მარტივი სკალპინგის ტექნიკა

მარტივი სკალპინგური ტექნიკა

სკალპინგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან მეთოდს და ვაჭრობის ამ სისტემისთვის არ არის საჭირო სწავლების ხანგრძლივი პროცესი, ამიტომ იგი ხშირად გამოიყენება დამწყები ტრეიდერების მიერ.

მრავალი სკალპინგური სტრატეგია არსებობს. სტატიაში განვიხილავთ სკალპინგის ტენიკას და არა სტრატეგიას კლასიკური სახით, თუმცა სავსებით შესაძლებელია იგი სტრატეგიად ჩამოყალიბდეს. თითოეულმა ტრეიდერმა, რომელიც ამ ტექნიკას აირჩევს ინსტრუმენტად, უნდა მოირგოს თავის თავზე და დახვეწოს იგი. იმისათვის რომ დაეუფლოთ სკალპინგის ამ ტექნიკას საჭიროა ორიოდე ინდიკატორის ფუნქციონირების პრინციპში გარკვევა.

უნდა გახსოვდეთ, რომ სკალპინგით ვაჭრობისას ტრეიდერი ყველაზე მეტ ემოციურ დატვირთვას განიცდის და შესაბამისად ემოციურად, ფიზიკურად და მორალურად იღლება. მერწმუნეთ ეს ნამდვილად ასეა. ამიტომ სკალპინგით ვაჭრობა მიზანშეწონილია მცირე პერიოდების განმავლობაში შუალედური შესვენებებით.

არსებობს უამრავი, სხვადასხვა სახის სტრატეგია, რომელიც შეიცავს აღნიშნულ მიდგომას, მაგრამ საკმაოდ რეზულტატურია ის სტრატეგიები, რომლებშიც გამოყენებულია ტრენდის ანალიზის ტექნიკური საშუალებები. სწორედ ასეთ ტექნიკაზე გვექნება საუბარი ამ სტატიაში.

სკალპინგის ტექნიკა გულისხმობს ვაჭრობას ყველაზე მცირეპერიოდიან დროის ინტერვალში, ხოლო მოგება ბუკვალურად რამდენიმე პუნქტს შეადგენს, თუმცა თუ გაგიმართლებთ შესაძლებელია უფრო მეტი მოგებაც ნახოთ. ღია სავაჭრო პოზიციის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთს, ზოგჯერ წამსაც კი შეადგენს.

წარმატებული ვაჭრობისათვის საჭიროა: მინიმალური სპრედის მქონე ბროკერი, დაბალსპრედიანი მაღალვოლატილური სავალუტო წყვილი და მდგრადი ინტერნეტკავშირი. მობილურებითა და სხვა საშუალებებით ვაჭრობა, გარდა სტაციონარული კომპიუტერისა, რეკომენდებული არ არის.

კომპიუტერში უნდა ჩამოტვირთოთ და გრაფიკზე დააყენოთ ტრენდის მიმართულების ინდიკატორი, აგრეთვე სტანდარტული ინდიკატორი Stochastic, რომელიც სავაჭრო ტერმინალის სტანდარტულ კომპლექტშია.

ვაჭრობა შესაძლებელია, როგორც ტრენდის მიმართულებით, ასევე მის საწინააღმდეგოდ – უკუსვლების დროს, მაგრამ თუ ამ უკანასკნელ ვარიანტს გამოიყენებთ, უნდა იყოთ მზად, რომ თუ უკუსვლისას ვერ მოასწრებთ ორდერის დროულად დახურვას, მაშინ შემდეგი მოძრაობა შეჭამს თქვენს დეპოზიტს და ერთმნიშვნელოვნად წაგებაში იქნებით.

მარტივი სკალპინგური ტექნიკა – გამოყენება

ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი არის სავალუტო წყვილი EUR/USD, რომელსაც როგორც წესი მინიმალური, 1-2 პუნქტის ოდენობის სპრედი გააჩნია. ლოტის სიდიდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ტაიმფრეიმი ერთწუთიანია, საკრედიტო მხარი მაქსიმალური, ასეთი მიდგომა საშუალებას მოგცემთ გამოიმუშავოთ საგრძნობი თანხა ორიოდე პუნქტის მოგების შემთხვევაშიც კი.

  • ტრენდის მაჩვენებელი ინდიკატორის მეშვეობით განვსაზღვრავთ ბაზარზე არსებულ ტრენდს და მის ძალას, მიმართულებას ვიზუალურად ვადარებთ М5 და М15 ინტერვალებზე;
  • ყიდვა – აღმავალი ტრენდის დროს Stochastic ინდიკატორის უწყვეტი ხაზი კვეთს წყვეტილ ხაზს ქვემოდან ზემოთ, სასურველია, რომ ორივე ხაზი იმყოფებოდეს 20-იანი დონის მახლობლად (გაჯერებული გაყიდვის ზონა);
  • გაყიდვა – ბაზარზე ძლიერი დაღმავალი ტრენდია, ინდიკატორი Stochastic იმყოფება გაჯერებული ყიდვის ზონაში (80-იანი დონე) და ინდიკატორის უწყვეტი ხაზი კვეთს წყვეტილ ხაზს ზემოდან ქვემოთ;
  • ორდერი იხურება მაშინვე, როდესაც მიიღებთ 5 პუნქტიან მოგებას, ან თქვენი შეხედულებისამებრ;
საყურადღებო მომენტი: თუ ინდიკატორის Stochastic უწყვეტი ხაზი ასრულებს ქაოტურ მოძრაობებს და ძალიან ხშირად კვეთს წყვეტილ ხაზს, მაშინ უმჯობესია ვაჭრობისგან თავი შეიკავოთ, ან ივაჭროთ იგივე ტექნიკით, ტრენდთან თანხვედრილად დროის უფრო დიდ ინტერვალებზე.

ყველას შეუძლია დაამუშავოს ეს ტექნიკა თავისი სურვილის მიხედვით. პირველ რიგში მოსინჯეთ იგი დემო ანგარიშზე, გაატარეთ ისტორიაზე და თუ საჭიროდ ჩათვლით დაუმატეთ რაიმე კომპონენტი.

როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს არ არის სტრატეგია მკაცრად განსაზღვრული ალგორითმით. ფორექსის დახვეწილ და მზა სტრატეგიებს გაეცანით, ამ საიტის სპეციალიზებულ რუბრიკებში. ეს არის სკალპინგის მარტივი ტექნიკა, რომელიც მოხერხებულ ხელებში საკმაოდ კარგ შემოსავლიან სტრატეგიად შეიძლება ჩამოყალიბდეს. ჩემი მიზანია ფორექსის სწავლების პროცესში, ნელ-ნელა შეგაჩვიოთ სხვადასხვა ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მეთოდებს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს სმს სიგნალები დეპოზიტის გარეშე

SMS სიგნალები ფორექსზე (დეპოზიტის გარეშე)

SMS სიგნალების სისტემა არის მომსახურების სახეობა, რომლის გამოწერის შემდეგ ტრეიდერი იღებს შეტყობინებას, ამა თუ ინ …