სარჩევი
Risk Advisor – სავაჭრო გარიგების მოცულობის სკრიპტია. ბევრ შემთხვევაში ფორექსზე წარმატებული ვაჭრობა დამოკიდებულია ისეთ პარამეტრზე, როგორიცაა სავაჭრო გარიგების მოცულობა.
ზოგიერთი ტრეიდერი ფიქრობს, რომ რაც უფრო დიდია სავაჭრო გარიგების მოცულობა, მით უკეთესია. კი რა თქმა უნდა ესეა, როდესაც საუბარი ეხება მომგებიან ოპერაციას, ხოლო როდესაც მინუსიან ან წამგებიან ოპერაციაზეა საუბარი, ეს პარამეტრი დამანგრევლად მოქმედებს ტრეიდერის დეპოზიტზე. აქედან დასკვნა: ის რომ სავაჭრო გარიგების მოცულობა უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი – არის ძირშივე მცდარი აზრი.
გარიგების მოცულობა უნდა დაანგარიშდეს დეპოზიტის რაოდენობის და რისკის გათვალისწინებით, რომლის გაღებასაც (რისკის) შეძლებს ტრეიდერი საბაზრო სიტუაციიდან გამომდინარე.
მოცულობის დაანგარიშება შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში სავაჭრო გარიგების მოცულობის – Risk Advisor სკრიპტის მეშვეობით. იგი ანგარიშობს ლოტის ზომას პუნქტებში და ინფორმაცია გამოყავს ეკრანზე.
ზუსტი რეზულტატის მიღებისათვის, ბაზრის ვოლატილობის გათვალისწინებით, საჭიროა სტოპ ლოს ორდერის და რისკის დონის მითითება, სკრიპტში საწყისი პარამეტრებით ეს მაჩვენებლებია – 100 პუნქტი და 5% რისკი.
Risk Advisor მუშაობის მაგალითი
სკრიპტს ასევე აქვს გარიგების მომგებიანობის დაგეგმვის მაჩვენებელიც – Profit Loss Factor, რომელზეც დამოკიდებულია ტეიკ პროფიტის ოდენობა.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით