სავალუტო ბაზარზე არსებობს სავალუტო გარიგების რამდენიმე ძირითადი ტიპი: დღევანდელი/today (TOD), ხვალინდელი/tomorrow (TOM), ფორვარდი (FORWARD), სვოპი (SWAP), ფიუჩერსი (FUTURES) და ოფციონი (OPTION).
ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული გარიგება მოიცავს საკუთარ პირობებს, კონტრაქტის შესრულების ვადებს და განკუთვნილია დასმული ამოცანების გარკვეული სპექტრის განხორციელებისათვის.
თავის მხრივ სავალუტო გარიგებები აგრეთვე იყოფა ძირითად და დამხმარე ქვეტიპებად. ძირითადი ქვეტიპი განკუთვნილია ვალუტის ყიდვის ან გაყიდვისთვის, ხოლო დამხმარე ქვეტიპები განკუთვნილია შემსრულებლის რისკებისაგან დაზღვევისათვის.
- დღევანდელი/ტოდ/today (TOD) – ყველაზე მარტივი სავალუტო გარიგებაა, რომლის დროსაც ანგარიშსწორება ხორციელდება სამუშაო დღის განმავლობაში (დღესვე), ანუ ასეთი გარიგების განხორციელების შემთხვევაში მყიდველი ვალუტის სწრაფი მიწოდების ვალდებულებას იღებს, ხოლო გამყიდველი ფასის მყისიერი გადახდის ვალდებულებას.
- ხვალინდელი/ტომ/tomorrow (TOM) – გადადებული სავალუტო გარიგებაა, რომლის დროსაც ანგარიშსწორება ხდება მომდევნო საბანკო დღეს (ხვალ). ასეთ შემთხვევაში ვალუტის გაცვლის გარიგება იდება დღეს, ხოლო კონტრაქტის მიხედვით ანგარიშწორება მოხდება მომდევნო საბანკო დღის განმავლობაში.
- ფორვარდი (FORWARD) – ასეთი ტიპის სავალუტო გარიგება იმპორტიორებს იცავს ვალუტების კურსების საბაზრო რყევისაგან. ფორვარდული კონტრაქტების დადებით მხარეს წარმოადგენს ის, რომ იმპორტიორი, ახორციელებს რა გარკვეული რაოდენობის ნედლეულისა და მასალების ყიდვის ოპერაციას, ნაციონალური ვალუტის გაუფასურების შემთხვევაშიც კი, შეძლებს ვალუტის გაცვლას უფრო ხელსაყრელი კურსით. ასეთი ნაბიჯი, მოგების დაგეგმილ დონეზე გასვლის საშუალებას იძლევა ფასის მომატების გარეშე.
- სვოპი (SWAP) – თავისი არსით ფორვარდული კონტრაქტის ნაირსახეობაა, განსხვავება იმაშია, რომ ამ შემთხვევაში ერთდროულად ხდება ვალუტის ყიდვა და გაყიდვა კონტრაქტის შესრულების სხვადასხვა თარიღების მითითებით (ვალუტირების თარიღი). სავალუტო გარიგების ასეთი ტიპი ძირითდად ფორექსზე გამოიყენება და ვალუტების კურსების განსხვავებების ხარჯზე მოგების მიღების შესაძლებლობას იძლევა.
- ფიუჩერსი (FUTURES) – წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მხარეები, მკაცრად განსაზღვრულ ვადებსა და მკაცრად განსაზღვრული მოცულობებით ვალუტის მიწოდების ვალდებულებას იღებენ. გამოიყენება, როგორც სავაჭრო ოპერაციები საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის, ასევე რისკების ჰეჯირებისთვის.
- ოფციონი (OPTION) – წარმოადგენს სავალუტო გარიგების ტიპს, რომელშიც მხარეს აქვს უფლება, მაგრამ არ არის ვალდებული, განახორციელოს სავალუტო ოპერაცია წინასწარ დათქმული მოცულობით და მკაცრად განსაზღვრულ ფასად. სურვილის შემთხვევაში გარიგება შესაძლებელია ანულირებული იქნას.
სავალუტო გარიგებების ტიპებს, ბაზრის მონაწილეების მიმდინარე მიზნებიდან გამომდინარე, გააჩნია თვისი მნიშვნელობა და დატვირთვა.
მკაცრად განსაზღვრული ფასით ვალუტის ყიდვა, ფინანსურ რეზულტატზე ინფლაციის ზეგავლენის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ასეთი ოპერაციები ძირითადად საქონლისა და ნედლეულის იმპორტიორების მიერ გამოიყენება.
მკაცრად განსაზღვრული (მოლაპარაკებული) ფიქსირებული კურსით ვალუტის გაყიდვა სავალუტო მარაგების რეალიზაციის საშუალებას იძლევა, რა დროსაც მცირდება ნაციონალური ვალუტის შესაძლო გამყარებით გამოწვეული რისკები.
ამასთან ერთად, ფიქსირებული კურსით განხორციელებული საბირჟო გარიგებები ჩვეულებრივი სადაზღვევო ბერკეტის როლში გვევლინება. ამ შემთხვევაში, საპირისპირო მიმართულებით განხორციელებული გარიგება, წამგებიანი პოზიციის დახურვისა და შესაძლო ზარალის შემცირების საშუალებას იძლევა.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით