ახალი ორდერის გახსნამდე, ტრეიდერი პირველ რიგში აწყდება ისეთ ცნებას, როგორიცაა “ფორექს ლოტი”. ლოტის ოდენობა სავალუტო წყვილის შემდეგ პირველი პატამეტრია, რომელიც უნდა მიუთითოთ ტერმინალში ყიდვის ან გაყიდვის ოპერაციის განხორციელებისას.
ლოტის მიშვნელობის ცოდნა აუცილებელია, ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი სავაჭრო ოპერაციის საერთო ღირებულების და შესაბამისად მოგების ან წაგების სწორად დაანგარიშება.
1 ფორექს ლოტი უდრის საბაზო ვალუტის 100 000 ერთეულს, ამასთან ერთად არ დაგავიწყდეთ, რომ ერთეულებს ვყიდულობთ დეპოზიტის ვალუტაში, ამიტომ სავალუტო წყვილის EUR/USD ერთი ლოტის ყიდვისთვის ჩვენ გვჭირდება 130 000 დოლარი, თუ კურსი მიმდინარე მომენტში არის კურსი 1 ევრო = 1.3000 დოლარი.
ლოტის ზომაზე აგრეთვე დამოკიდებულია ისიც თუ რა რაოდენობის მოგებას მოგვიტანს ფასის ცვლილება 1 პუნქტით. ეს პარამეტრი დავიანგარიშოთ 0,1 ლოტისთვის.
სტანდარტულ ანგარიშებზე, სავალუტო წყვილისთვის EUR/USD 0.1 ლოტის ყიდვა/გაყიდვის შემთხვევაში, ფასის 1 პუნქტით დადებითი მიმართულებით გადაადგილებისას მოგების სახით მივიღებთ 1 აშშ დოლარს. იმისათვის, რომ გავხსნათ ასეთი გარიგება ჩვენ გვესაჭიროება 13 000 აშშ დოლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ვსარგებლობთ 1:500 საკრედიტო მხარით, მაშინ ვაჭრობის განხორციელებისათვის საკუთარ დეპოზიტზე უნდა გვქონდეს მინიმუმ 26 აშშ დოლარი (ანუ ეს თანხა არის გირაო, ოპერაციის უზრუნველყოფის თანხა).
26 х 500 = 13 000 = 0,1 ლოტს, ხოლო 1 სტანდარტული ლოტით ვაჭრობისას საკუთარი დეპოზიტი მინიმუმ 260 აშშ დოლარი უნდა იყოს. 1:100, 1:50, ან სხვა ზომის საკრედიტო მხარებით სარგებლობის შემთხვევაში გამოთვლები ანალოგიურია.
უფრო მცირე რაოდენობის ფულადი სახსრებით ვაჭრობისათვის გამოიყენეთ ცენტური ანგარიშები შესაბამის საბროკერო კომპანიებში. ასეთი ანგარიშებით ვაჭრობა შესაძლებელია 1 აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტითაც კი.
ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში გამოიყენება ე.წ. მიკრო ლოტები, რომელთა მეშვეობითაც განახორციელებთ მინიმალური მოცულობის გარიგებებს. დაანგარიშების დროს გამოიყენება იგივე მეთოდი, ოღონდ 100-ზე გაყოფის პრინციპით, ანუ ვაჭრობთ არა დოლარების ანუ ცენტურ ერთეულებში, მაგრამ ანგარიშზე აისახება მთლიანი ერთეული, ანუ 1 დოლარიან დეპოზიტზე ტერმინალში გამოჩნდება ფულის 100 ერთეული.
რეზულტატად კი მივიღებთ, რომ 1 ფორექს ლოტი არა 100 000 ერთეული, არამედ 1 000 ერთეული საბაზო ვალუტაა, ხოლო 0,1 მინი ლოტი არის 100 ერთეული. თუ დავუბრუნდებით ჩვენს მაგალითს მაშინ აღმოჩნდება, რომ 0,1 ლოტის მოცულობის გარიგების დადებისთვის, 1:500 საკრედიტო მხარის სარგებლობისას სავსებით საკმარისია დეპოზიტზე მინიმუმ 26 ცენტი გქონდეთ. ასეთ სავაჭრო ოპერაციებს ცენტურ ვაჭრობასაც უწოდებენ.
მაგალითი მოყვანილია სავალუტო წყვილისათვის EUR/USD, სხვა ინსტრუმენტებისათვის ზემოთაღნიშნული მნიშვნელობის მაჩვენებლი მერყეობს სხვადასხვა მიმართულებით.
როგორც წესი, ბროკერების ვებ საიტების შესაბამის გვერდებზე არის, როგორც ლოტების მნიშვნელობების ჩამონათვალი სხვადასხვა სავაჭრო ინსტრუმენტებისათვის, ასევე ონლაინ კალკულატორებიც.
პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე, ლოტის თანხობრივი ექვივალენტის გამოთვლისათვის თავს არ ვიწუხებ. ვაჭრობისას ამოსავალი წერტილი – 1 პუნქტის ღირებულების თვალსაზრისით: 1 ლოტი = 10 აშშ დოლარი მოგება/წაგება, ან 0.1 ლოტი = 1 აშშ დოლარი მოგება/წაგება. რამდენიმე ცენტით მეტ-ნაკლებობას პირადად ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. თქვენც იგივეს გირჩევთ.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით