სანთლური მოდელების დადასტურების მეთოდები

ზოგიერთი ტრეიდერი სანთლური ანალიზის ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუმცა ტრენდის შესწავლის ამ მეთოდის უგულველყოფას ნუ იჩქარებთ, უბრალოდ შეეცადეთ გაზარდოთ მისი მარგო ქმედების კოეფიცენტი.

როგორც წესი სანთლური კობინაციები გვაუწყებენ ტრენდის გაგრძელების, მისი სიჩქარის კლების, ან მისი შემობრუნების ალბათობის შესახებ. იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ მიღებული სიგნალის  სისწორეში, შესაძლებელია მოცდა, მაგრამ ამ დროს სიგნალი აქტუალობას კარგავს.

ამიტომ, უფრო ეფექტურია სანთლური სიგნალი შევამოწმოთ ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის სხვა ხერხების მეშვეობით.

ყველაზე მარტივი ხერხია ერთმანეთს შევუსაბამოთ ფუნდამენტალური ანალიზი და სანთლური ანალიზი. აქ ყველაფერი მარტივადაა - თუ სავალუტო წყვილის გრაფიკზე გამოჩნდა  შემობრუნების ფიგურა, ვამოწმებთ მოვლენებს სიახლეების არხში, რომლებიც გავლენას ახდენენ სავალუტო წყვილში შემავალი ვალუტების ფასებზე. ანალოგიურია ტრენდის გაგრძელების ფიგურებთან მიმართებაში, მაგრამ ამ შემთხვევაში სიახლე უნდა აძლიერებდეს საბაზო ვალუტის პოზიციებს.

მეორე ვარიანტია ფორექსის ინდიკატორების გამოყენება. ამ შემთხვევაში მთავარია, არსებული სავაჭრო სტრატეგიის შესაბამისად, სწორად ავირჩიოთ საჭირო ინსტრუმენტი. მაგალითად, თქვენ ვაჭრობთ შემობრუნებაზე და იყენებთ შემობრუნების სანთლურ მოდელს, ამიტომ დამხმარედ უნდა აირჩიოთ ტრენდის შემობრუნების ინდიკატორები. გრაფიკზე საჭირო სანთლური მოდელის გამოჩენის შემდეგ სავაჭრო გარიგება იხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდიკატორმაც დაადასტურა შემობრუნების ტენდენცია.

ასევე დამხმარედ შესაძლებელია გამოვიყენოთ მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზები, ან სხვა მნიშვნელოვანი დონეები. მაგალითად, ავაგეთ ფასური არხი, რომლის საზღვრები არის -  წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები. ფასის მოძრაობის დროს ერთ-ერთ საზღვართან წარმოიშვა ტრენდის გაგრძელების სანთლური მოდელი, ამავდროულად ფასმა გადაკვეთა არხის საზღვარი - მაშასადამე აღნიშნული კომბინაცია აძლიერებს გარღვევის ალბათობას.

დადასტურების მეთოდის გამოყენება არის ერთგვარი ფილტრი, ამიტომ გახსნილი პოზიციების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება, თუმცა ამავდროულად იზრდება ვაჭრობის მომგებიანობა, ვინაიდან იფილტრება მცდარი სიგნალები.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top