Requote რექვოტი

Requote რექვოტი

Requote რექვოტი – არის ძალიან ხშირი მოვლენა, რომელსაც შეხვდებით ახალი ორდერის გახსნის დროს, როდესაც სავაჭრო ტრემინალში დააჭერთ ღილაკებს: Buy ან Sell.

ამის შემდეგ, ორდენის გახსნის მაგივრად ეკრანზე გამოდის შეტყობინება იმის შესახებ, რომ მოთხოვნილი ფასის მიხედვით ორდერი გახსნის ბრძანება ვერ შესრულდება. ამიტომ იძულებული ხართ მიიღოთ ორდერის გახსნის ახალი ფასი. უკეთეს შემთხვევაში ეს ფასი შესაძლებელია იყოს უფრო კარგი, მაგრამ ხშირად პირიქით ხდება.

Requote რექვოტი მიზეზები

როგორც წესი, რეკვოტებს აქვს ორი მიზეზი – ტრენდის სწრაფი მოძრაობა, ან ბორკერის მიერ ორდერის შესრულების დაბალი სიჩქარე. განსაკუთრებით ხშირად ეს მოვლენა ხდება, როდესაც ბროკერი იყენებს ე.წ. ორდერების მომენტალური შესრულების სისტემას Instant Execution, მაგრამ სხვადასხვა ბროკერს მომენტალური შესრულების შესახებ საკუთარი წარმოდგენა აქვს და რა თქმა უნდა თქვენ მიერ მოთხოვნილი ფასით ორდერს შესასრულებლად მომენტალურად მიიღებს თუ ბაზარი თქვენს საწინააღმდეგოდ მოძრაობს, მაგრამ, როდესაც ვითარება სხვა სცენარით ვითარდება, ანუ ბაზარი თქვენი მიმართულებით მიდის, მაშინ ბროკერი აგვიანებს ორდერის მიღებას და თქვენგან ახალი ფასის თავიდან დაფიქსირებას/გაგზავნას ითხოვს.

Requote რექვოტი – როგორ ავიცილოთ

ყველაზე ქმედითი ვარიანტია პარამეტრებში მოთხოვნილი ფასიდან გადახრა გავზარდოთ, როგორც წესი ეს პარამეტრი დგება 2-3 პუნქტის მანძილზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ორდერი გაიხსნება სულ სხვა ფასით თქვენი მიმართულების საწინააღმდეგოდ.

მეორე ვარიანტია – ბროკერის შერჩევა ორდერების საბაზრო Market Execution შესრულების სისტემით. ამ ვარიანტში თქვენი ორდერი გაიხსნება ბაზარზე არსებული ფასით და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა დადებითი ან უარყოფითი მიმართულებით თუ რამდენი პუნქტით გასცილდა საბაზრო ფასი თქვენ მიერ მოთხოვნილ ფასს. აღსანიშნავია, რომ ასეთი ვარიანტი ზრდის სავაჭრო ოპერაციის რისკიანობას.

მაინც უფრო საიმედო ვარიანტად მიჩნეულია ორდერების მომენტალური შესრულების Instant Execution სისტემის მქონე ბროკერებთან მუშაობა, რა თქმა უნდა თუ სადილინგო ცენტრი ნამდვილად მუშაობს ამ სისტემით და ეს არ წარმოადგენს მის სარეკლამო ანკესს.

რექვოტი ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს პირველ რიგში სკალპერებისა და სიახლეებზე ვაჭრობის სტრატეგიით მოვაჭრე ტრეიდერებისათვის, ასევე იმათთვის ვისაც მიმდინარე/საბაზრო ფასით უყვართ ორდერების გახსნა.

ჩემი აზრით რექვოტების თავიდან აცილების ყველაზე კარგი საშუალებაა დავეჩვიოთ გადადებული ორდერებით ვაჭრობას, მათ შორის სიახლეებზე ვაჭრობის დროსაც კი. ამ პრობლემის გამო სკალპერებს, რომელთათვისაც ერთი ოპერაციიდან 3-5 პუნქტის მოგებაზეა საუბარი, რექვოტებს შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს, ამიტომ ერიდეთ სკალპინგს ტრენდის სწრაფი მოძრაობის და სიახლეების გამოქვეყნების პერიოდში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს სმს სიგნალები დეპოზიტის გარეშე

SMS სიგნალები ფორექსზე (დეპოზიტის გარეშე)

SMS სიგნალების სისტემა არის მომსახურების სახეობა, რომლის გამოწერის შემდეგ ტრეიდერი იღებს შეტყობინებას, ამა თუ ინ …