სავალუტო წყვილების ვოლატილობა მნიშვნელოვანი ცნებაა ფორექსის ბაზარზე მუშაობისათვის. მარტივად რომ ვთქვათ, ვოლატილობა არის სავალუტო წყვილის კურსის მოძრაობის დიაპაზონი. რაც უფრო ფართეა ეს დიაპაზონი, მით უფრო მაღალია სავალუტო წყვილის ვოლატილობა.
მაღალი ვოლატილობა იძლევა მოგების უფრო მეტ საშუალებას. ფლეტის დროს მოგების მიღება ნაკლებად რეალურია, მაგალითად: თუ კურსის რხევა 10 პუნქტია, ხოლო ბროკერის სპრედი – 8 პუნქტს შეადგენს. სავალუტო წყვილის მაღალი ვოლატილობა დღე-ღამის განმალობაში ერთი და იგივე სიდიდის არ არის. ყოველისავალუტო წყვილს გააჩნია აქტიურობის საკუთარი ფაზები, რომელიც დამოკიდებულია სავაჭრო სესიებზე.
აზიის სესია და ევროპული სესია 2 საათის განმავლობაში კვეთენ ერთმანეთს 10:00 საათიდან 12 საათამდე, ხოლო ევროპული სესია და ამერიკული სესია ერთმანეთს კვეთენ 16:00 საათიდან 18:00 საათამდე. სწორედ ამ პერიოდებში შეიმჩნევა ვოლატილობის ზრდა უმრავლესი სავალუტო წყვილებისათვის.
სხვადასხვა სავაჭრო სესიების დროს სავალუტო წყვილების ვოლატილობა სხვადასხვაა. მათი საშუალო მაჩვენებელი მერყეობს 20 პუნქტიდან 120 პუნქტამდე, თუმცა ზოგიერთ დღეებში შესაძლებელია ვოლატილობა ცალკეულ სესიებზე 300 პუნქტიც კი იყოს.
ფორექსზე დროის პარამეტრების, ვოლატილობის და სავაჭრო სესიების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ რუბრიკაში ფორექს თაიმინგი.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით