სარჩევი
სავალუტო წყვილი AUD/USD (ავსტრალიური დოლარი/აშშ დოლარი) შედის ყველაზე პოპულარული სავალუტო წყვილების ათეულში.პოპულარობა მოიპოვა პროგნოზირობადობისა და მაღალშემოსავლიანობის წყალობით.
სავალუტო წყვილი AUD/USD მახასიათებლები
- სპრედის საშუალო ზომა სხვადასხვა ბროკერთან მერყეობს 1,5-დან 5 პუნქტამდე. ამიტომ მასთან მუშაობა შესაძლებელია როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ვაჭრობისათვის.
- ლიკვიდურობა – AUD/USD სარგებლობს აქტიური და სტაბილური მოთხოვნილებით, ფაქტობრივად იგი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სავალუტო წყვილი ფორექსზე.
- დინამიურობა, ანუ ვოლატილობა – რაც უფრო მეტია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მეტი მოგების მიღებაა შესაძლებელი ერთი სავაჭრო სესიის ან დღის განმავლობაში. ამ ინსტრუმენტს აქვს ტრენდის მოძრაობის საკმაოდ მაღალი დინამიზმი. სიტუაციიდან გამომდინარე, ფასს დღე-ღამის განმავლობაში შეუძლია გაიაროს 50-დან 200 პუნქტამდე. ეს ასპექტი დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ სავალუტო წყვილის მამოძრავებელია, წყვილში შემავალ ვალუტებზე მოქმედი ერთი და იგივე ფაქტორები, რომლებიც ვალუტებს ამოძრავებენ საპირისპირო მიმართულებით.
- ვაჭრობის დრო – AUD/USD სავალუტო წყვილზე ვაჭრობა შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ ალბათ გასაგებია, რომ ყველაზე მეტი აქტიურობა მოდის ამერიკულ და ავსტრალიური სესიებზე. სწორედ დროის ამ მონაკვეთში ქვეყნდება ის ეკონომიკური სიახლეები, რომლებიც მოძრაობის იმპულსს აძლევენ ტრენდს. ე.ი. ყველაზე მეტი შემოსავლის მიღება შესაძლებელია 16:00 საათიდან 09:00 საათამდე თბილისი დროით. დროის ეს პერიოდი მოსახერხებელია იმ ტრეიდერებითვის ვინც დღისით მუშაობს ძირითად სამსახურში, ხოლო ღამით ვაჭრობს ფორექსზე, ან მათთვის ვისაც უბრალოდ დილით ადრე ადგომა უყვარს.
- სვოპი – თუ ტრეიდერი გადაიტანს გახსნილ პოზიციას შემდეგი დღისთვის, აუცილებლად დაგერიცხებათ საკომისიო პოზიციის გადატანისთვის.
- სვოპი სავალუტო წყვილისთვის AUD/USD – უარყოფითია გაყიდვის დროს და დადებითია ყიდვის ოპერაციების დროს. ანუ უფრო მომგებიანია გრძელვადიანი, ყიდვის პოზიციების გახსნა, ამ დროს ტრეიდერს დაერიცხება დამატებითი სარგებელი. თუმცა იყავით ყურადღებით, საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებელი (საბანკო ინტერესი) მუდმივად იცვლება. მხოლოდ სვოპის იმედად მუშაობა შესაძლებელია თუ ბაზარი იმყოფება ფლეტში, ამ ფასი მიიწევს ზემოთ, დაღმავალი ტრენდის დროს ეს მაჩვენებელი განსაკუთრებულ როლს არ ითამაშებს.
ვაჭრობის სტრატეგია
როგორც წესი, ამ სავალუტო წყვილით ვაჭრობისას, ტრეიდერები სიგნალის სახით იყენებენ მის კორელაციას ოქოსთან, სწორედ ეს ფაქტორი იძლევა ყველაზე ძლიერ სავაჭრო სიგნალს. რადგან ოქროზე ფასის ზრდა დადებით გავლენას ახდენს ავსტრალიური დოლარის კურსზე, ამასთან ერთად იწვევს აშშ დოლარის ფასის კლებას. ცნობილია, რომ ასეთ სიტუაციაში ეგრევე იწყება ტრენდის მნიშვნელოვანი მოძრაობა. თუ ოქროს ფასი იზრდება, მაშინ AUD/USD სავალუტო წყვილის ტრენდი აღმავალია, საპირისპირო სიტუაციის დროს – ტრედი დაღმავალია.
ფორექსზე მსგავსი კანონზომიერებები შესაძლებელია გამოწვეული იქნას სხვა სიგნალებითაც – საპროცენტო განაკვეთების ცვლილება, ამინდი, სტიქიური კატასტროფები, პუბლიკაციები ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და სხვა.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით