ფორექსის სტრატეგია "FX Prime"

ფორექსის სტრატეგია “FX Prime”

ფორექსის სტრატეგია “FX Prime” წარმოადგენს სკალპინგურ სტრატეგიას.

  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
  • ტაიმ ფრეიმი: M1;
  • ორდერის მოცულობა: დამოკიდებულია დეპოზიტის სიდიდეზე, თითოეული პოზიციის დასაშვები რისკი დეპოზიტის 3-5%;
  • სადილინგო ცენტრი: ბროკერები რომლებსაც გააჩნიათ ორდერის გახსნის სპეციფიკაცია – მოთხოვნილი ფაისდან გადახრა არაუმეტეს 2-5 პუნქტი;
  • ვაჭრობის საათები: თბილისის დროით 9:00 საათიდან 17:00 საათამდე;
  • სტოპ ლოსი: 10 პუნქტი;
ფორექსის სტრატეგია “FX Prime” – ალგორითმი

ყიდვა:

  • ინდიკატორმა Double CCI Woody 170 გადაკვეთა და იმყოფება 0 (ნულოვანი) ხაზის ზემოთ. ეს ინდიკატორი პირველი კვეთს ნულოვან ხაზს;
  • ინდიკატორმა Double CCI Woody 34 გადაკვეთა და იმყოფება 0 (ნულოვანი) ხაზის ზემოთ და გვიჩვენებს ტრენდის მიმართულებას. ეს ინდიკატორი მეორეა, რომელიც კვეთს ნულოვან ხაზს;
  • ინდიკატორმა RSI გადაკვეთა და იმყოფება 55 დონის ზემოთ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. არ გახსნათ ორდერი თუ ინდიკატორი იმყოფება 45-55 ზონაში. ამ ზონაში ვაჭრობა სახიფათოა. დაელოდეთ 55-იანი დონის გადაკვეთას;

ფორექსის სტრატეგია "FX Prime"

გაყიდვა:

  • ინდიკატორმა Double CCI Woody 170 გადაკვეთა და იმყოფება 0 (ნულოვანი) ხაზის ქვემოთ. ეს ინდიკატორი პირველი კვეთს ნულოვან ხაზს;
  • ინდიკატორმა Double CCI Woody 34 გადაკვეთა და იმყოფება 0 (ნულოვანი) ხაზის ქვემოთ და გვიჩვენებს ტრენდის მიმართულებას. ეს ინდიკატორი მეორეა, რომელიც კვეთს ნულოვან ხაზს;
  • ინდიკატორმა RSI გადაკვეთა და იმყოფება 45 დონის ქვემოთ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. არ გახსნათ ორდერი თუ ინდიკატორი იმყოფება 45-55 ზონაში. ამ ზონაში ვაჭრობა სახიფათოა. დაელოდეთ 45-იანი დონის გადაკვეთას;

ფორექსის სტრატეგია "FX Prime"

რამდენიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა:

  • არასოდეს ივაჭროთ 5 წუთიანი გრაფიკის ტრენდის საწინააღმდეგოდ. თუ М5 გრაფიკზე ტრენდი მიმართულია ქვემოთ, ხოლო სამუშაო ე.ი წუთობრივ გრაფიკზე მიიღებთ ყიდვის სიგნალი, არ გახსნათ პოზიცია, ვინაიდან ეს არის კორექცია. დაელოდეთ სანამ ფასი დაეცემა და სამუშაო გრაფიკზე მიიღებთ გაყიდვის სიგნალს;
  • დააკვირდით, რომ ფასი აღმასვლის პერიოდში ქმნიდეს მწვერვალებს, ხოლო დაღმასვლის პერიოდში ფსკერებს;

პოზიცია იხურება სამ ვარიანტში:

  • როდესაც ინდიკატორი Heiken Ashi იცვლის ფერს;
  • როდესაც ინდიკატორი Double CCI Woody გადაკვეთს ნულოვან დონეს საპირისპირო მიმართულებით;
  • როდესაც ამუშავდება სტოპ ლოსი;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "სკალპი სიჩუმეში"

ფორექსის სტრატეგია “სკალპი სიჩუმეში”

ფორექსის სტრატეგია “სკალპი სიჩუმეში” – ვაჭრობა ხორციელდება ერთ წუთიან გრაფიკზე (M1).