ფორექსის სტრატეგია „PSAR და MACD“ ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია, თუმცა როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს საკმაოდ წარმატებულიცაა და იყენებენ ტრეიდერები, რომლებიც სკალპინგით ვაჭრობენ ფორექსზე.
- სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
- ტაიმ ფრეიმი: M30 (შესაძლებელია M15, თუმცა შედარებით ხშირია ცრუ სიგნალები);
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- ინდიკატორი MACD-combo (12,26,9);
- ინდიკატორი პარაბოლიკი (PSAR) — სტანდარტული პარამეტრებით;
ფორექსის სტრატეგია „PSAR და MACD“ – ალგორითმი
ბაზარზე შესვლის პირობები:
პოზიციას ვხსნით, მხოლოდ მაშინ როდესაც ორივე ინდიკატორის სიგნალი თანხვედრილია, ან მათ შორის თანხვედრა სამი სანთლის არეშია.
ანუ:
- ინდიკატორი MACD-combo-ს გადაკვეთა და ინდიკატორი PSAR-ის წერტილის გადახტომა ხდება ერთდროულად – სიგნალი მტკიცეა;
- თუ რომელიმე ინდიკატორის სიგნალი წინმსწრებია, მაშინ მეორე ინდიკატორმა ბაზარზე შესვლის სიგნალი უნდა დაგვიდასტუროს მაქსიმუმ სამ სანთელზე, ანუ თუ MACD-combo-მ გვაჩვენა ყიდვის სიგნალი, მაშინ ეს სიგნალი მაქსიმუმ სამი სანთლის განმავლობაში უნდა დაგვიდასტუროს ინდიკატორმა PSAR. თუ დადასტურება მოხდა მაგალითად მე-4 სანთელზე პოზიციაში აღარ შევდივართ. იგივენაირად. თუ ინდიკატორმა PSAR-მა გვაჩვენა გაყიდვის სიგნალი, მაშინ MACD-combo-მ მაქსიმუმ სამ სანთელზე უნდა მოახდინოს თავისი მრუდებით გაყიდვის სიგნალის დაფიქსირება (მრუდების გადაკვეთა);
- სტოპ ლოსი – რეკომენდებულია დადგეს წინა სანთლის მაქსიმუმზე ან მინიმუმზე, ან ინდიკატორ PSAR-ის წერტილის ზემოთ ან ქვემოთ, ან ფიქსირებული 15-20 პუნქტი. თითოეული შემთხვევა უნდა განვიხილოთ რაციონალიზმის თვალსაზრისით. ანუ თუ წინა სანთელი დიდი მანძილზეა, მაშინ ვირჩევთ ინდიკატორ PSAR-ის წერტილს, თუ ესეც დიდი მანძილა მაშინ ვჩერდებით ფიქსირებულ 15-20 პუნქტიან სტოპ ლოსზე. სასურველია, რომ ტეიკ პროფიტი მინიმუმ 2-ჯერ მეტი იყოს სტოპზე.
- ტეიკ პროფიტს ვაყენებთ 10-30 პუნქტის ფარგლებში.
ყიდვის მაგალითი:
გაყიდვის მაგალითი:
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით