სავალუტო წყვილი EUR/USD არის ფორექსის ბაზრის ყველაზე პოპულარული სავაჭრო ინსტრუმენტი და ეს პოპულარობა ბაზირებულია რამდენიმე მიზეზზე.
სავალუტო წყვილი EUR/USD სპეციფიკაცია
- წყვილში შემავალი ორივე ვალუტა მაღალლიკვიდური და მუდმივად მაღალმოთხოვნადია;
- ამ სავაჭრო ინსტრუმენტს ახასიათებს ყველაზე მცირე სპრედი თითქმის ყველა საბროკერო კომპანიაში;
- ინტერნეტ სივრცეში იძებნება უამრავი, ყოველდღიურად განახლებადი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ანალიტიკური პროგნოზები სწორედ ამ სავალუტო წყვილის შესახებ, რაც თავის მხრივ ვაჭრობაში ეხმარება ტრეიდერებს. ამასთნ დაკავშირებით შემიძლია ერთი ვთქვა: მთლიანად ნუ დაეყრდნობით ასეთ სავაჭრო პროგნოზებს, არა იმიტომ რომ ისინი მცდარია (რა თქმა უნდა ასეთებიც უამრავია), უბრალოდ ეს პროგნოზები ცნობად მიიღეთ;
წყვილი EUR/USD შედგება ორი ვალუტისაგან – ევრო და აშშ დოლარი. საბაზო ვალუტა არის ევრო, ხოლო აშშ დოლარი კოტირებული ვალუტის როლში გვევლინება. ამიტომ ეს კოტირება გვიჩვენებს, თუ რამდენი აშშ დოლარის მიღება შეგვიძლია ერთი ევროს სანაცვლოდ. ორივე ვალუტა, მსოფლიო ბაზარზე ერთმანეთის კონკურენტია და მათ შორის ყოველთვის მიმდინარეობს ბრძოლა პირველობისა და მეტი პოპულარობისათვის, რაც იწვევს ფასების მკვეთრ რყევებს.
მიუხედავად იმისა, რომ დამწყები ტრეიდერები ტერმინალის ჩატვირთვისთანავე აღნიშნულ სავაჭრო ინსტრუმენტზე იწყებენ ვაჭრობას, მიმაჩნია რომ მასზე ვაჭრობა მაინც უფრო გამოცდილი ტრეიდერებისავის არის მისაღები, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რათა დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება კურსის მკვეთრ რყევებსა და გამოქვეყნებულ ეკონომიკურ სიახლეებზე. სავალუტო წყვილისათვის EUR/USD დამახასიათებელია კურსის მკვეთრი ცვლილება, რამაც სავსებით შესაძლებელია, გამოუცდელი ტრეიდერის დეპოზიტს საკმაოდ საგრძნობი ზიანი მიაყენოს. აღნიშნული წყვილი გამოდგება სკალპინგისა და პიპსინგისათვის (თუმცა, ამ ორ მეთოდს შორის დიდ განსხვავებას პირადად მე – ვერ ვამჩნევ), რადგან ადგილი აქვს ტრენდის დინამიზმს და მინიმალურ სპრედს. ხშირ შემთხვევებში ფიქსირებული სპრედის დროს იგი ერთ პუნქტს არ აღემატება, ხოლო მცურავი სპრედის დროს – ერთ პუნქტზე ნაკლებია.
ტრენდის დინამიზმის გამო, შესაძლებელია მაქსიმალური მოგების მიღება ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში კურის მოძრაობა 100-დან 500 პუნქტამდე დიაპაზონშიც კი გვხვდება, რაც სხვა სავალუტო წყვილებზე ნაკლებად, ან საერთოდ არ ხდება.
ყველაზე დინამიური მოძრაობა ევროპული და ამერიკული სავაჭრო სესიების პერიოდშია. ყველაზე დიდი სავაჭრო მოცულობები ფიქსირდება 16:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში (თბილისის დროით).
აშშ დოლარის კურსზე გავლენას ახდენენ ქვეყნის შიგნით მიმდინარე ეკონომიკური პროცესები (უმუშევრობის დონე, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ცვლილება და ა.შ), ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური სტრუქტურების ქმედებები, გავლენიანი პოლიტიკური ლიდერების განცხადებები.
ევროს კურსთან დაკავშირებით ვითარება უფრო რთულადაა, ევროზონის სივრცეში შემავალ ნებისმიერ სახელმწიფოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესი იწვევს ევროს კურსის ცვლილებას, ამიტომაც ამ ვალუტაზე ვაჭრობა შედარებით რთულია.
და ბოლოს, როგორც ზემოთ ავღნიშნე ტრეიდერებისათვის საკმაოდ კარგი დამხმარეა, ამ სავალუტო წყვილის შესახებ უამრავი ანალიტიკური პროგნოზი, რომელიც უხვადაა ინტერნეტ სივრცეში. საკუთარ სავაჭრო ტაქტიკასა და სტრატეგიაში ამ პროგნოზებიდან გამომდინარე დასკვნების ინტეგრირება, ტრეიდერს ბაზარზე შესვლის კარგი წერტილების მოძებნის საშუალებას აძლევს. მაგრამ ასეთი მიდგომა უნდა გამოიყენონ მხოლოდ გამოცდილმა ტრეიდერებმა. ნებისმიერი პროგნოზის ბრამად გამოყენება დაუშვებელია.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით