კოლექტიური ინვესტიციების ბაზარზე, გარდა საპაიო საინვესტიციო ფონდებისა, აგრეთვე არსებობენ – საბანკო მართვის საერთო ფონდები.
საპაიო ფონდების და საბანკო მართვის ფონდების საქმიანობის არსი ერთია: მმართველი კომპანია კერძო ინვესტორებისაგან აგროვებს/აკუმულირებს ფულად სახსრებს და აბანდებს მას სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში. საქმიანობის საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა – მოგების მიღებაა. ორივე სახეობის ფონდები ხელმისაწვდომია კერძო ინვესტორებისათვის. მთავარია სწორად განვსაზღვროთ სად არის უკეთესი ინვესტირება – საპაიო საინვესტიციო ფონდებში (სსფ), თუ საბანკო მართვის საერთო ფონდებში (სმსფ).
აღსანიშნავია, რომ საპაიო საინვესტიციო ფონდების საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო, ხოლო საბანკო მართვის საერთო ფონდების საქმიანობაზე ზედამხედველობა ხორციელდება ნაციონალური ბანკების მიერ.
ფონდების ორივე სახეობა წარმოადგენს ბიზნესის ცალკეულ სეგმენტს და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიძლიერითაა განვითარებული. ზოგიერთ ქვეყანაში ბანკები უმთავრესად ავითარებენ დაკრედიტების სექტორს (როგორც ჩვენთან საქართველოში), შესაბამისად საბანკო მართვის საერთო ფონდების სისტემა ნაკლებად, ან საერთოდ არ არის განვითარებული. ზოგან დაკრედიტებისა და კოლექტიური ინვესტირების ბაზარი თანაბრად ვითარდება. ასეთივე მდგომარეობაა საპაიო საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებითაც.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით