საპაიო საინვესტიციო ფონდების პაიებზე განხორციელებული ოპერაციების სახეობები

საპაიო საინვესტიციო ფონდების პაიებზე განხორციელებული ოპერაციების სახეობები

საფინანსო ბაზრების ყველა ინსტრუმენტზე შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა სახის ოპერაციები. საპაიო საინვესტიციო ფონდების პაიებზე დასაშვებია შემდეგი სახის ოპერაციების განხორციელება:

  • დაფარვა;
  • შეძენა;
  • გაცვლა;
  • დაფარვა – არის ოპერაცია, როდესაც მეპაიე ყიდის თავის პაის და ამის შედეგად იღებს მოგებას. თანაც, პაის გამოსყიდვა ხდება მმართველი კომპანიის მიერ. ოპერაციით გამომუშავებული თანხა გადაირიცხება ინვესტორის საბანკო ანგარიშზე. პაის დაფარვისათვის ინვესტორმა შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოს მმართველ კომპანიას, ან მის ერთ-ერთ აგენტს უშუალოდ ოფისში.
  • შეძენა – ამ პროცედურით იწყება ინვესტორის მონაწილეობა საფონდო ბაზარზე ინვესტიციბის განხორციელების პროცესში, საპაიო საინვესტიციო ფონდების მეშვეობით. პაის შეძენა შესაძლებელია მმართველ კომპანიაში ან მის ერთ-ერთ აგენტთან.

არსებობს შესყიდვის ორი სახეობა:

  • პირველადი (ამ შემთხვევაში მეპაიე ფონდის პაის ყიდულობს პირველად);
  • დამატებითი (ამ შემთხვევაში მეპაიე ფონდის პაის ყიდულობს განმეორებით);

აის შეძენისათვის რაიმე განსაკუთრებული პროცედურის გავლა საჭირო არ არის, საკმარისია:

  • ანგარიშის გახსნის განაცხადი;
  • დარეგისტრირებული პირის ანკეტა;
  • განაცხადი პაის შეძენის სურვილის შესახებ;

ფიზიკური პირებისათვის, შეძენის ოპერაციის გაფორმებისათვის კი საკმარისია მხოლოდ პასპორტი.

დამატებითი პაის შეძენისათვის აღნიშნული პროცედურების გავლა აღარ არის საჭირო, საკმარისია საპაიო საინვესტიციო ფონდის საბანკო ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადარიცხვა.

  • გაცვლა – არის ოპერაცია, როდესაც ერთი ფონდის პაი იცვლება სხვა ფონდის პაიზე. შესაძლებელია მხოლოდ ერთი და იგივე მმართველი კომპანიის მართვაში მყოფი ფონდების პაიების გაცვლა. ეს შესაძლებლობა მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე დაკვირვების შედეგად ინვესტორი მიდის დასკვნამდე, რომ რომელიმე ფინანსურ ბაზარზე ვითარება მისი ინვესტიციის საზიანოდ წარიმართა. ამ შემთხვევაში მას შეუძლია საკუთარი პაი, ერთი ფონდიდან გადაიტანოს სხვა ფონდში. მაგალითად აქციების ფონდიდან გადაიტანოს ობლიგაციების ფონდში. თანაც, ამ ოპერაციით იგი არ იზარალებს;
როგორც წესი, გაცვლითი ოპერაციის განხორციელებისათვის არ არის საჭირო დამატებითი ხარჯების გაწევა და საშემოსავლო გადასახადების გადახდა. მაგრამ “როგორც წესი” გულისხმობს გამონაკლისსაც, რადგან ზოგიერთ მმართველ კომპანიაში ინვესტორს დაეკისრება საშემოსავლო ბეგარა.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ოპერაციების შესახებ განაცხადებს, რომლებსაც ინვესტორები გადასცემენ მმართველ კომპანიას, არ აქვთ განაცხადის დაუკმაყოფილებლობის თვისება. ეს ნიშნავს, რომ არ შეიძლება ამ განაცხადის უარყოფა, ან არ შესრულება. ამ შემთხვევაში კომპანიებისთვის მოქმედებს პრინციპი – “კლიენტი ყოველთვის მართალია”.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარება (სმსფ)

საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარება (სმსფ)

საპაიო საინვესტიციო ფონდების პაი წარმოადგენს ფასიან ქაღალდს – ეს უკვე წარმოადგენს პლუსს. კლიენტების მოსაზიდად ისინი …