სტოპ ლოსის დაყენება ფორექსზე ვაჭრობისას აუცილებელ მოქმედებას წარმოადგენს.
სტოპ ლოსის დაყენება საკმაოდ მარტივი პროცედურაა. პრაქტიკაში უნდა გაითვალისწინოთ ორი ძირითადი პარამეტრი – ვალუტის კურსების რყევის ამპლიტუდა და ტრეიდერისთვის მაქსიმალურად დასაშვები ზარალის ოდენობა. თანაც, პირველი მაჩვენებელი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სადაზღვევო ორდერის მცირე ზომა, მას ზარალით დახურავს მანამდე, სანამ ტრენდი სასურველი მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას და სანამ პოზიცია დაგეგმილ მოგებას მიაღწევს.
ეს ხდება იმიტომ, რომ ტრენდის მოძრაობა არასოდეს არ არის სწორხაზოვანი და თუ შეხედავთ ტერმონალის გრაფიკს, დაინახავთ, რომ ყველაზე მცირე, ერთწუთიან ინტერვალზეც კი ფასის რყევის ამპლიტუდა 2-10 პუნქტს შეადგენს.
ანუ, სტოპ ლოსის დაყენება 10 პუნქტზე მცირე მანძილით – ყოველგვარ აზრს მოკლებულია, თანაც ეს მაჩველებელიც კი მინიმალურია. სტოპ ლოსის რეკომენდებული ზომა, ზოგადად 15-30 პუნქტია. გააჩნია სტრატეგიას და რაც მთავარია სავაჭრო ინტერვალს, რადგან, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში დატოვებთ ღია პოზიციას, ანუ რაც უფრო ხანგრძლივი დროის ინტერვალით, მით უფრო მეტი იქნება კურსის რყევის ამპლიტუდა, ამიტომაც სტოპ ლოსი უფრო შორ მანძილზე უნდა დადგეს.
ამ ორდერს დამატებითი უპირატესობაც გააჩნია. სურვილის და ბაზარზე არსებული შესაბამისი სიტუაციის შემთხვევაში, სტოპ ლოსის გადაწევა შესაძლებელია უზარალობის დონემდე, ხოლო შემდეგ შესაძლებელია გავყვეთ ორდერს გარკვეული ბიჯით, ანუ მომგებიანი ორდერის დროს, სტოპ ლოსი თან გავაყოლოთ ტრენდის მოძრაობის მიმართულებას.
ამისათვის უნდა დავაკლიკოთ გახსნილ ორდერს ორჯერ, რის შემდეგაც გამოვა ფანჯარა, პარამეტრში ავირჩიოთ ორდერის ცვლილების ბრძანება და შესაბამის ველში ჩავწეროთ სტოპ ლოსის ახალი მაჩვენებელი, ან გრაფიკზე სტოპ ლოსის ხაზზე დავაფიქსიროთ მაუსი და ხაზი გადავათრიოთ სასურველ ფასურ დონეზე, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება ფანჯარა, სადაც უნდა დავადასტუროთ განხორციელებული ცვლილება.
ასევე შესაძლებელია აღნიშნული პროცესის ავტომატიზირება, რისთვისაც უნდა გამოვიყენოთ ტრეილინგ სტოპის ინსტრუმენტი. მისი აქტივაციის შემდეგ ტერმინალი ავტომატურ რეჟიმში, მხოლოდ ტრენდის მიმართულებით გადააჩოჩებს სტოპ ლოსის ორდერს შესაბამისი ბიჯით ჯერ უზარალობის დონემდე, ხოლო შემდეგ თავად გაყვება ორდერს მოგების მიმართულებით. ვაჭრობისადმი ასეთი მიდგომა გაცილებით მეტ მოგებას მოუტანს ტრეიდერს და თავიდან ააცილებს დაუგეგმავ ზარალს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით