სანთლური მოდელი "მაღალი ნახტომი"

სანთლების აღნიშნული კომბინაცია არის საკმაოდ არა ერთმნიშვნელოვანი, ვინაიდან მისი გამოჩენა გრაფიკზე არის, როგორც შემობრუნების, ასევე ტენდენციის გაგრძელების სიგნალი.

ყველაფერი დამოკიდებულია არსებულ ტრენდზე და სანთლური მოდელის სიგრძეზე, სწორედ ეს ორი ფაქტორი განაპირობებს მოდელის, ტრენდზე გავლენის ხარისხს.

მიჩნეულია, რომ ტრენდი იმოძრავებს ყველაზე გრძელი სანთლის თანხვედრილი მიმართულებით, ანუ თუ ბაზარზე გაბატონებულია აღმავალი ტრენდი და ჩვენს სანთლურ მოდელში დაღმავალი სანთელი არის უფრო გრძელი, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ტრენდი შემობრუნდება - მაღალია.

სანთლური მოდელი "მაღალი ნახტომი" (Kicking) – ფორმირდება ორი მკვეთრად გამოხატული სანთლით, რომელთაც გააჩნიათ გრძელი ტანები, არ აქვთ ჩრდილები და ერთმანეთისგან მცირე ფასური წყვეტით არიან დაშორებულნი.

მოდელის ფორმირება ხდება შემდეგი სქემით: პირველი ტაიმფრეიმი აფორმირებს გრძელ მარიბოზუს, ხოლო მეორე ტაიმფრეიმი იწყება საპირისპირო მიმართულების გეპით, ახალი სანთლის ტანი უნდა აღემატებოდეს უკანა სანთლის ტანს.

სანთლური მოდელი "მაღალი ნახტომი"

სანთლური მოდელი "მაღალი ნახტომი" (Kicking) გვხვდება ორ ვარიანტში - ხარის (აღმავალი) და დათვის (დაღმავალი). სანთლური კომბინაციის გავლენა ტრენდზე ძლიერდება თუ:

დათვის მოდელში - დაღმავალი სანთელი უფრო გრძელია.

ხარის მოდელში - აღმავალი სანთელი უფრო გრძელია.

იმაზე, ემთხვევა, თუ ეწინააღმდება წარმოშობილი მოდელი ტრენდს, დამოკიდებულია მისი გაგრძელება, ან შემობრუნება.

თეორიაში, პოზიციის გახსნისათვის, Kicking -სანთლური მოდელი, სასიგნალოდ გამოიყენება პრაქტიკულად ყველა, მათ შორის სკალპინგურ სტრატეგიებში.

ჩემი გამოცდილებით, ზემოთ აღნიშნული სანთლური მოდელი იშვიათად ჩნდება გრაფიკზე და საკმაოდ წინააღმდეგობრივი სიგნალების გენერატორია. ამასთან ერთად ეწინააღმდეგება გეპის თეორიას. როგორც ვიცით ყველა გეპი იხურება. მე უფრო გეპის თეორიას ვემხრობი, ვიდრე ამ სანთლურ მოდელს. ამიტომ ორდერების გახსნის დროს მხოლოდ მას ნუ დაეყრდნობით. იგი, მე-3 ხარისხის დამადასტურებელ სიგნალად გამოდგება, თუმცა სკალპინგზე, დამოუკიდებლადაც კარგ შედეგებს აჩვენებს. მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობრიობისა, ტრეიდერის ცოდნის არსენალში, ეს სანთლური მოდელი აუცილებლად უნდა არსებობდეს. GeoForex.info

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top