საპაიო საინვესტიციო ფონდების ინვესტირების გამოცდილება (ნაწილი II)

საპაიო საინვესტიციო ფონდების ინვესტირების გამოცდილება (ნაწილი II)

საპაიო საინვესტიციო ფონდების ინვესტირების გამოცდილების თვალსაზრისით შევეხოთ ჯონ ბოლგის წიგნის ” Common Sense on Mutual Funds. New Imperatives for the Intelligent Investor”, ზოგიერთ მნიშვნელოვან შეხედულებებს:

“მე შემიძლია მოგცეთ მნიშვნელოვანი დარიგებები, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემთ აღმოჩნდეთ სწორედ იმ ადგილას, სადაც უნდა იმყოფებოდეთ საინვესტიციო წარმატების მიღწევის გზაზე. ისინი შემიძლია ჩამოვაყალიბო მარტივი პრინციპების სახით, რომლებიც ნებისმიერი გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენენ, რომლებსაც შეუძლიათ მოუტანონ ადამიანს ფინანსური წარმატება. სამწუხაროდ ფუჭი მოლოდინები მოაქვთ ჯილდოდ იმ ინვესტორების უმრავლესობისათვის, რომლებიც იგნორირებენ გრძელვადიან საინვესტიციო იდეალებს. ისინი იყენებენ ხარჯიან მოკლევადიან სტრატეგიებს და ყურადღებას არ აქცევენ ინვესტირების საკვანძო ფაქტორს – სიმარტივეს. ვინაიდან მათი ქმედებები უფრო და უფრო რთულდება – იზრდება შესაძლო დაშვებული შეცდომების ალბათობაც, რომელსაც იმედგაცრუებისკენ მივყავართ. ეცადეთ გაიმარტივოთ საინვესტიციო გზა, დაიცავით მარტივი საინვესტიციო გეგმები. მიეცით საშუალება ბაზარს წავიდეს თავისი გზით.

ინვესტირების მთავარი საიდუმლოა, ის რომ წარმატებულ ინვესტირებას არავითარი საიდუმლო არ გააჩნია.

თუ დაიცავთ ძირითად, არა რთულ წესებს, თქვენი ინვესტიციები სიცოცხლის უნარიანი იქნება და გაიზრდება გრძელვადიან პერსპექტივაში.

თქვენი მტერი – იმპულსიურობაა. საკუთარი საინვესტიციო პროგრამის განხორციელებისას არ უგდოთ ყური ემოციებს. იყავით უფრო რაციონალურები პერსპექტიული შემოსავლების მოლოდინის დროს. არ ცვალოთ საკუთარი, პირვანდელი განზრახვები, მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც გინდოდათ. მკაცრი კრიზისები და ვარდნები – ეს არის მოსამზადებელი პლაცდარმი უფრო გულუხვი და ნათელი ეკონომიკური ციკლის პერიოდისათვის.

თქვენი მეგობარია – დრო. შეეცადეთ მაქსიმალური დრო დაუთმოთ ამ საქმეს. დაიწყეთ ინვესტირება, რაც შეიძლება ადრეულ პერიოდში. თუნდაც იყოთ 20 წლის ასაკში და არ გქონდეთ საკმარისი რაოდენობის ფული – დაიწყეთ და არ გაჩერდეთ. ინვესტირების რეგულარობა ქცევად უნდა გექცეთ. ეს მოგცემთ საშუალებას არ დააგდოთ ტემპი რთულ პერიოდებშიც კი, ხოლო რთული პროცენტი თავის ჯადოსნურ საქმეს მაინც გააკეთებს.

უნდა ახორციელოთ ინვესტიციები. ყველაზე დიდი რისკი – არის გრძელვადიანი რისკი, რომელიც დაკავშირებულია იმასთან , რომ თქვენ აბანდებთ ფულს/სახსრებს და აიძულებთ მას იმუშაოს, რათა მან მოგიტანოთ მოგება, და არა მოკლევადიანი რისკი, რომელიც დაკავშირებულია ფასების ვოლატილობასთან.

ყოველთვის მიჰყევით საკუთარ კურსს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ხდება გარშემო – მკაცრად უნდა დაიცვათ შერჩეული სტრატეგიის წესები. ისევ და ისევ გავმეორდები – “ყოველთვის მიჰყევით საკუთარ კურსს”. შესაძლებელია ეს იყოს მთავარი რჩევა, რომელიც შემიძლია მივცე ინვესტორებს. შესაძლებელია მომავალი გამოკვეთილად არ ჩანს, ხოლო შემოსავლების რაოდენობა მუდმივად ცვალებადია – უბრალოდ უფრო მეტი ნდობით შეხედეთ მომავალს.

შესაძებელია ზამთარში მკაცრი სიცივეები იყოს, ან ზაფხულში გვალვამ გადაწვას ყველაფერი. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია გახსოვდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსური ბაზრები და ეკონომიკა იქნება რაციონალური და სტაბილური. არ დაუშვათ, რომ ცრუიმედებმა, შიშმა, კურსების მოკლევადიანმა რყევებმა და საბაზრო ფსიქოლოგიამ ხელი შეგიშალოთ საფუძვლიანი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში.

ისწრაფეთ სიმარტივისკენ. არ გაართულოთ არაფერი. ინვესტიციების ფუნდამენტი მარტივია: რესურსების რაციონალური განაწილება სხვადასხვა ინსტრუმენტებს შორის: ობლიგაციები, აქციები და ნაღდი ფული; ისეთი ფონდების შერჩევა, რომლებიც იყენებენ სტაბილურ სტრატეგიებს და მუშაობენ სანდო ფინანსურ ინსტრუმენტებთან; ბალანსის დაცვა – შემოსავალს, ხარჯსა და რისკს შორის.

გამოიყენეთ მარტივი არითმეტიკა. არ დაკარგოთ კონტროლი საინვესტიციო ხარჯებზე. თქვენი რეზულტირებული მოგება – საინვესტიციო პორტფელის მთლიანი შემოსავალი მინუს ხარჯები (კონსულტანტების ჰონორარი, ტრანზაქციული ხარჯები, გაყიდვების საკომისიო). ხარჯების ოპტიმიზაცია გაამარტივებს საბოლოო შედეგის მიღწევის ძალისხმევას.”

სწორედ ამ ექვსი არა რთული პრინციპით შესაძლებელია ავღწეროთ ჯონ ბოგლის საინვესტიციო ფილოსოფია. ამ პრინციპების განუხრელად დაცვა ფინანსური ბაზრების ნებისმიერი ტიპის ინვესტორისთვის საჭიროა, იმისათვის რომ იგი იყოს წარმატებული. ყოველივე აღნიშნულის სისწორე აჩვენა დრომ და გამოცდილებამ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საბანკო მართვის საერთო ფონდები

საბანკო მართვის საერთო ფონდები

კოლექტიური ინვესტიციების ბაზარზე, გარდა საპაიო საინვესტიციო ფონდებისა, აგრეთვე არსებობენ – საბანკო მართვის საერთო ფონდები.