პოზიციის ჩაკეტვა ფორექსზე (კლიტეს გამოყენება ფორექსზე)

პოზიციის ჩაკეტვა ფორექსზე (კლიტეს გამოყენება ფორექსზე)

პოზიციის ჩაკეტვა ფორექსზე ხშირად გამოიყენება. წამგებიანი პოზიციის შემთხვევაში ტრეიდერის მთავარი ამოცანაა დანაკარგის მაქსიმალური მინიმიზაცია.

ტრეიდინგის დროს უნდა გამოირიცხოს დეპოზიტის სრული განულების შესაძლებლობა. ამის განხორციელება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის ადრე გახსნილი წამგებიანი პოზიციის ჩაკეტვით, ე.წ. კლიტეს დაყენებით.

კლიტე, ანუ პოზიციების ლოკირება – არის იგივე მოცულობის პოზიციის გახსნა, არსებული სავაჭრო პოზიციის საპირისპირო მიმართულებით. გამოიყენება ტრენდის მიმართულების შემობრუნების დროს. ამ მეთოდის მეშვეობით ყენდება ერთგვარი კლიტე, ანუ ორივე პოზიცია ერთმანეთს კეტავს და უარყოფითი ფინანსური რეზულტატი იყინება იმ დონეზე, რა მომენტშიც ჩაიკეტა წამგებიანი პოზიცია, ანუ გაიხსნა წამგებიანი პოზიციის საპირისპირო პოზიცია. ეს ხდება იმიტომ, რომ პოზიციის ლოკირების შემთხვევაში მომგებიანი პოზიციის მოგება ფარავს წამგებიანი პოზიციის წაგებას.

პოზიციის ჩაკეტვა ფორექსზე – პოზიციის გადადებული ლოკირება, ჩაკეტვა

კლიტე შესაძლებელია დავაყენოთ, როგორც რეალური დროის რეჟიმში, ასევე გადადებული ორდერების მეშვეობითაც.

პირველ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, გავხსენით ორდერი და თუ ფასი საპირისპირო მიმართულებით წავიდა, მაშინ ვხსნით საპირისპირო ორდერს, რის გამოც ჩვენი პოზიციების მომენტალური ლოკირება მოხდება.

პოზიციის გადადებული ლოკირება ანაცვლებს სტოპ ლოსს, თუმცა ორივე მომენტის ერთობლივად გამოყენებაც არის შესაძლებელი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სავაჭრო ტაქტიკას იყენებთ.

ასეთი ტაქტიკის გამოყენების შემთხვევაში ტრეიდერი იცავს დეპოზიტს სრული განადგურებისაგან. ამასთან ერთად, არც მოგების მიღების შანსს ვკარგავთ, ბაზარზე განვითარებული შემდგომი მოვლენებიდან გამომდინარე.

პოზიციის ჩაკეტვა ფორექსზე – გადადებული ლოკის (კლიტეს) დაყენება, ჩაკეტვა
  • ვაანალიზებთ მიმდინარე ტენდენციას, ვსაზღვრავთ ტრენდის მიმართულებას და ფასის უკუსვლის მანძილს, რომლის გავლის შემდეგ ტრენდი შემობრუნდება. ვთქვათ ჩვენი მაგალითის შემთხვევაში კორექციის/უკუსვლის მანძილი 40 პუნქტია;
  • ვხსნით ორდერს ფასის მიმდინარე მოძრაობის მიმართულებით. აქვე აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ თუ ვიყენებთ კლიტეს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოზიცია უნდა გავხსნათ ზერელედ. დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ მაგალითს, სადაც პოზიციის მოცულობა პირობითად არის 0,1 ლოტი;
  • ვაყენებთ გადადებულ ორდერს პირველი პოზიციის საპირისპიროდ, სავარაუდო შემობრუნების წერტილში – ჩვენ შემთხვევაში, მიმდინარე ფასიდან 40 პუნქტის მანძილზე, იგივე 0,1 ლოტით. უფრო ვრცლად გადადებული ორდერების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში – გადადებული ორდერების დაყენება;

ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ ჩვენი კლიტე/ლოკი დაყენებულია, მაგრამ იგი ამუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფასი წავა პროგნოზირებული მიმართულების საპირისპიროდ, იმ პუნქტების რაოდენობის მანძილზე, სადაც დავაყენეთ გადადებული ორდერი.

თუ საპირისპირო ტრენდი მომძლავრდა, მაშინ შეგვიძლია დავხუროთ წამგებიანი პოზიცია და დაველოდოთ მეორე, მომგებიანი, გადადებული პოზიციისგან მოგების ზრდას. ზარალიანი პოზიციის დახურვის ერთ-ერთ ვარიანტად შესაძლებელია გამოვიყენოთ სტოპ ლოსი, რომელიც უნდა დადგეს მეორე ორდერის გახსნის წერტილში, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია უკვე აღარ იქნება ლოკირებული და მეორე (გადადებულ) პოზიციაზე უნდა დადგეს ჩვეულებრივი სტოპ ლოსი.

ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ პოზიციების ლოკირება, მოკლე დისტანციებზე ყოველთვის მირჩევნია სტოპ ლოსების დაყენებას. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც წამგებიანი პოზიცია ფაქტიურად უიმედოა. ამ შემთხვევაში ვკეტავ წამგებიან პოზიციას და სხვა მესამე, მეოთხე და ა.შ. მომგებიანი ორდერებით ვფარავ გაყინულ ზარალს, რის შემდეგაც ვხურავ ლოკირებულ პოზიციას, ხშირ შემთხვევაში ორივე ორდერს და ფაქტობრივად გადავდივარ უზარალობაში, რაც წაგებას ნამდვილად სჯობია.

მაგალითად, ვაჭრობის დასაწყისში დეპოზიტზე მაქვს 1 000 აშშ დოლარი. გავხსენი პოზიცია რომელიც 300 აშშ დოლარის მინუსში გავიდა. ე.ი. დეპოზიტზე დამრჩა 700 აშშ დოლარი. ამ შემთხვევაში ვკეტავ პოზიციას და ვყინავ ზარალს – 300 აშშ დოლარზე. ფორექსზე ვაჭრობის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ უნდა ჩაიციკლოთ ერთ ან ორ ორდერზე. ვაჭრობა უნდა მიმდინარეობდეს დინამიურ რეჟიმში. არის სიგნალი – მაშასადამე უნდა გახსნათ პოზიცია, არ არის – მაშასადამე უნდა დაელოდოთ.

ერთ ან ორ და სამ ორდერზე ჩამოკიდება დეპოზიტის ზრდას ვერ უზრუნველყოფს. დავუბრუნდები ისევ ჩემს მაგალითს, მაშასადამე წამგებიანი პოზიციის ლოკირების შემდეგ, ვაგრძელებ ვაჭრობას და ჩვეულ რეჟიმში ვხსნი პოზიციებს, და თუ პოზიციებმა მომცა 300 აშშ დოლარის მოგება, მაშინ ჩაკეტილი პოზიციიდან ორივეს ვხურავ, რაც საშუალებას მაძლევს დეპოზიტი ისევ 1 000 აშშ დოლარი გავხადო, მაშასადამე ფაქტიურად ზარალი არ განმიცდია, ანუ ვარ უზარალობაში. ასეთ ვითარებაში, უმრავლეს შემთხვევაში ლოკირებული პოზიციის მხოლოდ წამგებიან ორდერს ვხურავ, ხოლო მომგებიანს ვაძლევ ზრდის საშუალებას.

ხსენებულ მეთოდს ვიყენებ პირადად და არავის ვაძლევ რეკომენდაციას მისი გამოყენებისათვის. მეთოდი მხოლოდ მაგალითია და არა ინსტრუქცია გამოყენებისათვის.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს სმს სიგნალები დეპოზიტის გარეშე

SMS სიგნალები ფორექსზე (დეპოზიტის გარეშე)

SMS სიგნალების სისტემა არის მომსახურების სახეობა, რომლის გამოწერის შემდეგ ტრეიდერი იღებს შეტყობინებას, ამა თუ ინ …