საპაიო საინვესტიციო ფონდები იყოფა სახეობებად და ტიპებად.
არსებობს სსფ-ების სამი ტიპი: ღია, ინტერვალური და დახურული. მათ შორის ძირითადი განსხვავება მდგომარეობს პაიებთან დაკავშირებული ოპერაციების სიხშირულ შესაძლებლობებზე.
- ღია საპაიო საინვესტიციო ფონდს შეუძლია განახორციელოს ოპერაციები ნებისმიერ დროს. ინვესტორებისათვის ეს ვარიანტი ყველაზე ხელსაყრელია. მათთან თანამშრომლობის პერიოდში, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი პაის ფასის დადგენა და მასზე ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება.
- დახურულ საპაიო საინვესტიციო ფონდს აქვს საქმიანობის გარკვეული პერიოდი, რომლის დროსაც პაის გამოსყიდვა არ არის ნებადართული. თუ დახურული ფონდი ჩამოყალიბდა სამწლიანი ვადით, მაშინ მმართველი კომპანია, ინვესტორებისაგან პაის შესყიდვას დაიწყებს ამ სამწლიანი პერიოდის დასრულების შემდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ვიყიდით დახურული საპაიო საინვესტიციო ფონდის პაის, მაშინ მის გაყიდვას შევძლებთ მხოლოდ ფონდის დახურვის შემდეგ. ინვესტორებისთვის უფრო ვრცელი სამანევრო ველის შესაქმნელად, მმართველ კომპანიებს შეუძლიაღ ორგანიზება გაუკეთონ პაების მეორად ბრუნვას ბირჟაზე ან მის გარეთ, რაც დახურული ფონდების პაიების ყიდვის, ან გაყიდვის შესაძლებლობას იძლევა.
- ინტერვალური საპაიო საინვესტიციო ფონდები წარმოადგენენ ერთგვარ შუალედურ რგოლს ღია და დახურულ ფონდებს შორის. ინტერვალურ ფონდებში, პაიებზე ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია დროის გარკვეულ მონაკვეთებში (ინტერვალებში). როგორც წესი, წელიწადის განმავლობაში ასეთი 4 ინტერვალია დადგენილი. ანუ კვარტალში ერთხელ, რომლის დროსაც ოპერაციები ხორციელდება ინვესტირებულ პაიებზე. ინტერვალის ხანგრძლივობა არაუმეტეს 2 კვირაა. ისევე როგორც დახურული ფონდების შემთხვევაში, ზოგიერთი მმართველი კომპანია, რომლებიც განკარგავენ ინტერვალურ ფონდებს, ორგანიზებას უკეთებენ პაიების მეორად ბრუნვას, რომელიც იძლევა შესაძლებლობას განხორციელდეს ოპერაციები პაიებზე ინტერვალების ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ ასეთი პროცესის ორგანიზებას, რომელიც ინვესტორებისათვის მოსახერხებელია, ყველა მმართველი კომპანია ვერ ართმევს თავს.
***
***
***
***
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით