ცენტურ ანგარიშებზე ვაჭრობას ახასიათებს რამდენიმე ნიუანსური თავისებურება და მცირედ განსხვავდება კლასიკურ ანგარიშებზე ვაჭრობისაგან.
როგორც წესი, ნებისმიერი ადამიანი, ფორექსზე ვაჭრობის დაწყებას ცდილობს მცირე თანხით – რამდენიმე აშშ დოლარით. გასაგები ფსიქოლოგიური მომენტია, ვინაიდან ემოციურად რთულია, თავიდანვე რამდენიმე ასეული აშშ დოლარის გადარიცხვა დეპოზიტზე. რა თქმა უნდა არსებობს რეალური ფიქრი იმაზე, რომ ტრეიდერი ბოლომდე წააგებს დეპოზიტს. ამიტომ, ამ ბარიერის გადასალახავად არსებობს ცენტური ანგარიშები – ცენტურ ბროკერებთან, რომლებიც დამწყებ ტრეიდერებს, ბუკვალურად ერთი აშშ დოლარითც კი ფორექსზე ვაჭრობის დაწყების საშუალებას აძლევენ.
რა თქმა უნდა, ამ თანხით ხელშესახებ და საგრძნობ თანხას ვერავინ მოიგებს, მაგრამ რეალური ვაჭრობის შესახებ სრული წარმოდგენის მიღება სავსებით შესაძლებელია. ეს ხომ რეალური, “ცოცხალი” ფულით ვაჭრობაა და ემოციური, ფსიქოლოგიური და ბაზრის აღქმითი თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავდება დემო ანგარიშზე ვაჭრობისაგან. ამიტომაც პირადად მე, დამწყებ ტრეიდერებს მხოლოდ ცენტურ ანგარიშებზე ვურჩევ ტრეიდინგის დაწყებას.
ცენტური ანგარიშით ვაჭრობის თავისებურება მდგომარეობს შემდეგში: 1 აშშ დოლარის მაგივრად, ტერმინალში ნაჩვენები იქნება 100 ერთეული (ცენტი). ხოლო ყველა დანარჩენი ინსტრუმენტი მუშაობს ჩვეულებრივი სქემით.
პირველი, რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, არის მინიმალური ლოტის ზომა, ჩვეულებრივ ტრეიდინგში იგის შეადგენს – 0,1 (ან ზოგიერთ ბროკერთან 0,01) ლოტს, ხოლო ცენტურ ანგარიშზე 0,001 (ან ზოგიერთ ბროკერთან 0,0001) ლოტს. 1:500 საკრედიტო მხარის შემთხვევაში კი ერთი მოგებილი პუნქტის ფულადი ექვივალენტი დაახლოებით 1 ცენტს შეადგენს.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, ცენტურ ანგარიშზე ვაჭრობა კარგი სავარჯიშო ინსტრუნემტი და რეალურ ანგარიშზე ვაჭრობისათვის კარგი ტრამპლინია. იგრძნობთ ფორექსის ბაზარს, დახვეწთ ტრეიდინგის უნარებს და საკუთარ სავაჭრო სისტემას. ხოლო წაგების შემთხვევაში, ამ 1,5,10 და 20 აშშ დოლარის დაკარგვა დიდი ტრაგედია არ იქნება. პირიქით წაგების გემოსაც იწვნევთ და მოგების სიხარულსაც.
მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ცენტურ ანგარიშზე “გააშალაშინებთ” ფორექს უნარების ყველა შესაძლო სახეობას, გადადით ჩვეულებრივ ანგარიშზე, სადაც რამდენადმე საგრძნობი მოგების მიღება შესაძლებელია 100 აშშ დოლარით.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით