ტრეიდინგის 5 ზოგადი წესის დაცვა აუცილებელია წარმატებული ტრეიდინგისთვის.
- ყური დაუგდეთ საკუთარ ინტუიციას;
ფორექსზე ვაჭრობისას უნდა მიიღოთ სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებები, და რაც მთავარია მყისიერად უნდა განახორციელოთ რეაგირება ჩამოყალიბებულ სიტუაციაზე.
იმისათვის, რომ გარიგებები იყოს მომგებიანი საკმაოდ დიდი დოზით ენდეთ საკუთარ ინტუიციას. სწორედ ამ გრძნობამ, რომელიც უშალო კავშირშია გამოცდილებასა და ცოდნასთან, საჭირო მომენტში შესაძლებელია გიკარნახოთ სწორი სავაჭრო გადაწყვეტილება.
- სავაჭრო სტრატეგია – წარმატების საწინდარია;
სავაჭრო სტრატეგიის შექმნა, ან არჩეული სტრატეგიის დახვეწა. ორივე შემთხვევაში გვერდს ვერ აუვლით ცოდნას, ბაზრის თქვენეულ ხედვას და ინტუიციას. სტრატეგია შესაძლებლობას მოგცემთ სრულად გამორიცხოთ ემოციური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სტრატეგიის ეფექტურობის დადგენისას და საკუთარი უნარ-ჩვევების დახვეწისათვის გამოიყენეთ დემო და ცენტური ანგარიშები, ან მონაწილეობა მიიღეთ საბროკერო კომპანიების კონკურსებში. თანაც ამ უკანასკნელში გამარჯვების შემთხვევაში, საჩუქრის სახით მიიღებთ დეპოზიტზე რეალურ დანამატს.
- გამოიყენეთ ანალიტიკა და ფუმდამენტური ფაქტორები;
სწორი გადაწყვეტილების მიღებსათვის უნდა ფლობდეთ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს. უნდა იცოდეთ თუ როგორია სხვადასხვა ანალიტიკოსის მიერ გაკეთებული ფუნდამენტალური და ტექნიკური პროგნოზები, რათა ყოველივე ამისგან გამოიტანოთ საკუთარი დასკვნა. ამისათვის შესაძლებელია გამოიყენოთ თქვენი ბროკერის საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზა და ფორექსის კალენდარი. აღნიშნული მოქმედებებით შესაძლებლობა გეძლევათ ადვილად განახორციელოთ ორიენტირება საბაზრო სიტუაციაში.
ანალიტიკა არის ის მაშველი რგოლი, რომელიც ეხმარება დამწყებ ტრეიდერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაშინ როდესაც მან ჯერ კიდევ არ იცის საბაზრო სიტუაციის ანალიზირება.
- თუ არ გაქვთ საკმარისი დრო ვაჭრობისათვის, მაშინ გამოიყენეთ მინდობილობით ვაჭრობის სისტემები (ამ მეთოდის მოტრფიალე, პირადად მე არ ვარ);
ფორექსის ბაზარზე შემოსავლის მიღება შესაძლებელია უშუალოდ ვაჭრობაში მონაწილეობის გარეშეც. გამოიყენეთ მინდობილობით მართვის სისტემა. იგი გულისხმობს თქვენი ფინანსური სახსრების გადაცემას, ბროკერთან აკრედიტებული გამოცდილი ტრეიდერისათვის, რომელიც ივაჭრებს თქვენს მაგივრად, ხოლო თქვენ მიიღებთ მოგებას.
- დიდხანს არ შეჩერდეთ დემო ანგარიშზე;
უსასრულოდ არ გაახანგრძლივოთ სწავლების პროცესი. არ დაივიწყოთ, რომ ფორექსზე მოხვედით შემოსავლის მიღებისათვის და არა დისერტაციების დაცვისთვის. თეორია ყოველთვის თეორიად რჩება, ხოლო პრაქტიკა არის ის რეალური ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც მიიღებთ შემოსავალს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით