, და 5 პუნქტით დაღმავალი მიმართულებით, მაგრამ ჯამურად სულ 10 პუნქტით. ე.ი. ამ შემთხვევაში ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დროის ამ მონაკვეთში ტრენდი აღმავალია, ვინაიდან აღმავალი მოძრაობა უფრო თვალსაჩინოა.

    ასევე, ფლეტის დახასიათებისას არ შეიძლება ვისაუბროთ ფასის რხევის არ არსებობაზე, ვინაიდან კოტირება მაინც იცვლება, თუნდაც რამდენიმე პუნქტითაც კი.

  • ისტორია მეორდება - ტრენდის სწორედ ეს მახასიათებელი იძლევა შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. ანუ, თუ ვიცით, რომ ფასმა გასულ კვირას გაარღვია რომელიმე მნიშვნელოვანი დონე და გარღვევის შემდეგ გაიარა 50 პუნქტი, მაშინ შესაძლებელია დიდი ალბათობით ვიფიქროთ, რომ ხსენებული სიტუაცია კვლავ გამეორდება.

    ყველა მოვლენა, ოდესღაც წარსულშიც ხდებოდა და თუ განვსაზღვრავთ ბაზრის რა რეაქციას იწვევდნენ ისინი, მაშინ მომავალში ფასის მოძრაობის პროგნოზირება არის შესაძლებელი.

    წარმოდგენილი სამი აქსიომა წარმოადგენს ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზის ბაზისს, და თუ გაითვალისწინებთ მათ საკუთარი სტრატეგიის შექმნის ან შერჩეული ფორექსის სავაჭრო სტრატეგიის დახვეწის პროცესში, მაშინ ერთმნიშვნელოვნად მიაღწევთ სასურველ რეზულტატს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top