პაიების ბრუნვა არის ორი სახის: პირველადი და მეორადი. ასევე მათ პაიების გაყიდვის (ბრუნვის) პირველად და მეორად ბაზრებსაც უწოდებენ.
საპაიო საინვესტიციო ფონდების პაიების პირველადი ბაზარი არის ყველაზე ტრადიციული და ინვესტორების მხრიდან ყველაზე გამოყენებადი საბაზრო სივრცე, პაიების ყიდვისათვის. პირველად ბაზარზე საუბარია მაშინ, როდესაც სსფ-ების პაიების ყიდვა ხდება ან უშუალოდ საპაიო საინვესტიციო ფონდებში ან მათ აგენტებთან. იმისათვის, რომ ვიყიდოთ პაი – უნდა მივიდეთ უშუალოდ მმართველი კომპანიის ოფისში ან ამ ფონდის აგენტთან. მმართველი კომპანიების აგენტებად ხშირ შემთხვევებში გვევლინებიან სხვადასხვა ბანკები, რომელთაც გააჩნიათ ფილიალების და სერვის ცენტრების ფართო ქსელი.
პირველად ბაზარზე პაიების ყიდვის დროს, ხშირად ფორმირდება ინვესტირებისათვის საჭირო მინიმალური თანხები (შესატანი თანხა). გარდა ამისა შესაძლებელია პაიების მხოლოდ მთელი რიცხვითი მნიშვნელობის ყიდვა (შესაძლებელია ვიყიდოთ 4 პაი და არა 2.5 პაი). ხშირ შემთხვევაში მინიმალური შესატანი თანხა არ არის დიდი ოდენობის.
ფულის გადახდის შემდეგ პაი მომენტალურად არ დაირიცხება ანგარიშზე, ეს პროცესი დროში შედარებით გაწელილია. მმართველმა კომპანიამ პაიების დარიცხვა უნდა განახორციელოს საანგარიშსწორებო ანგარიშზე ფულის ჩარიცხვიდან და დოკუმენტალურად გაფორმების საჭირო პროცედურის დასრულებიდან სამი დღის განმავლობაში. იგივე ეხება დაფარვასაც, რომელიც ხდება განაცხადის მიღებიდან სამი დღის განმავლობაში, ხოლო ფული ინვესტორს ჩაერიცხება 15 დღის განმავლობაში. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული მაქსიმალური ვადები, თუმცა რეალობაში ეს ოპერაციები ხორციელდება გაცილებით სწრაფად.
პირველად ბაზარზე პაიებზე ოპერაციების განხორციელებისათვის არ არის საჭირო უშუალო მონაწილეობა. საკმარისია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება. ანუ დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, სადაც არც ფონდის მმართველი კომპანია და არც შესაბამისი აგენტია, შეგვიძლია განვახორციელოთ პაიებთან დაკავშირებული ოპერაციები.
გასათვალისწინებელია, რომ პაებზე ზოგიერთ ოპერაციას სჭირდება დოკუმენტალური დადასტურება, რომელიც თავის მხრივ ნოტარიალურად უნდა იყოს დამოწმებული. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული დოკუმენტაცია საპაიო საინვესტიციო ფონდის მმართველ კომპანიას ეგზავნება ჩვეულებრივი ფოსტით, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ინვესტორებს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით