ყველა სტრატეგიის ძირითადი შემადგენელია – ტაქტიკა, რომელზეც იგი ბაზირდება, სწორედ ტაქტიკა გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ მოგება შესაბამისი ტაქტიკური იილეთების გამოყენებით.
ფორექსზე არსებობს რამდენიმე ტაქტიკა, რომელთა ინტეგრაცია შესაძლებელია, პრაქტიკულად ნებისმიერ ტრეიდინგ სისტემაში.
ფორექსის საუკეთესო ტაქტიკები, არა მარტო მოგების მიღების, არამედ წაგების მინიმიზაციის შესაძლებლობასაც გვაძლევს, მთავარია სწორად და დროულად გამოვიყენოთ ისინი.
პოპულარული ტაქტიკები
- დამატება;
- პოზიციის ლოკირება;
- დეპოზიტის დაცვა;
- ფინანსური რეზულტატის მართვა;
- გადადებული ორდერების ტაქტიკა;
ზოგიერთი ჩამოთვლილთაგანი თვით ვაჭრობის პროცესს მიეკუთვნება, სხვები კი საჭიროა ტრეიდერის კაპიტალის მართვისათვის.
- დამატება – ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და საუკეთესო ფორექსის ტაქტიკაა, რომელიც მდგომარეობს მომგებიანი პოზიციების დამატებაში. თუ გახსნით ერთ ორდერს და ხედავთ, რომ მას მოგება მოაქვს, იგივე მიმართულებით შესაძლებელია კიდევ ერთი პოზიციის გახსნაც. მთავარია, მეორე პოზიცია გაიხსნას დროულად – კორექციის დროს, უფრო სწორად მისი დასრულების შემდეგ, როდესაც უკუსვლის შემდეგ ტრენდი ისევ სასურველი მიმართულებით განაგრძობს მოძრაობას;
- გადადებული ორდერების გამოყენება – ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა გამოირიცხოს ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენა ნებისმიერი ფორექსის სტრატეგიის გამოყენებისას, თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ ფასი რომელიმე დონის მიღწევის შემდეგ გააგრძელებს სვლას ან შემობრუნდება, მაშინ დააყენეთ გადადებული ორდერი ამ წერტილში (დონეზე) და ამასთან ერთად არ დაგავიწყდეთ სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის პარამეტრების მითითება;
- ლოკირება და ჰეჯირება – ტაქტიკა საშუალებას იძლევა ამოვქაჩოთ მოგება წამგებიანი პოზიციიდან. მთავარია დროულად გავხსნათ და დახუროთ პოზიციები. საკითხის უკეთ გაგებისათვის მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს:
დავუშვათ, გავხსენით ყიდვის პოზიცია 1 ლოტის მოცულობით, მაგრამ მოსალოდნელი მოგების ნაცვლად იგი ნელ-ნელა მინუსისკენ დაეშვა, სწორედ ამ დროს უნდა გაიხსნას იმავე მოცულობის ახალი პოზიცია საპირისპირო მიმართულებით (გაყიდვა).
ამ დროს ერთ-ერთი პოზიცია პლუსშია, ხოლო მეორე მინუსში, იმ დროს, როდესაც დადებითად შეიცვლება მოგება – ვახდენთ მის დახურვას, ხოლო შემდეგ ვუცდით დარჩენილი ორდერისგან მოგების ზრდას.
აღნიშნული ტაქტიკის გამოყენების ძირითადი პირობაა, რომ პირველი ორდერი გახსნილი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ტრენდის მიმართულების თანხვედრილად, წინააღმდეგ შემთხვევაში პოზიცია ზარალიდან არ გამოვა.
კაპიტალის მართვის ფორექს ტაქტიკები:
- დეპოზიტის დაცვა – ტაქტიკა ეხება კაპიტალის მართვას, მარტივი რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც ვაჭრობა ვაჭრობა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ გარკვეული თანხით, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა გაიტანოთ ანგარიშიდან.
ანუ, თუ თქვენ დეპოზიტზე შეიტანეთ 1000 აშშ დოლარი და მიიღეთ მოგება 100 აშშ დოლარი, იგი აუცულებლად უნდა გაიტანოთ დეპოზიტიდან ან გადარიცხოთ სხვა ანგარიშზე. ამ გზით თქვენ ქმნით ზარალის გადაფარვის ერთგვარ რეზერვს.
- ფინანსური რეზულტატების მართვა – მდგომარეობს ჩვეულებრივი ორდერების – სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის ფიქსირებაში. ამ შემთხვევაში თქვენ წინასწარ იცით, თუ რა მოგებას ან ზარალს ნახავთ გახსნილი პოზიციიდან. ამასთან ერთად, ამ ბრძანებების პარამეტრები უნდა შეიცვალოს მხოლოდ მოგების მიმართულებით;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით