პუნქტის ღირებულება ფორექსზე

პუნქტის ღირებულება ფორექსზე

ზოგჯერ, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისას საჭიროა ვიცოდეთ პუნქტის ღირებულება – საკრედიტო მხარის განსაზღვრის, სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის სწორი დაყენებისათვის, შესაბამისად ზარალისა და მოგების გამოთვლისათვის.

თავის მხრივ ფორექსის პუნქტი არის მინიმალური მნიშვნელობა, რა მნიშვნელობითაც შესაძლებელია შეიცვალოს კურსი, მაგალითად სავალუტო წყვლისთვის EUR/USD სავალუტო კოტირებაში ერთი პუნქტი შეადგენს 0,0001. ანუ თუ კოტირება არის 1,4329, მაშინ 9 აღნიშნავს პუნქტების მინიმალურ რაოდენობას.

პუნქტის ფასი გვიჩვენებს ვალუტის იმ რაოდენობას, რომელსაც შეიცავს ერთი პუნქტი, მაგალითად – სავალუტო წყვილის EUR/USD ერთი პუნქტი დაახლოვებით 1 აშშ დოლარის , ან 0,7 ევროს ტოლია, იმისდა მიხედვით თუ რა მეთოდით ვაწარმოებთ დაანგარიშებას.

უმეტეს ბროკერებთან კოტირება სავალუტო წყვილებისათვის EUR/USD, GBP/USD, AUD/USD, NZD/USD მძიმის შემდეგ ოთხციფრიანია – 0,0001, ხოლო ზოგიერთი სავალუტო წყვილებისათვის USD/JPY, EUR/JPY, GBP/JPY მძიმის შემდეგ ორციფრიანი – 0,01.
როგორ დავიანგარიშოთ ერთი პუნქტის ღირებულება:

ამისათვის გამოიყენება მარტივი ფორმულა S P= კოტირების ბიჯი х სავაჭრო მოცულობა.

ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ სავაჭრო მოცულობა აღებულია საბაზო ვალუტისთვის, ხოლო პუნქტის ღირებულება და კოტირების ბიჯი აღებულია კოტირებული ვალუტისათვის.

მაგალითად, სავალუტო წყვილისთვის EUR/USD სავაჭრო მოცულობით 10 000 ევრო, კოტირების ბიჯით 0,0001 – ერთი პუნტი დაანგარიშდება შემდეგნაირად : 0,0001х10000=1.

მაშასადამე, ერთი პუნქტის ღირებულება სავალუტო წყვილისთვის EUR/USD არის 1 აშშ დოლარი.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს სმს სიგნალები დეპოზიტის გარეშე

SMS სიგნალები ფორექსზე (დეპოზიტის გარეშე)

SMS სიგნალების სისტემა არის მომსახურების სახეობა, რომლის გამოწერის შემდეგ ტრეიდერი იღებს შეტყობინებას, ამა თუ ინ …