ტრეიდერის მუშაობის ანბანური საკითხები

ტრეიდერის მუშაობის ანბანური საკითხები

ფორექსზე ვაჭრობა არც ისე ძნელია, როგორც ეს პირველი შეხედვით ჩანს. მთავარია სწორად შეასრულოთ ყველა მოსამზადებელი ეტაპი და რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია გაითვალისწინოთ.

ამასთან ერთად, მუშაობის დროს გასათვალისწინებელია, არა მარტო სტრატეგიული საკითხები, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანი ტექნიკური მომენტებიც.

პირველი, რითიც უნდა დავიწყოთ მუშაობა ფორექსზე, ეს არის დეტალური გეგმის შემუშავება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს – ბროკერის არჩევა, სავაჭრო ტერმინალის არჩევა, ანგარიშის ტიპის არჩევა, ტექნიკური ინსტრუმენტისა და სავაჭრო სტრატეგიის არჩევა.

  • ბროკერი – გარდა იმისა, რომ ბროკერი აპრიორი სანდო უნდა იყოს, აგრეთვე საჭიროა შემოწმდეს მისი აპარატურის მუშაობის სტაბილურობაც (მოწმდება მხოლოდ ცდების ჩატარების მეთოდით). მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბროკერის ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა: სპრედის რაოდენობა, პოზიციის მომდევნო დღეზე გადატანისთვის კომისიის რაოდენობა და ორდერების შესრულების ვარიანტები;
  • ანგარიშის ტიპი – პრაქტიკაში განასხვავებენ ანგარიშის ორ ძირითად ტიპს – სტანდარტულს და ცენტურს. პირველთან დაკავშირებით, ალბათ ყველაფერი ნათელია. ცენტური ანგარიშის სტანდარტულისგან განსახვავება მდგომარეობს იმაში, რომ ცენტური ანგარიშით ვაჭრობა შესაძლებელია მცირე თანხებით. ცენტურ ანგარიშზე ყველაფერი იყოფა 100-ზე, ანუ მინიმალური ლოტი არა 0,1-ია (ისე როგორც სტანდარტულ ანგარიშზეა), არამედ 0,001 (ზოგ ბროკერთან 0,0001), ამიტომ ცენტურ ანგარიშზე ვაჭრობა შესაძლებელია 1 აშშ დოლარითაც კი. აღსანიშნავია, რომ ცენტურ ანგარიშებზე მომსახურების ხარისხი უფრო დაბალია, ორდერები სრულდება შედარებით შეფერხებით და სხვადასხვა საკომისიო ანარიცხებიც ზოგჯერ უფრო მეტია, ვიდრე სტანდარტულ ანგარიშებზე;
  • სავაჭრო ტერმინალი – ერმნიშვნელოვნად – MetaTrader, სტატიის დაწერის მიმენტში ყველაზე სტაბილურია მე-4 ვერსია, ხოლო მე-5 ვერსია შედარებით ფუნქციონალურია, თუმც აგამოცდილი ტრეიდერები მაინც არ ჩქარობენ ამ ვერსიაზე გადასვლას;
  • ფორექსის სავაჭრო სტრატეგიები – სავალუტო ბაზარზე არც ისე დიდი რაოდენობის ძირითადი სავაჭრო სტრატეგიები არსებობს, უფრო ზუსტად – უამრავი სტრატეგიაა, მაგრამ ყეველა მათგანი დაჯგუფებულია შემდეგი ტიპების მიხედვით: ვაჭრობა ტრენდის მიხედვით, ვაჭრობა კონტრტრენდის მიხედვით, გარღვევის, ფასური არხების გამოყენებით, საპროცენტო განაკვეთებზე ვაჭრობა, სიახლეებზე ვაჭრობა და სკალპინგი. ყოველი მათგანი საკმაოდ ეფექტური იქნება თუ თქვენ არჩეულ სტრატეგიას მოირგებთ საკუთარ თავზე და დახვეწავთ მას;
  • ტექნიკური ინსტრუმენტები – ამ კატეგორიას მიეკუთვნება სხვადასხვა სახის სავაჭრო ინდიკატორები. ისინი საშუალებას იძლევიან, ტრეიდერის მინიმალური მონაწილეობით განხორციელდეს ბაზრის ანალიზისთვის საჭირო მექანიკური სამუშაოების მთლიანი სპექტრი. ინდიკატორი აირჩევა, თქვენს მიერ შერჩეული, ამა თუ იმ სტრატეგიის ალგორითმის მიხედვით. მაგალითად, თუ გადაწყვიტეთ ტრენდის მიხედვით ვაჭრობა, მაშინ სამუშაოდ დაგჭირდებათ ტრენდული ინდიკატორები;
  • რისკების დაზღვევა – არის უმთავრესი კომპონენტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა ტრეიდერმა, რადგან ყველაზე წარმატებული ვაჭრობის დროსაც კი, რამდენიმე წუთის განმავლობაში, შესაძლებელია დეპოზიტის სრული დაკარგვა. დეპოზიტის დაზღვევისა და ზარალის მინიმიზაციის მთავარი ინსტრუმენტია სტოპ ორდერები: სტოპ ლოსი და ტრეილინგ სტოპი. გარდა ამისა, პრინციპში, ზოგიერთ ბროკერთან შესაძლებელია თვით დეპოზიტის დაზღვევაც კი.
როგორც შეამჩნიეთ ფორექსზე მუშაობის ანბანური საკითხები საკმაოდ მარტივია, მთავარია ყოველთვის ვიმოქმედოთ გაწერილი გეგმისა და სტრატეგიის მიხედვით და არ ავყვეთ ემოციებს.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.