ფორექსზე წარმატების მიღწევა - რამდენიმე რჩევა

ფორექსზე წარმატების მიღწევა – რამდენიმე რჩევა

ფორექსზე წარმატების მიღწევა სწრაფად და ასევე სწრაფად დიდი შემოსავლის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, ასეთი რეზულტატის მიღწევის შანსი, კაზინოში მოგების შანსს უტოლდება.

მაგრამ აზარტული თამაშებისგან განსხვავებით, ფორექსზე წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ იღბალზე, არამედ მრავალ დამატებით კომპონენტებზე, რომელთა შორისაც უმთავრესია – ცოდნა.

მაგრამ დამწყები ტრეიდერების გასახარად უნდა ითქვას, რომ – რაც უფრო მაქსიმალურ ძალისხმევას დაუთმობთ ვაჭრობის თეორიის შესწავლას, მით უფრო მალე მიაღწევთ რეზულტატს და მიიღებთ შემოსავლის სტაბილურ წყაროს.

ფორექსზე წარმატება თავისით არ მოდის, დადებითი რეზულტატის მიღწევისათვის საჭიროა თვეები, ზოგჯერ წლებიც კი, მაგრამ ცნობილია, რომ შედეგი – ლოდინად ღირს. თუ არ გაქვთ შესაბამისი კავშირები და არ გყავთ საჭირო ნაცნობები და პატრონები, მაშინ რომელიმე სერიოზულ კომპანიაში ნორმალური კარიერის შექმნა თითქმის შეუძლებელია, მით უმეტეს საქართველოში. მაგრამ, ფორექსზე რაიმე სახის პროტექცია ან კარიერული შეზღუდვები წარმოუდგენელია. ფორექსზე ყველა ტრეიდერს შეუძლია მიაღწიოს კარიერულ წარმატებას იმ დონით, რა დონითაც აქვს შესწავლილი და გააზრებული თეორიული მასალა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სავალუტო ბაზარზე წარმატებული მუშაობისთვის ძირითადი თვისება – მოთმინებაა. სწორედ იგი იძლევა საშუალებას დაველოდოთ, ბაზარზე შესვლისათვის ყველაზე ხელსაყრელ მომენტს და არ დავხარჯოთ/დავანაწილოთ დეპოზიტი ბევრი, მაგრამ მცირემოგებიანი სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისათვის.

თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დააკვირდებით ბაზარს, მაშინ აღმოაჩენთ, რომ არსებობს მომენტები, როდესაც ზოგჯერ, ორდერის გახსნის შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე ათეული პუნქტის მოგება. ტრეიდერის ძირითადი ამოცანაა ისწავლოს, სწორედ ასეთი მომენტების გამოვლენა და ამ ამოცანაში მთავარი მიზანია დაელოდოს ასეთი მომენტების წარმოქმნას.

გამოცდილი ტრეიდერების აზრით არსებობს ოთხი ძირითადი წესი, რომელიც აპრიორი უნდა დაიცვათ, იმისათვის რომ მიაღწიოთ წარმატებას ფორექსზე.

ფორექსზე წარმატების მიღწევა – ძირითადი წესები
  • თვითგანათლება და ანალიზი – სავალუტო ბაზარზე არ შეხვიდეთ სპონტანურად, პირველ რიგში საჭიროა ანალიზის ჩატარება, ბაზარზე არსებული სიტუაციისა და ტენდენციის შეფასება. იმისათვის, რომ ეს განახორციელოთ საჭიროა წარმოდგენა გქონდეთ ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის შესახებ, ან თუნდაც ტექნიკური ინდიკატორების გამოყენება უნდა შეგეძლოთ. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ შემთხვევითი სავაჭრო ოპერაციებისგან და შესაბამისად ზარალისგან თავის დაზღვევას;
  • ემოციები – რეალურ ვაჭრობაზე გადასვლამდე უნდა დარწმუნდეთ რამდენად აზარტული (ემოციური) ხართ. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, სწორედ ემოცია არის წარმატების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ყველაზე დიდი დანაკარგები ხდება აზარტის მოზღვავების დროს, ამიტომ თუ ზედმეტად აზარტული ბრძანდებით, მაშინ უმჯობესია თავად კი არ ივაჭროთ არამედ გამოიყენოთ მინდობილობით ვაჭრობის სისტემა, ანუ დეპოზიტი გადასცეთ სხვა გამოცდილ ტრეიდერს, რომელიც აკრედიტებულია ამა თუ იმ ბროკერთან;
  • მუდმივი კონტროლი სიტუაციაზე – ყოველთვის უნდა იყოთ უკანასკნელი მოვლენებისა და სიახლეების საქმის კურსში, აგრეთვე უნდა აანალიზოთ წარსული ცვლილებებიც. ემოციური ფაქტორის გავლენის გამოსარიცხად აუცილებლად გამოიყენეთ ისეთი სტოპ ორდერები, როგორებიცაა სტოპ ლოსი და ტეიკ პროფიტი. სწორედ ისინი მოგცემენ საშუალებას დახუროთ ორდერები მინიმალური ზარალით ან მაქსიმალური მოგებით;
  • დრო – იმისათვის, რომ ფორექსზე დაიწყოთ სტაბილური და წარმატებული მუშაობა, საჭიროა არანაკლებ 6-8 თვიანი სწავლების პროცესი, პარალელურად შეგიძლიათ თეორიული ცოდნა გაამყაროთ პრაქტიკით, თუმცა გააკეთეთ ეს ცენტურ ანგარიშზე მცირე ლოტებითა და მცირე დეპოზიტით. ძირითადი, რაც ამ პერიოდში უნდა შეისწავლოთ არის – ტექნიკური ანალიზის საფუძვლები, ფუნდამენტალური ანალიზის საფუძვლები, ტერმინალთან მუშაობის ნიუანსები, ინდიკატორების და მრჩევლების მუშაობის პრინციპები;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს სმს სიგნალები დეპოზიტის გარეშე

SMS სიგნალები ფორექსზე (დეპოზიტის გარეშე)

SMS სიგნალების სისტემა არის მომსახურების სახეობა, რომლის გამოწერის შემდეგ ტრეიდერი იღებს შეტყობინებას, ამა თუ ინ …