სარჩევი
Relative Strength Index, RSI (შედარებითი ძალის ინდიკატორი) – არის ფასის თანმდევი ოსცილატორი, რომელიც მერყეობს 0-დან 100-მდე დიაპაზონში. ამ ინდიკატორის ცნების შემოტანისას უ.უილდერი იძლეოდა რეკომენდაციას გამოყენებული ყოფილიყო 14 -იანი პერიოდის ვარიანტი. შემდგომში გავრცელდა ამ ინდიკატორის 9 და 25-იანი პერიოდების ვარიანტები.
Relative Strength Index ინდიკატორის მუშაობის პრინციპი
Relative Strength Index ინდიკატორის სიგნალები
- მწვერვალი და ფსკერი – Relative Strength Index ინდიკატორის მწვერვალი, როგორც წესი ფორმირდება 70-იანი დონის ზემოთ, ხოლო ფსკერი 30-იანი დონის ქვემოთ. ამასთან როგორც წესი ისინი წინ უსწრებენ ფასის მიერ მწვერვალის და ფსკერის წარმოქმნას.
- გრაფიკული მოდელები – Relative Strength Index ხშირად გამოსახავს გრაფიკულ მოდელს, როგორიცაა თავი და მხრები, სამკუთხედი, რომლებიც სავსებით შესაძლებელია არ გამოჩნდეს თვით ფასთა გრაფიკზე.
- უშედეგო მოქნევა (წინააღმდეგობის და მხარდაჭერის დონეების გარღვევა) –ადგილი აქვს მაშინ, როდესაც Relative Strength Index ადის წინა მაქსიმუმზე მაღლა ან ეშვება წინა მინიმუმზე დაბლა.
- წინააღმდეგობის და მხარდაჭერის დონეები – Relative Strength Index ინდიკატორის გრაფიკზე წინააღმდეგობის და მხარდაჭერის დონეები უფრო მკაფიოდ გამოისახება, ვიდრე ფასის გრაფიკზე.
- განსხვავება –როგორც ზემოთ აღინიშნა განსხვავება ფიქსირდება მაშინ, როდესაც ფასი მიაღწევს ახალ მაქსიმუმს (მინიმუმს) მაგრამ იგი არ არის დადასტურებული RSI ინდიკატორის გრაფიკზე ახალი მაქსიმუმის (მინიმუმის) წარმოქმნით. როგორც წესი, ასეთ შემთვევებში ხდება ფასის კორექცია ინდიკატორის მოძრაობის მიმართულებით.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით