ფორექსის შესახებ

  • რა არის ფორექსი?
  • ფორექსი (Forex) - არის საერთაშორისო საფინანსო ბაზარი, რომელზეც ხორციელდება ვალუტის ყიდვა-გაყიდვა. იგი დაარსდა 1976 წელს, როდესაც მსოფლიოს ყველა სახელმწიფომ უარი თქვა "ოქროს სტანდარტზე" და გადავიდნენ ე.წ. "იამაიკურ სისტემაზე", რომელიც გულისხმობს ვალუტის თავისუფალ გაცვლას. ფორექსი გახდა მსოფლიო საფინანსო და ეკონომიკური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.

    ზოგჯერ ფორექსს სავალუტო ბირჟას ეძახიან, თუმცა ეს არ არის სწორი. ფორექსი საერთაშორისო, არასბირჟო ბაზარია. მას არ გააჩნია სავაჭრო ოპერაციების ჩაატარების ადგილი, რაც საშუალებას იძლევა, მისმა მონაწილეებმა სავალუტო ოპერაციები განახორციელონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

    ბაზრის მონაწილეების მიერ ფორექსი გამოიყენება ვალუტის გაცვლისთვის, თუმცა ადამიანების ძალიან დიდმა რაოდენობამ ფორექსი გაიხადა შემოსავლის ძირითად და საკმაოდ სოლიდურ წყაროდ. ისინი მოგებას ღებულობენ სავალუტო კურსების სხვაობის ხარჯზე, სპეკულაციური ოპერაციების განხორციელების მეშვეობით. ეს შესაძლებელია იმის გამო, რომ სავალუტო კურსები მუდმივად იცვლება. თუ თქვენ იყიდით ევროს 1,30 დოლარად, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თქვენ შეძლებთ თუნდაც 1 საათში იგივე ევრო გაყიდოთ 1,40 დოლარად, შესაბამისად კურსების სხვაობაზე იშოვოთ 0,1 დოლარი. აქედან გამომდინარე შეგიძლიათ დაითვალოთ - რა მოგებას მიიღებთ 1000, 10 000 ან 100 000 ევროს ყიდვა-გაყიდვის ოპერაციიდან, მით უმეტეს, რომ მარჯინალური ვაჭრობის სისტემის და საკრედიტო მხარის გამოყენებით ამისათვის არ არის საჭირო თავად გქონდეთ ანგარიშზე ათობით ათასი დოლარი.

  • ვინ არის ტრეიდერი?
  • ტრეიდერი - არის პიროვნება, რომელიც მოგების მიღების მიზნით ვაჭრობს ფინანსური ინსტრუმენტებით (ფორექსის შემთხვევაში ვალუტით).

    ყოველწლიურად ტრეიდერის პროფესიას უერთდება ათეულობით ათასი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად ეს პროფესია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ორი ათეული წლის წინ ტრეიდინგის სფეროში მოღვაწეობა ერთეულების ხვედრი იყო. ამჟამად ტრეიდერი შეუძლია გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კომპიუტერთან ურთიერთობის უნარჩვევები და შესაბამისი ინტელექტი გააჩნია.

    პროფესიის პოპულარობა გამოწვეულია მაღალი მოგების შესაძლებლობით, რომლის მიღებაც შეუძლიათ კარგად მომზადებულ ტრეიდერებს. სწორი და მიზანმიმართული ვაჭრობის შედეგად, სავაჭრო პოზიციების საშუალო შემოსავლიანობამ შესაძლებელია 100%-ს გადააჭარბოს.

  • ვინ/რა არის ფორექს ბროკერი?
  • ფორექს ბროკერები, უფრო სწორი დასახელებაა - ფორექსის სადილინგო ცენტრები, არიან კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევიან.

    ამჟამად, ფორექს ბროკერები აფართოვებენ სავაჭრო ინსტრუმენტების სპექტრს და კლიენტებს, ფორექსის ჩარჩოებს გარეთ გასვლის საშუალებას აძლევენ.  

    მოწინავე სადილინგო ცენტრები, კლიენტებს აძლევენ საშუალებას მიიღონ მოგება ფინანსური აქტივების ფასთა სხვაობიდან, რომლებზეც ვაჭრობა მიმდინარეობს ნედლეულის და საფონდო ბირჟებზე. ამგვარი შესაძლებლობა ხორციელდება CFD კონტრაქტებით ვაჭრობის მეშვეობით.

  • როგორ ხდება ვაჭრობა ფორექსზე?
  • სავალუტო და CFD ვაჭრობა ხორციელდება ინტერნეტის და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის - სავაჭრო ტერმინალის, ან სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით. სხვადასხვა ფორექს ბროკერები იყენებენ სხვადასხვა პლატფორმას. მათ შორის ყველაზე პოპულარული და დროის მიერ გამოცდილი პლატფორმაა MetaTrader.

    ფორექსზე სავაჭრო მოცულობა იზომება ლოტებით. ერთი ლოტი უდრის 100 000 (ასი ათასი) საბაზო ვალუტების ერთეულს. სავალუტო წყვილში USD/JPY საბაზო ვალუტა არის აშშ დოლარი, შესაბამისად ამ წყვილის სავალუტო კონტრაქტის ერთი ლოტი უდრის 100 000 აშშ დოლარს, რომელიც უნდა გააჩნდეს დეპოზიტზე პირს, რომელსაც სურს გავიდეს ფორექსის სავალუტო ბაზარზე.

    რა თქმა უნდა ყველას არ გააჩნია ასეთი თანხა. მაგრამ იმისათვის რომ რიგითმა ადამიანმა ივაჭროს სავალუტო ბაზარზე, საბროკერო კომპანიები მათ სთავაზობენ მარჯინალური ვაჭრობის პირობებს. მარტივად, რომ ვთქვათ აძლევენ მას კრედიტს, რომლის უზრუნველყოფა ხდება კლიენტის დეპოზიტზე არსებული თანხით. ამიტომ თეორიულად და პრაქტიკულადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფორექსზე ვაჭრობა 1 დოლართაც კი აწარმოოს. რა თქმა უნდა შემოსავალიც, დეპოზიტის რაოდენობის - ერთგვარად პროპორციული იქნება.

  • როგორ მივიღოთ შემოსავალი ფორექსზე?
  • ფორექსზე შემოსავალი ფორმირდება სავალუტო კურსების სხვაობის ხარჯზე. ვაჭრობის მექანიზმი მარტივია: მაგალითად, ვყიდულობთ 1 ევროს 1,2 დოლარად და ვუცდით სანამ ევრო 1,3 დოლარი ეღირება. მაშინ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ გავყიდით ევროს და მივიღებთ მოგებას 0,1 დოლარის ოდენობით.

    მოგების მიღება შესაძლებელია როგორც გაყიდვის (კლებადი სავალუტო კურსის დროს), ასევე ყიდვის (მზარდი სავალუტო კურსის დროს) სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისას. როგორც მიხვდით, ეს ციფრები მაგალითისთვის მოვიყვანე, რეალურად კი ვაჭრობა მიმდინარეობს უფრო დიდი მოცულობებით და სავაჭრო მოცულობების ზრდასთან ერთად, პროპორციულად იზრდება მოგებაც.

  • ფორექსზე შემოსავლის მიღებისთვის საჭიროა:
  • ბაზრის ანალიზის ცოდნა, რის საფუძველზეც შესაძლებელია პროგნოზირება;

    ფუნდამენტალური ანალიზის ცოდნა, რომელსაც საფუძვლად უდევს ვალუტების რეაქცია სხვადასხვა მაკროეკონომიკურ მოვლენებზე;

    ტექნიკური ანალიზის ცოდნა, რომელსაც საფუძვლად უდევს ისტორიული მონაცემების განმეორების ტენდენცია, აგრეთვე აქსიომა - ფასი ითვალისწინებს ყველა ფაქტორს;

    ბაზარზე შესვლის სწორი მომენტების და წერტილების შერჩევის ცოდნა;

    საკუთარ კაპიტალზე კონტროლის მეთოდების (მანიმენეჯმენტის) ცოდნა;

    დეპოზიტის რაოდენობა;

    ბაზარზე არსებული სიტუაციაში სწორი ორიენტირება - ბაზრის ფსიქოლოგია;

    სწორი და დახვეწილი სავაჭრო სტრატეგიის არსებობა.

  • ტრეიდერების შემოსავალი
  • ბევრი ფილოსოფიის გარეშე მოვიყვან რეალურ ციფრებს, რეალური ვაჭრობის შედეგებიდან (ცოტათი დავამრგვალებ ციფრებს) : ვთქვათ დეპოზიტზე გაქვთ 100 (ასი) აშშ დოლარი. ვაჭრობთ ნებისმიერ პოპულარულ სავალუტო წყვილზე, ვთქვათ AUD/USD , გახსენით სავაჭრო პოზიცია 0,01 ლოტის მოცულობით (სტანდარტულ ანგარიშზე). ერთი პუნქტი დაახლოვებით 10 ცენტს უდრის. არჩეულ სავაჭრო წყვილზე დღიური მოძრაობა ორივე მხარე დაახლოვებით 80-170 პუნქტია (იშვიათია დღე, როდესაც ნებისმიერი ვოლატილური წყვილი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი მიმართულებით, კორექციის გარეშე მოძრაობდეს).

    ავიღოთ მოძრაობს დიაპაზონის საშუალო მაჩვენებელი 100 პუნქტი. მაშასადამე 100 პუნქტი X 0,01 აშშ დოლარზე = 10 აშშ დოლარს. ფორექსი მუშაობს კვირაში 5 დღე. მაშასადამე თვეში 20 დღე.

    20 დღე X 10 აშშ დოლარზე = 200 აშშ დოლარს. ე.ი. 100 აშშ დოლარიანი დეპოზიტით ვიგებთ 200 აშშ დოლარს, ე. ი. თვეში დეპოზიტს ვზრდით 200%-ით.

    ახლა თავად იანგარიშეთ იგივე მაგალითი, როდესაც დეპოზიტი და სავაჭრო მოცულობა (ლოტი) 10-ჯერ გავზარდეთ. და საკუთარ თავს შეეკითხეთ, რომელ ლეგალურ ბიზნესს აქვს პოტენციალი თვეში 200%-იანი მოგება მოგვცეს?

    მაგრამ ეს ყველაფერი ასე მარტივი ნამდვილად არ არის. იმისათვის, რომ სტაბილური, ზემოთაღნიშნულის მსგავსი შემოსავალი მიიღოთ საჭიროა სწავლა, სწავლა, სწავლა, რომელიც თქვენს შრომისმოყვარეობასა და ინტელექტზეა დამოკიდებული და გამოცდილება, გამოცდილება, გამოცდილება, რომელიც დროთა განმავლობაში მოდის.

  • ფორექსი თამაში არ არის
  • არის მცდარი მოსაზრება, რომ ფორექსზე და სხვა ფინანსურ ბაზრებზე, მათ შორის საფონდო, სასაქონლო და ნედლეულის ბირჟებზე ვაჭრობა, კაზინოში თამაშის მსგავსია: დადებ ფსონს სავალუტო კურსის ზრდაზე ან კლებაზე და მოიგებ, თუ შენმა პროგნოზმა გაამართლა.

    ასეთი მოსაზრების გამო ბევრი მოდის სავალუტო ბაზარზე, იწყებს ვაჭრობას და ეყრდნობა თავის იღბალს. ისინი არ იაზრებენ საკუთარ ნაბიჯებს, არ ცდილობენ ისწავლობ ბაზრის ტრენდის პროგნოზირების ხელოვნება, არ უღრმავდებიან სავაჭრო მეთოდების შესწავლას, მოქმედებენ იმპულსურად, ინტუიციით - ისევე, როგორც აზარტული თამაშების მოთამაშეები.

    საბოლოო ჯამში კი ასეთი ადამიანები განიცდიან ზარალს და სავალუტო ბაზრიდან მიდიან, მასზე ნეგატიური წარმოდგენებით დამუხტულები, იმ აზრით რომ ფორექსი არის "ლოხოტრონი", საბროკერო კომპანიები არიან თაღლითები და რომ ფორექსზე ვაჭრობით შეუძლებელია შემოსავლის მიღება.

    იმისათვის, რომ არ მოხვდეთ ასეთი ადამიანების რიცხვში და მიიღოთ სტაბილური შემოსავალი ფორექსის ბაზარზე ვაჭრობისაგან, პირველ რიგში უნდა შეიცვალოთ ფინანსურ ბაზარზე სავაჭრო გარიგების განხორციელების პროცესის აღქმა. დაივიწყეთ ისეთი გამოთქმები, როგორებიცაა "ბირჟაზე თამაში", "ფორექსზე თამაში" და ა. შ. თუმცა გპირდებით ასეთ გამოთქმებს ბოლომდე მაინც ვერ დაივიწყებთ, რადგან ფორექსი ნამდვილი ტრეიდერისათვის არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ხოლო თვით ცხოვრება, როგორც მოგეხსენებათ, არის თამაში. უბრალოდ ნუ მიუდგებით ფორექსს, ფორექსზე ვაჭრობას როგორც - თამაშს.

  • ფორექსზე წარმატებული ვაჭრობისათვის საჭიროა:
  • ფორექსზე წარმატებული ვაჭრობისათვის საჭიროა გაითავისოთ რამდენიმე ძირითადი აქსიომა.

  • ფორექსი - არ არის თამაში. შემთხვევითობა აქ არ არსებობს, ვალუტების კურსების ცვლილება რულეტკის ტრიალს არ ჰგავს. ვალუტების კურსების ცვლილებები გამოწვეული სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორების ერთობლიობით;
  • ფორექსზე შემოსავლის მიღებისათვის არ უნდა დაეყრდნოთ იღბალს (ისე ცოტა იღბალი მაინც ყველაფერში საჭიროა). იმისათვის, რომ ფორექსზე მიიღოთ მოგება, საჭიროა გესმოდეთ ბაზარი, იცოდეთ მისი კანონზომიერებები, იცოდეთ მისი პროგნოზირება. ამიტომ, სანამ ვაჭრობას დაიწყებდეთ უნდა გაიაროთ შესაბამისი სწავლების კურსი, რომელიც ამ საიტზეც არის წარმოდგენილი;
  • ფორექსზე ვაჭრობისას აუცილებელია ემოციების მოთოკვა, მოქმედებებში გამორიცხეთ აზარტი. ამაში დაგეხმარებათ კაპიტალის მართვის წესები (მანიმენეჯმენტის) და ბაზრის ფსიქოლოგიის ცოდნა.

თუ დაგაინტერესათ ბიზნესის ამ სფერომ, გსურთ მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, მაშინ თქვენ, ფორექსის შესწავლა დამოუკიდებლად, უფასოდ და ინტერაქტიული (იგულისხმება კომენტარებში კითხვა/პასუხი) მეთოდის გამოყენებით - შეგიძლიათ ამ საიტზე.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    ქეთი - ტრენინგებს არა :):) სასწავლო კურსს კი ვგეგმავ

    Short URL:
  • ქეთი

    ტრეინინგებს არ გეგმავთ ?

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    marita - რაც მე ვიცი არის ამ საიტზეა და მომავალშიც გამოქვეყნდება არაერთი სტატიის და ვიდეოკურსის სახით. ვისაც ეს მასალა არ აკმაყოფილებს შემიძლია ვურჩიო საძიებო სისტემა "გუგლი"

    Short URL:
  • marita

    მადლობთ ლევან. მაგრამ თავად თქვენ საიდან გაქვთ ამდენი ინფორმაცია ფორექსთან დაკავშირებით? თუ შეგიძლიათ მომაწოდეთ დაწვრილებითი ინფორმაცია, მინდა გავერკვე ამ საკითხში იმ დონემდე რომ დამოუკიდებლად შევძლო მუშაობა... თუ დამეხმარებით, მხოლოდ ამ საიტზე რასებული ინფორფმაციით არის ეს შესაძლებელი? მომაწოდეთ ინგლისურ ენოვანი სახელმძღვანელოს ონლაინ მისამართი. ეს ვიცი რომ მარკეტინგი არ არის, უბრალოდ ვიფიქრე ამ სფეროშიც იქნება გარკევული თქო:) მადლობთ.

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    marita - ფორექსი არ არის ონლაინ მარკეტინგი, არც ჰგავს მას არავითარი კრიტერიუმით, ახლოსაც კი არ არის მასთან. ფორექსი არის საბირჟო საქმიანობა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე.

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    marita - ქართული მასალა არ ვიცი და სიმართლე გითხრათ არც წამიკითხავს. ჩემი თვალსაზრისით, ამგვარი თემატიკის რაიმე ღირებული ქართული რესურსი რომ მენახა - ამ საიტს აღარ შევქმნიდი

    Short URL:
  • marita

    მე საერთოდ ვერ ვერკვევი ონლაინ მარკეტინგში, ვინაიდან საქართველოში ეს სფერო ახლა იდგავს ფესვებს დ არ მოიპოვება საკმარისი და ნორმალური ინფორმაცია მასზე, თუ რაიმე კონკრეტული სახელმძღვანელო არსებობს და მიგიწვდებათ ხელი, იქნებ დამილინკოთ ან პირდაპირ ავტორი და წიგნის სახელი მითხრათ და თუ სად არის მისი შეძენა შესაძლებელი...

    Short URL:
  • marita

    მაინტერესებს რაიმე სახელმძღვანელო თუ არის ქართულ ენაზე, რომლის შეძენას ან პდფ ფორმატით გადმოწერას შევძლებ. საკმაოდ რეალურად ჟღერს ეს ყველაფერი, უბრალოდ კითხვა პასუხის რეჟიმით იმ დონის ცოდნის მიღება რომ დამოუკიდებლად ვიმუშავოთ ძნელი იქნება... დიდი მადლობა წინასწარ..

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    irakli - კეთილი სიტყვებისთვის მადლობა. კითხვა-პასუხებზე შეზღუდვა ნამდვილად არ არის))))

    Short URL:
  • irakli

    Admin-ლევანი - დიდი მადლობა პასუხისთვის. საერთოდ დიდი მადლობა ამ საიტის ორგანიზებისთვის, ნამდვილად ვეძებდი რაიმე მსგავსს. ამ სფეროში სრულიად ახალი ვარ, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა და მომეცა შანსი გარკვეულ დონეზე შევისწავლო თემა, რაც თქვენი კეთილი ნების და დიდი შრომის შედეგია, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.
    წინასცარ გიხდით ბოდიშს რომ მომიწევს კომენტარებში ხშირად დაგისვათ ალბათ უაზრო კითხვები

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    irakli - metatrader-ი არის გლობალური პროგრამა, რომლითაც ბირჟაზე ერთმანეთს უკავშირდება და ვაჭრობს ასეულობით მილიონი ადამიანი, ამიტომ ასეთი ქართულენოვანი პროგრამა ბუნებაში ვერ იარსებებს. შესაძლებელია, რომელიმე ქართველ ბროკერს აქვს ქართულენოვანი ინტერფეისი, თუმცა მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. ქართულენოვანი ინტერფეისი არსად შემხვედრია და ვერც ვხედავ ამის საჭიროებას

    Short URL:
  • irakli

    გამარჯობა. არის "metatrader"-ის მსგავსი ქართულენოვანი პროგრამა, გთხოვთ მიმითითოთ სახელი

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    მიხეილ - ფორექს მარკეტის შესახებ ინფორმაცია ალბათ იქნება განთავსებული მათივე საიტზე და გირჩევთ იქ გაეცნოთ. მე მათ შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია

    Short URL:
  • მიხეილ

    ვინ არიან ფოქს მარკეტი?

    Short URL:
  • მიხეილ

    რას ემსახურება ფოქს მარკეტი საქართველოში? რამდენად რეალური არიან?

    Short URL:
Load More

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top