სტოპ ორდერის ძირითადი დანიშნულებაა დროულად იქნას დახურული სავაჭრო პოზიცია, მაშინ როდესაც ტრეიდერი ფორექსის ან სხვა ტიპის საფინანსო ბაზარზე, მიზეზთა გამო ვერ აკონტროლებს მას.
სტოპ ორდერებში იგულისხმება ორდერები, ანუ ბრძანებები, რომლებიც აჩერებენ პოზიციის მოქმედებას. სტოპ ორდერები იგივე სტოპ ლოსი და ტეიკ პროფიტ ორდერებია. ანუ ორდერები, რომლებიც ზარალით ან მოგებით თიშავენ გახსნილ სავაჭრო პოზიციას.
ასეთი ბრძანების დაყენებით ხდება შესაძლო ზარალის მინიმიზაცია, მაქსიმალურად დასაშვებ ზღვარზე, რაც სრული განადგურებისაგან დეპოზიტის დაცვის და ამასთან ერთად მოგების მიღების საშუალებას იძლევა.
სტოპ ბრძანებას აგრეთვე გააჩნია ფსიქოლოგიური ხასიათიც. იგი არ აძლევს საშუალებას ტრეიდერს მიიღოს იმპულსური გადაწყვეტილებები, რომლებსაც ასევე ზარალისკენ მივყავართ. გარდა ამისა გარკვეულწილად ტრეიდინგის პროცესის ავტომატიზირებაც ხდება, უფრო ზუსტად მისი მეორე ფაზის ავტომატიზირება. აღარ არის საჭირო ღია პოზიციის ფინანსური რეზულტატის მუდმივი კონტროლი. ანუ პოზიციები დაიხურება ავტომატურ რეჟიმში სტოპ ორდერის ამოქმედების შედეგად.
სტოპ ორდერების დაყენების ზოგადი წესები:
- აღნიშნული ორდერი დგება პოზიციის გახსნისთანავე ან ორდერის გახსნის შემდეგ მინიმალურ დროში;
- თუ სახეზეა ბაზრის მაღალი ვოლატილობა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს მცურავ ორდერების დაყენებას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არა მარტო ზარალის დონის შემცირება, არამედ ბაზრის ხელსაყრელ ვითარებაში მაქსიმალური მოგების მიღება;
- თუ არ ხართ დარწმუნებული არსებულ ტენდენციაში, მაშინ სჯობია საერთოდ დახუროთ წამგებიანი პოზიცია, ან პოზიცია მინიმალური მოგებით, ვიდრე აცურაოთ სტოპ ორდერები;
სტოპ პროფიტის დაყენება:
- ფასის მოძრაობის დიაპაზონი – დროის გარკვეულ მონაკვეთში მაქსიმუმისა და მინიმუმის წერტილები. შიდა დღიური ვაჭრობის დროს ორიენტირი უნდა გახდეს არაუმეტეს დღეღამური მაქსიმუმი ან მინიმუმი. ამ შემთხვევაში იზრდება სტოპ პროფიტის ამუშავების ალბათობა.
მაგალითად: სავალუტო წყვილზე EUR/USD გუშინდელი მაქსიმუმი დაფიქსირდა 1.3510 ნიშნულზე. ხოლო ტრენდის დღევანდელი ანალიზის მიხედვით ბაზარს ვატყობთ, რომ მოძრაობის იმპულსის მიხედვით ფასს არ შეუძლია აღნიშნული მაქსიმუმის გადალახვა/გარღვევა, მაშასადამე სტოპ პროფიტი უნდა დავაყენოთ დაახლოებით 1.3500 ნიშნულზე;
- დრო, როდესაც იგეგმება პოზიციის გახსნა – ამ პარამეტრის განსაზღვრისას საჭიროა გავითვალისწინოთ ფასის მოძრაობის სიჩქარე. თუ ვხედავთ, რომ ფასი საათში გადის დაახლოვებით 5 პუნქტს, ხოლო სამუშაო დროის დასრულებამდე დარჩა 6 საათი, მაშინ არ აქვს აზრი სტოპ პროფიტ ორდერი დავაყენოთ 20-25 პუნქტზე მეტ ნიშნულზე;
სტოპ ლოსის დაყენება:
- დეპოზიტის რაოდენობა – ფორექსზე ზოგადად მიჩნეულია, რომ ერთი გარიგებიდან მიღებული ზარალის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი დეპოზიტის 2 %-ს. ამავე კატეგორიაში შედის საკრედიტო მხარის ზომა და სავაჭრო ოპერაციის მოცულობა. მცირე დეპოზიტის პირობებში რთულია ღია პოზიციის უზრუნველყოფა სათნადო, საკმაოდ შორი მანძილის სტოპ ორდერით (სტოპ ლოსით). როგორც ცნობილია გაუმართლებლად მცირე ზომის სტოპ ლოსების განთავსების დროს მაღალია იმის ალბათობა, რომ ფასი აარტყამს მას;
- ფასის უკუსვლის დონე ტაიმფრეიმის გათვალისწინებით – მაგალითად თუ ვვაჭრობთ 5 წუთიან ტაიმფრეიმზე, ხოლო უკუსვლა საშუალოდ 4 პუნქტს შეადგენს, მაშინ აზრი არ აქვს სტოპ ლოსის დაყენებას 4, ან 4 პუნქტზე ნაკლებ დონეზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტოპ ლოსის დაყენების ოპტიმალური დონე = 4 + სპრედის ზომა + სავალუტო წყვილის ვოლატილობის თვისება;
- სპრედის ზომა – ამ მნიშვნელობასაც გააჩნია გარკვეული დატვირთვა, განსაკუთრებით სკალპინგის დროს, რადგან თუ სპრედის ზომა 10 პუნქტია, მაშინ ორდერის დახურვის დონე ვერაფრით ვერ დადგება ამ მნიშვნელობაზე ნაკლებ ნიშნულზე;
მხოლოდ ყველა აუცილებელი პარამეტრის დაცვით დაყენებული სტოპ პროფიტ ორდერები ყოველთვის დააფიქსირებენ ტრეიდერის მოგებას იმ ნიშნულზე, რომელზეც მას გონივრულად აქვს დაყენებული ტეიკ პროფიტი, ხოლო სტოპ ლოს ორდერები ამუშავდებიან მხოლოდ რეალური საჭიროების შემთხვევაში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით